9 საუკეთესო გზა წონაში სწრაფად დასაკლებად

თუ გსურთ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლა ან სასურველი ფორმის მიღწევა,დიეტის და ვარჯიშის გარდა კიდევ მრავალ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს წონის კორექტირებასა და ცხიმის წვაზე.შემოგთავაზებთ 9 საუკეთესო გზას, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმებისაგან თავის დასაღწევად.

  • დაიცავით ცილოვანი დიეტა
    მრავალჯერადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მაღალი ხარისხის ცილის მიღება ამცირებს მუცლის ცხიმის დაგროვების რისკს,ასევე ცილის მაღალი შემცველობის დიეტა დაგეხმარებათ კუნთების მასისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში წონის კლების დროს.შეეცადეთ ყოველდღიურად შეიტანოთ მაღალი ცილოვანი საკვების
    გარკვეული რაოდენობა თქვენს დიეტაში, რათა ხელი შეუწყოთ ცხიმების
    წვას.საკვებთან შეთავსებით სასურველია ორგანიზმს მიაწოდოთ დამუშავებული და დაბალკალორიული ცილა კოქტეილის სახით.
  • მოწესრიგებული ძილი
    კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს შიმშილის ჰორმონების ცვლილებებს, მადის მომატებას და სიმსუქნის მაღალ რისკს.მიუხედავად იმისა, რომ ყველას სჭირდება ძილისათვის განკუთვნილი სხვადასხვა დრო, კვლევების უმრავლესობამ დაადგინა, რომ მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობა ყველაზე მეტად სასარგებლოა,როგორც წონის ასევე ჯანმრთელობის მხრივ.
  • დაამატეთ ძმარი თქვენს დიეტაში
    ძმარი კარგად არის ცნობილი ჯანმრთელობის გამაძლიერებელი თვისებებით.დღეში 1-2 სუფრის კოვზი ძმარი (15-30მლ) დაგეხმარებათ ზედმეტი მუცლის ცხიმისგან განთავისუფლებაში.
  • მიიღეთ უფრო ჯანსაღი ცხიმი
    მაგალითისთვის ჩვეულებრივი საკვების ზეთი ჩაანაცვლეთ ჯანსაღი ცხიმით,როგორიცაა სელის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტული საკვებ დანამატების მაღაზიათა ქსელებში.ჩამოთვლილი პროდუქტები ცხიმის ჯანსაღი ტიპის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი ცხიმიც კალორიულია და უნდა მიიღოთ განსაზღვრული რაოდენობით.
  • მიირთვით ჯანსაღი სასმელები
    შაქრისგან გაჯერებული სასმელები უნდა შევცვალოთ ჯანსაღი სასმელით.კვლევებმა დაადგინა, რომ როგორც შაქრით დამტკბარი სასმელების, ასევე ალკოჰოლის მოხმარება უკავშირდება მუცლის ცხიმის უფრო მეტ რისკს ამის ნაცვლად,მიიღეთ ისეთი სასმელები როგორიცაა წყალი, მწვანე ჩაი ან ვიტამინიზირებული სასმელები.
  • მეტი დრო დაუთმეთ კარდიოს
    ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და განისაზღვრება როგორც ნებისმიერი სახის ვარჯიში, რომელიც სპეციალურად ავარჯიშებს გულსა და ფილტვებს. კარდიო ვარჯიშის ყველაზე ეფექტური ფორმებია: სირბილი, ცურვა,ველოსიპედით მანძილის დაფარვა და სხვა ვარჯიშები, რომლის დროსაცპულსი და ტემპერატურა ორგანიზმში მკვეთრად იმატებს.თქვენს რუტინაში კარდიოს დამატება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ცხიმების წვის გასაუმჯობესებლად.16 გამოკვლევის შედეგად დადგინდა,რომ რაც უფრო მეტი დრო დაუთმეს აერობულ ვარჯიშს ადამიანებმა,მით უფრო მეტი მუცლის ცხიმისგან გათავისუფლდნენ. სასურველია ყოველკვირეულად 150–300 წუთიან ზომიერ და ენერგიულ ვარჯიშს,ან დაახლოებით 20–40 წუთს კარდიო ყოველ დღე.
  • მიირთვით ყავა
    კოფეინი პირველადი ინგრედიენტია ცხიმების წვისთვის,ყავის შემცველობაში არსებული კოფეინი ზრდის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაშლას.სასურველია მიირთვათ უშაქროდ.
  • გაზარდეთ რკინის რაოდენობა ორგანიზმში
    რკინა არის მნიშვნელოვანი მინერალი, რომელსაც ორგანიზმში მრავალი სასიცოცხლო ფუნქცია აქვს. რკინის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.თქვენს კისერზე ამ მცირე ჯირკვალს ფარავს ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ თქვენს მეტაბოლიზმს. რკინის დეფიციტის მკურნალობა თქვენს მეტაბოლიზმს უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას
    აძლევს,ამცირებს  დაღლილობას და ზრდის აქტივობის დონეს.რკინა შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან: ხორცი, ფრინველი,ზღვის პროდუქტები, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ლობიო ან დაამატოთ საკვებ დანამატის სახით.
  • განსაზღვრული ამინომჟავების რაოდენობა
    ცხიმის წვის პროცესის გასაუმჯობესებლად აქტიურად იყენებენ სპორტულ საკვებ დანამატებს, რომელიც სპორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიპოტროპული პრეპარატები.ლიპოტროპიკები ნივთიერებათა ცვლის აჩქარებით ეხმარება ცხიმის სწრაფად დაშლას ორგანიზმში მისი გადატვირთვის და
    სტრესის გარეშე.მათ შემადგენლობაში შედის ლიპოის მჟავა,ვიტამინი В6, ლ-კარნიტინი,მეთიონინი (ამინომჟავა) სხვადასხვა ბალახის ექსტრაქტები,კოფეინი. ლ-კარნიტინი ყველაზე გავრცელებული და უსაფრთხო ფორმაა.ადამიანის უჯრედებში არის განსაკუთრებული სუბსტანცია მიტოქონდრიები,რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას ცხიმიდან,ცხიმის მჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრისას ის გარდაიქმნება ATF-დან,რომელიც არის უჯრედის ენერგიის წყარო.ლ-კარნიტინი ეხმარება ცხიმის მჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრას.თუ ლ-კარნიტინის რაოდენობა მცირეა ორგანიზმში,ცხიმის მჟავები გროვდება უჯრედებში და მთელ ორგანიზმში,რაც შეიძლება გახდეს სიმსუქნის მიზეზი.ლ-კარნიტინი აძლიერებს ცხიმის ქსოვილის დაწვას,ის ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს,რაც აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას.ლ-კარნიტინის დღიური ნორმა 1500-3000მგ-ია