Dna Supps – mono არის პროდუქტი, რომელიც გვთავაზობს 95%-იან კრეატინ მონოჰიდრატს, კრეატინის ყველაზე სუფთა, მაღალ აბსორბირებად და ეფექტურ ფორმას.
კრეატინ მონოჰიდრატის მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია ძალისმიერი სპორტის სახეობით დაკავებული ადამიანებისათვის. მისი საშუალებით ერთი ორად გაიზრდება თვქენი ძალა და გამძლეობა.
კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. მიღებული კრეატინ მონოჰიდრატი, კუნთებში გარდაიქმნება მოლეკულად, სახელად ფოსფოკრეატინი, რომელიც წარმოადგენს ATP-ის რესინთეზის მთავარ წყაროს. ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას.
კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინის მონოჰიდრატი წყალს კუნთოვანი უჯრედის შიგნით აგროვებს, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. კვლევის თანახმად, უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა.
Dna Supps – mono-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– ზრდის წონას
– მატებს კუნთოვან მასას
– უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– ახდენს უჯრედის ჰიდრატაციას
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1/2 კოვზი- 3,7გ) 100 მლ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ. კრეატინის მოხმარების პერიოდში, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, 2,5-3 ლიტრი დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.