ChildLife Essentials – Pure DHA (Chewable Soft Gels) წარმოდგენილია ღეჭვადი აბების სახით, რომელიც არის საუკეთესო მკვებავი ნივთიერება ტვინის ჯანსაღი ზრდისა და სრულყოფილი განვითარებისათვის. იგი შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის.
პროდუქტი გვთავაზობს სრულყოფილ DHA ცხიმოვან მჟავას.
დოკოსაჰექსაენოკის მჟავა, იგივე DHA, არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი ტიპი.
ტვინის 60% შედგება ცხიმისაგან. აქედან, დაახლოებით 50% არის მხოლოდ ერთი ცხიმოვანი მჟავა – DHA. DHA ასევე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ნერვულ სისტემაში, ამიტომ შესაძლებელია მან ხელი შეუწყოს ჯანსაღი ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და განვითარებას.
პროდუქტში არსებული DHA მიღებულია ვირთევზას ღვიძლის ზეთისაგან და როგორც ბავშვის, ასევე მოზარდის ორგანიზმი მაქსიმალურად ითვისებს მას.
აბებს გააჩნიათ სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას დაღეჭოს ნატურალური კენკრის არომატიზებული აბი და მისთვის ეს პროცესი სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს.
პროდუქტის შექმნისას კომპანია იყენებს გამწმენდის საუკეთესო მეთოდებს, როგორიცაა მოლეკულური დისტილაცია. ამ მეთოდით შესაძლებელია ტოქსინების უსაფრთხოდ მოცილება და ამავდროულად ხარისხის შენარჩუნება.
ChildLife Essentials – Pure DHA-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს უმნიშვნელოვანეს ცხიმოვან მჟავას – DHA-ს
– უზრუნველყოფს ტვინის ჯანსაღ ზრდასა და სრულყოფილ განვითარებას
– უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– შეიცავს უმაღლესი ხარისხის ვირთევზას ღვიძლის ქონს
– პროდუქტი წარმოდგენილია კენკრის არომატის მქონე ღეჭვადი აბების სახით
მიღების წესი და დოზირება:
ჩვილებისთვის 6 თვიდან 1 წლამდე – 1-3 აბი დღეში (გახსნილი სახით)
ბავშვებისთვის 1-დან 3 წლამდე – 3-6 აბი დღეში
ბავშვებისთვის 4+ წლიდან – 6-9 აბი დღეში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.