Olimp Nutrition – Anabolic Amino 5500 არის კაფსულების სახით წარმოდგენილი დიეტური საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს პეპტიდებისა და თავისუფალი ამინომჟავების კომბინაციას. ასევე დამატებული აქვს ტაურინი და ვიტამინი B6. პროდუქტი ძირითადად რეკომენდირებულია სპორტსმენებისათვის, რომლებიც დაკავებული არიან ძალისმიერი და მარათონული სპორტის სახეობებით, ბოდიბილდინგით და ისეთი სპორტული დისციპლინებით, რომლებიც საჭიროებენ დიდი რაოდენობით ენერგიასა და კუნთის სწრაფ აღდგენას.
პროდუქტი შექმნილია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და Olimp Laboratories ფარმაცევტული კომპანიის სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. შეიცავს თანამედროვე მიკრობიოლოგიური ტექნოლოგიის გამოყენებით შემოწმებული ინგრედიენტების ოპტიმალურ დოზებს.
Olimp Nutrition – Anabolic Amino 5500-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– პეპტიდებისა და დავისუფალი ამინომჟავების უმაღლესი კომბინაცია.
– 5 გრამზე მეტი მაღალი ხარისხის სუფთა ცილა თითოეულ სერვინგზე.
– უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის მშენებლობასა და შენარჩუნებას.
– არ შეიცავს ნახშირწყალს.
– ახდენს კუნთის აღდგენას და იცავს კატაბოლიზმისგან.
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია (6 კაფსულა) 2-3-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.