Olimp – GOLD OMEGA 3® PLUS არის მაღალკონცენტრირებული ომეგა 3, რომელიც შეიცავს 2 წყაროდან მიღებულ ცხიმოვან მჟავებს: თევზის ქონი და კინიას (krill – მცირე ზომის კიბოსნაირი წყლის არსება) ქონი. გარდა ამისა პროდუქტს დამატებული აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტები: ასტაქსანტინს და ვიტამინ E.
პროდუქტის წარმოებულია ინოვაციური ტექნოლოგიის FlowCaps ™ Liquid Technology გამოყენებით. ჟელატინის ინოვაციურ კაფსულაში მოთავსებული სითხე უზრუნველყოფს პროდუქტის ღირებული თვისებების შენარჩუნებასა და სწრაფ ბიოშეღწევადობას. ამავდროულად, მაქსიმალურად დაფარულია პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნი და თევზის გემო. მყარი ჟელატინის კაფსულა დაპატენტებული სისტემით ხელს უშლის აქტიური ნივთიერებების დაჟანგვას, რაც უზრუნველყოფს ძვირფასი თვისებების და პროდუქტის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებას და ხელს უშლის უსიამოვნო სუნს.
პროდუქტი გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით. სტანდარტულთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მაღალი კონცნტრაციით (65%) წარმოდგენილი ცხიმოვანი მჟავები დაგეხმარებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის, თვალისა და სხვა ორგანოების ჯანმრთელობაში.
კრილის ზეთი ბოლო წლების ნამდვილი სიახლეა გულის დასაცავად შექმნილ პროდუქტებს შორის. კრილის ზეთი აერთიანებს სამ ინოვაციურ ნივთიერებას: ომეგა − 3 ცხიმოვან მჟავებს ფოსფოლიპიდური კავშირების უნიკალურ ფორმაში, ფოსფოლიპიდებსა და ასტაქსანტინს.
Olimp – GOLD OMEGA 3® PLUS-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას
– აძლიერებს მხედველობას
– არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
– უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას
– არის სტანდარტულ ომეგა 3-ზე ორჯერ ძლიერი კონცენტრაციით
– შეიცავს ანტიოქსიდანტებს
– წარმოებულია ინოვაციური ტექნოლოგიის FlowCaps ™ Liquid Technology გამოყენებით
– არ აქვს დამახასიათებელი თევზის სუნი და გემო
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.