CLA – ცხიმოვანი მჟავა ეფექტური ცხიმის წვისთვის

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო იზრდება ადამიანების რაოდენობა ფიტნეს დარბაზებში, სტადიონებსა თუ სკვერებში. ეს სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან ბევრი ადამიანი ცდილობს „ზღვის სეზონს“, მოხდენილ ტანსაცმელსა და ახალ თავგადასავლებს მომზადებული და ფორაში მყოფი შეხვდეს. წონის კლებასა და ფორმების გამოკვეთას თავდაუზოგავი შრომა, ვარჯიში და ჯანსაღი კვების რეჟიმი სჭირდება. თუმცა ეს პროცესი საკმაოდ დროში გაწელილი და არაპროგნოზირებადია. ხოლო იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც კარს მოადგათ შვებულება და ჯერ კიდევ არ არიან სასურველ ფორმაში, ერთი ჯადოსნური დანამატი - ცხიმისმწველი არსებობს.

ბაზარზე არაერთი ცხიმისმწველი გვხვდება. შესაძლოა ეს იყოს მარტივი და ნატურალური, ან კომპლექსური, სტიმულანტებით მდიდარი პროდუქტი. ამ ბლოგში მოგიყვებით CLA-ს, ერთ-ერთი ცხიმისმწველი ნივთიერების შესახებ.

კონიუგირებული ლინოლის მჟავა, იგივე CLA, არის ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ხორცი, რძის პროდუქტები და მცენარეული ზეთები. იგი არის ბალახისმჭამელი ცხოველის საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების შედეგად მიღებული პროდუქტი, ამიტომაც ყველაზე ხშირად ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება. არსებობს CLA– ს 28 სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მათი მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით განსხვავდება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის c9, t11 (cis-9, trans-11) და t10, c12 (trans-10, cis-12). C9, t11-ს ყველაზე მეტად შეიცავს საკვები, ხოლო t10, c12 ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება CLA დანამატებში და დაკავშირებულია წონის კლებასთან.

CLA არსებითად პოლიუჯერი, ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტექნიკურად ტრანსცხიმია, მაგრამ ბუნებრივი ცხიმის ტიპი, რომელიც გვხვდება ბევრ ჯანსაღ საკვებში. სამრეწველო ტრანს ცხიმებისგან განსხვავებით, იგი არ არის მავნე ორგანიზმისთვის და პირიქით, სასარგებლოც კია.

CLA-ს უპირატესობები:

აძლიერებს ცხიმის წვას. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც CLA ხელს უწყობს სხეულში ცხიმის შემცირებას. პირველ რიგში, იგი გავლენას ახდენს გარკვეულ რეცეპტორებზე, რომლებიც ცნობილია როგორც PPAR- გამა რეცეპტორები. ამ რეცეპტორებზე მოქმედებით, CLA აფერხებს როგორც ცხიმის დასაწყობების, ასევე ცხიმოვანი უჯრედების წარმოების პროცესს. გარდა ამისა, იგი ასევე გვეხმარება ენერგიის ხარჯვის გაზრდაში, რაც საშუალებას გაძლევთ დაწვათ მეტი კალორია როგორც ვარჯიშის, ასევე დასვენების დროს.

სწორი კვებისა და აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს CLA-ს მიღებით, თქვენ უზრუნვეყოფთ მთლიანი კონცნტრაციის უშუალოდ ცხიმის წვაზე გადატანას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.

ტიპი 2 დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედება. ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ CLA– ს უფრო მაღალი დონე ორგანიზმში უკავშირდება ტიპის 2 დიაბეტის შემცირებულ რისკს. როგორც ჩანს, CLA-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ინსულინის მგრძნობელობის გაზრდას და სისხლში შაქრის დონის შემცირებას. თუმცა მხოლოდ CLA-ს მიღება ხელს ვერ შეუშლის დიაბეტის განვითარებას. აუცილებელია იგი ჯანმრთელ, დაბალგლიკემიურ დიეტასთან იყოს კომბინირებული, რათა აღმოჩნდეს სასარგებლო ინსტრუმენტი ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სისხლში შაქრის კონტროლის ხელშესაწყობად.

ძვლის გაძლიერება. მიუხედავდა იმისა, რომ ვარჯიშის დროს მთელი ყურადღება კუნთს ებყრობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობა. CLA აძლიერებს ჩვენს ძვლებს, ვინაიდან იგი ზრდის სხეულის უნარს აითვისოს დიდი რაოდენობით კალციუმი და ამცირებს კონკრეტული უჯრედის ტიპების - ოსტეოკლასტების, აქტივობას, რომლებიც ძვლის სტრუქტურას ანადგურებენ.

აუმჯობესებს  გულის ჯანმრთელობას. ზოგიერთმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ CLA-ს შეუძლია თავიდან აიცილოს ათეროსკლეროზი, არტერიებზე ცხიმოვანი ნადების დაგროვება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სერიოზულ პირობებთან, როგორიცაა: გულის დაავადებები, გულის შეტევა და ინსულტი. მეცნიერების ვარაუდით, CLA– ს გავლენა გულის ჯანმრთელობაზე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს ღვიძლის ფუნქცია. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვანი ნადების დაგროვების თავიდან აცილებას, რადგან ღვიძლს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ცხიმის მეტაბოლიზებაში.

CLA საკვებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, CLA აქტიურად გვხვდება ბუნებრივ საკვებში. განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული ცხიმები, ბალახის მჭამელი ცხოველების ხორცი და რძის პროდუქტები.

CLA-თი ყველაზე მდიდარი საკვების სია ასე გამოიყურება (გაანგარიშებულია CLA-ს შემცველობა პროდუქტის თითოეულ გრამ ცხიმზე):

კარაქი - 0,6 მგ

ცხვრის ხორცი - 5,6 მგ

ყველი მოცარელა - 4,9 მგ

იოგურტი - 4,8 მგ

არაჟანი - 4,6 მგ

ხაჭო - 4,5 მგ

საქონლის ხორცი - 4,3 მგ

ყველი ჩედარი - 3,6 მგ

თუმცა, ამ საკვებ პროდუქტებში არსებული CLA-ს შემცველობა განსხვავდება ცხოველის საკვებისა და მოპოვების სეზონის მიხედვით. მაგალითად, 13 კომერციული მეურნეობიდან შეგროვებული რძის ნიმუშებს ჰქონდათ CLA- ს ყველაზე დაბალი რაოდენობა მარტში, ხოლო ყველაზე მაღალი - აგვისტოში. ანალოგიურად, ბალახით გამოკვებილი ძროხა უფრო მეტ CLA- ს აწარმოებს, ვიდრე მარცვლეულით გამოკვებილი.

დოზირება. გამოკვლევების უმეტესობამ აჩვენა, რომ მინიმუმ 3 გრამი (3,000 მგ) CLA დღეში საჭიროა ცხიმის შემცირებისა და სხვა სარგებელის სანახავად. ზოგი ადამიანი იღებს დღეში 6,000 მგ-ს, მაგრამ ამ რაოდენობის მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება კვლევებით დადგენილი არ არის.

გვერდითი ეფექტები. დოზირების დაცვისა და საჭიროებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, CLA სრულიად უსაფრთხო ნივთიერებაა. თუმცაღა, მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს C– რეაქტიული ცილის დონის ზრდა და ორგანიზმში ანთებითი პროცესების წარმოქმნა. ერთი მხრივ, ანთება მნიშვნელოვანია პოტენციურად მავნე პათოგენების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეორეს მხრივ, ქრონიკული ანთება დაკავშირებულია რამდენიმე დაავადებასთან, მათ შორის სიმსუქნესთან, სიმსივნესთან და გულის დაავადებებთან.

როგორ შევარჩიოთ CLA. ბაზარზე გვხვდება როგორც სუფთა CLA-ს შემცველი პროდუქტები, ასევე მისი სხვადასხვა ბუნებრივ ცხიმისმწველთან კომბინაცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტური ცხიმის წვის პროცესისთვის, დღეში საშუალოდ 3000 მილიგრამი CLA არის საჭირო. შესაბამისად შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც რაც შეიძლება მაღალ დოზირებას გთავაზობთ. მაგალითად ამერიკული, უმაღლესი ხარისხის Nutrex – CLA თითოეულ თხევად კაფსულაზე 1000 მგ CLA-ს გვთავაზობს.

დანამატებში შემავალი CLA მიღებულია მცენარეული წყაროებიდან, ძირითადად ეს არის ყვავილოვანი კომბოსტოს ზეთი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კაფსულის შემდგენლობა და მისი სიჯანსაღე. მაგალითად Applied Nutrition – CLA GOLD 1000-ს კაფსულა დამზადებულია ბოსტნეულის ჟელატინისგან, რაც მას უფრო ადვილად მონელებად და გადამუშავებად პროდუქტად ხდის.

ხშირად, მეტი ეფექტურობისთვის ცხიმისმწველ პროდუქტებში გვხვდება CLA-სა და L-კარნიტინის კომბინაცია. ბუნებრივ, სტიმულანტებისგან თავისუფალ ცხიმისმწველებში, ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი კომპლექსი არის - Applied Nutrition - Cla l-carnitine&green tea. ეს პროდუქტი აერთიანებს CLA-ს მაღალ დოზირებას, L-კარნიტინის ეფექტურ, ტარტრატ ფორმასა და თერმოგენული თვისებების მქონე მწვანე ჩაის ექსტრაქტს.

როგორც ხედავთ, CLA ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნივთიერებაა, როგორც წონის კლების, ასევე ზოგადი ჯანმრთელობის მოსამატებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ ზუსტი დოზირება და მაღალი ხარისხის პროდუქტი, რათა იგი იყოს ნამდვილად ეფექტური და შედეგიანი.