კრეატინის და ალკოჰოლის ერთდროულად გამოყენება

მომხმარებელთა მაღალი ინტერესის გამო, ამ ბლოგში განვიხილავთ არის თუ არა დასაშვები კრეატინის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს პირდაპირი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ კრეატინის მიღებისას ალკოჰოლი უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. თუმცა, თუ ცალკეულად გადავხედავთ ალკოჰოლისა და კრეატინის ზემოქმედებას სხეულზე, დასკვნასაც მარტივად გამოვიტანთ.

კუნთის ზრდის პროცესი

როდესაც ვარჯიშობთ, კარგი გაგებით თქვენ აზიანებთ კუნთოვან ქსოვილებს. ამ დროს, კუნთი იტუმბება სტანდარტულზე მეტი სისხლით, რადგან დიდი ძალა ადგება კუნთოვან ბოჭკოებს.

კუნთის მასის რეალური ზრდა კი მაშინ მიმდინარეობს, როდესაც თქვენ ამთავრებთ ფიზიკურ აქტივობას. ამ პროცესს უფრო კონკრეტულად ცილის სინთეზი ეწოდება, რომლის დროსაც ორგანიზმში ახალი ქსოვილის წარმოება იწყება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვარჯიშის შემდგომ კარგი დასვენება.

როგორ მუშაობს კრეატინი

კრეატინი ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში, კერძოდ კი ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, რომელიც წარმოადგენს ATP-ის მთავარ წყაროს.

ATP-ში მიმდინარეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოება, რომელიც გამოიყენება სწრაფი, ფეთქებადი აქტივობებისთვის.

სხეულს გააჩნია ძალიან შეზღუდული ატფ-ის მარაგი, რომელიც საკმარისია რამდენიმე წამის ინტენსიური აქტივობისთვის. როგორც კი ATP დონე დაეცემა, კუნთი იღლება. ასეთ დროს კი კრეატინის დამატება საშუალებას იძლევა მეტი კრეატინი იყოს ხელმისაწვდომი ატფ-ის სინთეზისთვის.

 როდესაც ATP-ში კრეატინი ჩაიტვირთება კუნთებში ენერგია კვლავ მატულობს, რაც საშუალებას გაძლევთ კვლავაც განაგრძოთ ხარისხიანი ვარჯიში.

ალკოჰოლის გავლენა კუნთების მშენებლობაზე

 კუნთების შენების დროს, ალკოჰოლს აქვს ორი ძალიან უარყოფითი ეფექტი. პირველ რიგში, ალკოჰოლი აფერხებს ცილის სინთეზის პროცესს. როგორც პირველ აბზაცში აღვნიშნეთ ცილის სინთეზი არის კუნთებში ცილების წარმოება, ფაქტობრივად, კუნთების ზრდა, რომლის შეფერხების შემთხვევაში აზრი ეკარგება ვარჯიშს.

  ალკოჰოლი მოქმედებს ინსულინის და ზრდის ჰორმონის ანაბოლურ თვისებებზე. ინსულინიც და ზრდის ჰორმონიც აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ცილის სინთეზისთვის.

კრეატინი და ალკოჰოლი ერთმანეთის წინააღმდეგ

ერთი მხრივ, თქვენ გაქვთ კრეატინი, რომელიც ცნობილია, როგორც  ცილის სინთეზის მასტიმულირებელი საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, თქვენ გაქვთ ალკოჰოლი, რომელიც ამ ყველაფერს აფერხებს. ცხადია, მათი ერთდროულად მიღება მინიმუმ შეზღუდავს იმ სარგებელს,რომელიც კრეატინის მიღების შედეგად მიიღწევა.

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაშლა

კუნთების დაშლა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალიან ძლიერად ტვირთავთ მას და არ აწვდით თქვენს სხეულს იმ აუცილებელ რესურსს რომელიც საჭიროა მათ აღსადგენად. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლთან და კრეატინთან დაკავშირებით.

 როდესაც იყენებთ კრეატინის საკვებ დანამატებს, ლოგიკურია რომ თქვენ უფრო მეტად აძლევთ საშუალებას კუნთებს იმუშაონ, ძლიერი დატვირთვის დროს კუნთი უფრო მეტად იშლება.

ასეთ დროს, თუ თქვენ დალევთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, შეაფერხებთ აღდგენით პროცესებს. თუ სხეულს არ შეუძლია აღიდგინოს იმდენი კუნთი, რამდენიც მას სჭირდება, შეიძლება განიცადოთ ეგრეთწოდებული „აღდგენითი დროის ხელოვნური ზრდა“  ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კი კატაბოლიზმი (კუნთების დაშლა).

შეჯამებისთის

 როგორც ხედავთ, კრეატინი და ალკოჰოლი ნამდვილად არ ერწყმის ერთმანეთს. კრეატინის შესაძლო სარგებელი არ შეინიშნება ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. ასე რომ, თუ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ვარჯიშის შედეგად ტრანსფორმაცია განიცადოთ, კარგი იქნება თუ ალკოჰოლის გამოყენებას მინიმუმამდე დაიყვანთ.

 ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ვარჯიშის შემდეგ და ძილის წინ.

და თუ ასეთ დროს მაინც მიიღებთ ალკოჰოლს, აუცილებლად დალიეთ ბევრი წყალი.