UltraVit – Kids multivitamin არის ჟელიბონის სახით წარმოდგენილი მულტივიტამინების კომპლექსი, რომელიც წარმოდგენილია მინიმალური რეკომენდირებული დოზებით და მისი მიღება შესაძლებელია ექიმის ნებართვის გარეშე.
ბავშვთა მულტივიტამინების კომპლექსი არის სრული და აუცილებელი ვიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს A, C, D, E, B6, B12, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, პანტოთენის მჟავას, იოდს, თუთიას, ქოლინსა და ინოზიტოლს. მულტივიტამინის ფორმულა სპეციალურად შეიქმნა ბავშვების ჯანსაღი ზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის. იგი ასევე ამაღლებს ზოგად ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ფიზიკურ სიძლიერეს. გარდა ამისა, იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას და განვითარებას, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და გულის ჯანსაღ განვითარებას. ასევე აუმჯობესებს სისხლის უჯრედების წარმოებას და უზრუნველყოფს ძვლების, კბილებისა და კუნთების სრულფასოვან ზრდასა და განვითარებას. პროდუქტში წაროდგენილი ვიტამინები ასევე ხელს უწყობს შემეცნებით ფუნქციებისა და კონცენტრაციის გაძლიერება, ზრდის ენერგიის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილურ განვითარებას და ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
საღეჭი აბები მზადდება გულდასმით შერჩეული, ყველაზე ეფექტური, ადვილად ათვისებადი ინგრედიენტებით. ისინი გვთავაზობენ რეალურ, კლინიკურად დადასტურებულ სარგებელს სხეულის გამართული ფუნქციებისათვის. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არომატით და ფერებით. ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია პექტინი. იგი ზრუნავს თითოეული საღეჭი აბის სტრუქტურაზე. პექტინი შერჩეულია, რადგან ეს არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქისა და სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. ამიტომ, ჟელიბონი შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ისინი გვთავაზობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა უკეთესი მონელება, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ჯანსაღი დონე და ა.შ.
ჟელიბონი იმდენად სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა, რომ იგი გახდება თქვენი ბავშვების საყვარელი პროდუქტი და ვიტამინის ყოველი მიღება იქნება ბევრად სასიამოვნო პროცესი, ვიდრე ოდესმე.
UltraVit – Kids multivitamin-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მოლტივიტამინების ფორმულა
– აძლიერებს ზოგად ჯანმრთელობას
– აძლიერეს ძვალ-სახსროვან სისტემას და კბილებს
– უზრუნველყოფს კუნთების სრულფასოვან ზრდა-განვითარებას
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– ხელს უწყობს შემეცნებით ფუნქციებისა და კონცენტრაციის გაძლიერებას
– ზრდის ენნერგიის დონეს და აძლიერებს ნერვულ სისტემას
– აქვს სასიამოვნო გემო და არომატი
– არ შეიცავს ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს
– არის Non-GMO
– არის ვეგანური და ფლობს ჰალალ სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 3-6 წლამდე – 1 საღეჭი აბი დღეში
6 წლიდან – 2 საღეჭი აბი დღეში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.