Olimp Nutrition – Kolagen Activ Plus არის პროდუქტი, რომლის მიღებაც შეუძლიათ როგორც აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავებულ ადამიანებს, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ხალხს.
კოლაგენი წარმოადგენს დაახლოებით სხეულის სტრუქტურის 25% და მონაწილეობს თითქმის ყველა სისტემის, ორგანოსა და ქსოვილის სასიცოცხლო ფუნქციაში. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის სინთეზს და ჩნდება მისი მოთხოვნილება. კოლაგენის სინთეზის შემცირება ასევე ხდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და აუტოიმუნური დაავადებების (ოსტეოართრიტი) დროს.
კოლაგენის წარმოების დაქვეითება ვლინდება არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის დისფუნქციით (რიგიდობა, პერიარტიკულური ტკივილი), არამედ ქსოვილებისა და ორგანოების პათოლოგიური მდგომარეობით, რომელთათვისაც კოლაგენი და მსგავსი ნივთიერებები სტრატეგიულ ფუნქციებს ასრულებენ. კოლაგენის უკმარისობა იწვევს სხეულის დაბერებით პროცესებს: ნაოჭებს, ცელულიტს, კანის სიმშრალეს, ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობას და სხვა. ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშია იმუნური სისტემის დარღვევები, რადგან კოლაგენი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ დაცვაში – ის ზღუდავს პათოგენური ფაქტორების – გარემოს ტოქსინების, მიკროორგანიზმებისა და კიბოს უჯრედების შეღწევას და გავრცელებას ორგანიზმში.
KOLAGEN ACTIV PLUS არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადვილად ათვისებად კოლაგენის ჰიდროლიზატს და დამატებული აქვს კალციუმი, მაგნიუმი, ვიტამინები C და B6.
პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია მაღალი ფიზიკური დატვირთვის და მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროს. ასევე კუნთოვანი სისტემის დარღევის პროფილაქტიკისათვის, დეგენერაციული ართრიტის, ოსტეოპოროზის, მოტეხილობების განვითარების პრევენციისათვის, ქირურგიული პროცედურების, სპორტის ტრავმებისა და მოტეხილობების შემდეგ აღდგენის პროცესის დაჩქარებისათვის, ინტენსიური ზრდის პერიოდში – 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისათვის, კანის, ფრჩხილების, თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
Olimp Nutrition – Kolagen Activ Plus-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მონაწილეობს თითქმის ყველა სისტემის, ორგანოსა და ქსოვილის სასიცოცხლო ფუნქციაში
– უზრუნველყოფს კუნთოვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– აძლიერებს სახსრებსა და მყესებს
– აჯანსაღებს თმის, კანისა და ფრჩხილების სტრუქტურას
– აძლიერებს ძვლოვან სისტემას
– ახდენს სხვადასხვა დაავადებების პრევენციას
– მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონნირებაში
– აჩქარებს ტრამვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, საკვების მიღებებს შორის.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
elenakuparadze@gmail.com –
ეს ვიტამინი სახის კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ შეიძლება რომ მივიღოთ?
ვიტამინი –
კი შეგიძლიათ, რადგანაც კოლაგენი აუმჯობესებს ჯანის უჯრედების სასიცოცხლო ფუნქციას.