D3 – მნიშვნელოვანი ვიტამინი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის

ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობა და სხეულის გამართული ფუნქციონირება უპირველესი პრიორიტეტია. ჯანმრთელობა ზოგადად კომპლექსური ცნებაა, რომლის შენარჩუნებასაც ასევე კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამ მიდგომებს შორის, უმნიშვნელოვანისია ადამიანის კვებითი ჩვევები და ცხოვრების სტილი. ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით ყურადსაღებია  ორი ეტაპი, ადრეული და მოხუცებული ასაკი.

ბავშვის ადრეული წლები და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მომავალ ცხოვრების ხარისხს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია დიდი ყუდარღება მივაქციოთ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესს. ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ყველა საჭირო და აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი სწორედ ვიტამინებისა და მინერალების მიწოდებაა.

ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის D ვიტამინი და რატომ არის იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

D ვიტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი და მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინების კლასს. იგი უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფატის ეფექტურ შეწოვას და მონაწილეობს მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. ვიტამინი D3 (ასევე ცნობილი როგორც ქოლეკალციფეროლი) და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) ძირითადად სინთეზირდება კანის ქვედა ფენებში ეპიდერმისის ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დამოკიდებულია მზის ზემოქმედებაზე (კონკრეტულად UVB გამოსხივებაზე). D ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია საკვებიდანაც (ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი), თუმცა არცთუ ისე ბევრი სახეობის საკვები შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი იღებს საკმარის D ვიტამინს მხოლოდ რძის დალევით, თქვენ ალბათ ცდებით. 2014 წლის ოქტომბერში, პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ (AAP) წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, ძვალ-სახსროვანი სისტემის გაძლიერებისათვის, 12 თვემდე ჩვილებს სჭირდებათ 400 საერთაშორისო ერთეული (IU) დღეში, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში - 600 IU დღეში.

უძველესი სიბრძნის მიხედვით, თუ ბავშვი სვამს რძეს და თამაშობს გარეთ, ის იღებს საკმარის D ვიტამინს. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში, ცხოვრების წესის შეცვლისა და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების გამო, მოსახლეობის უმეტესობას აღენიშნება D ვიტამინის უკმარისობის ნიშნები. ვინაიდან ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და შენარჩუნებას, რაც ძვლის საშენი მასალაა, D ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი და ძვლის სხვადასხვა პათოლოგია. მისი უკმარისობა ასევე ზრდის ძვლის მოტეხილობის რისკს ბავშვებში, თინეიჯერებსა და მოზრდილებში.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება D ვიტამინის მოთხოვნილება. ვინაიდან ეს არის პერიოდი, როდესაც იკლებს მზის ნათების ინტენსივობა და ბავშვები მცირე დროს ატარებენ ღია ცის ქვეშ. ასეთ დროს, სასურველია ბავშვებს მივცეთ D ვიტამინის ის რეკომენდირებული დოზა, რაც აუცილებელია მათი სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზაფხულის პერიოდში, მზეზე დიდი დროის გატარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება არ აღენიშნებოდეს D ვიტამინის ნაკლებობა. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება მზისგან დამცავი კრემები, რომლებმაც შესაძლოა D ვიტამინის გამომუშავება 99%-ითაც კი შეამციროს.

D ვიტამინი და კალციუმი. ხშირად პროდუქტებში კომპლექსურად გვხვდება D ვიტამინი და კალციუმი. ბავშვობისა და თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობის მიწოდება. კალციუმი საჭიროა ჩვენი გულის, კუნთების და ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სისხლის შედედებისათვის. არაადეკვატური კალციუმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებას. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ კალციუმის დაბალი დონე მთელი ცხოვრების განმავლობაში უკავშირდება ძვლის მასის დაბალ და მოტეხილობის მაღალ მაჩვენებლებს. სხეულს სჭირდება ვიტამინი D კალციუმის ათვისებისთვის. საკმარისი D ვიტამინის გარეშე არ შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმარისი რაოდენობით ჰორმონი კალციტრიოლი (ცნობილია როგორც "აქტიური D ვიტამინი"). რაც თავის მხრივ იწვევს კალციუმის არასაკმარის შეწოვას.

D ვიტამინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძლიერი, ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის და შენარჩუნებისთვის. იგი ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას, აძლიერებს ინფექციებისგან თავდაცვას და ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ფილტვებისა და გულის ჯანმრთელობა. თუმცა მაინც D ვიტამინის ყველაზე დიდი დამსახურება ძვლების გამაგრება და რაქიტის პროფილაქტიკაა. კვლევებმა აჩვენა, რომ სანამ თქვენი ბავშვი იღებს საკმარის D ვიტამინს, იგი დაცულია სხვადასხვა დაავადებებისა და ვირუსებისგან.

D ვიტამინი და covid-19. როგორც უკვე ავღნიშნეთ, D ვიტამინს შეუძლია დაგვეხმაროს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კორონა ვირუსის წინააღმდეგაც. ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაში და გამართულ ფუნქციონირებაში. მისი დეფიციტი ასტიმულირებს პროცესს, რომელსაც „ციტოკინების ქარიშხალს“ უწოდებენ. ეს პროცესი გულისხმობს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების უკონტროლო გამოყოფას. ციტოკინების ეს არარეგულირებული და გადაჭარბებული გამოყოფა იწვევს ქსოვილების მწვავე დაზიანებას და აძლიერებს დაავადების პროგრესირებას და სიმძიმეს. ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი დონე უზრუნველყოფს მარეგულირებელი უჯრედების გამოყოფას, რომლებიც ერთის მხრივ ებრძვიან ვირუსის უჯრედებს და ახდენენ მათ ნეიტრალიზებას. მეორეს მხრივ, ეს მარეგულირებელი უჯრედები აჩერებენ პროცესს, რომელსაც „ციტოკინების ქარიშხალი“ ეწოდება. ერთ-ერთი კვლევისას 50 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მისცეს D ვიტამინი და შედეგად მხოლოდ 1 ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა. სხვა კვლევის მიხედვით, სადაც შერჩეული 26 კოვიდინფიცირებულიდან, არცერთს მისცეს აღნიშნული ვიტამინი, 13 ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა.

ბაზარზე ბავშვებსა და მოზარდებზე გათვლილი არაერთი D ვიტამინის შემცველი პროდუქტი გვხვდება. არსებობს როგორ ტაბლეტების, ასევე თხევადი კაფსულების, წვეთებისა და ჩაღეჭვადი აბების სახით. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი რომელსაც ბავშვს მისცემთ იყოს ნატურალური, სწრაფად შეწოვადი და ეფექტური. ინგლისური ბრენდი - Ultravit Gummies არის ერთ-ერთი საუკეთსო ვიტამინების მწარმებელი, რომელიც ვიტამინ D3-ს გვთავაზობს საღეჭი აბების სახით.  ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია პექტინი. იგი ზრუნავს თითოეული საღეჭი აბის სტრუქტურაზე. პექტინი შერჩეულია, რადგან ეს არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქისა და სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. ამიტომ, ჟელიბონი შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. იგი გვთავაზობს ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა უკეთესი მონელება, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ჯანსაღი დონე და ა.შ. ამას გარდა, იგი თითოეულ პორციაზე შეიცავს ზუსტად გათვლილ და მეცნიერულად დამუშავებულ დოზირებას -  15 მკგ (600 IU).

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ D ვიტამინი ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია. იგი უზრუნველყოფს რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი, ძლიერი და წარმატებული ადამიანი.