თერმოგენული ცხიმისმწველი – ის, რაც გჭირდებათ წონის კლებისთვი

ზაფხულისა და ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება წონის კლება და სხეულის ფორმების გამოკვეთა. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ ძნელი და შრომატევადია. ცხიმის წვისა და სხეულის ფორმების დახვეწა კომპლექსური საკითხია, რომელიც მოითხოვს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოწესრიგებულ კვების რეჟიმს, ფიზიკურ აქტივობას, სრულფასოვან ძილს და სხვა. მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად, ამ ყველაფერთან ერთად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თერმოგენული ცხიმისმწველი დანამატები. ამ ბლოგში აგიხსნით რა არის თერმოგენული ცხიმისმწველი და როგორ შევარჩიოთ ეფექტური თერმოგენიკი.

თერმოგენეზი არის პროცესი, რომლის დროსაც სხეული გამოიმუშავებს სითბოს, ან ენერგიას, მეტაბოლიზმის ნორმაზე მეტად გაზრდით. მეტაბოლური სიხშირის ეს ზრდა მოიხსენიება როგორც თერმოგენული ეფექტი, თერმოგენული რეაქცია ან სპეციფიკური დინამიური მოქმედება (SDA). თერმოგენეზი შეიძლება გააქტიურდეს რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის საკვები დანამატებით, კვებით, ვარჯიშით და თერმული ზემოქმედებით.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს სხეულს შეუძლია მხოლოდ გაუძლოს ტემპერატურის მყისიერ ზრდას 10 გრადუსით დაბლა, ან 5 გრადუსით მაღლა. ზოგადად სხეულის ტემპერატურის რეგულირება ჰიპოთალამუსს - თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სისტემას ევალება. როდესაც თქვენი სხეული ძალიან ცივია, ჰიპოთალამუსი იწვევს კუნთების შეკუმშვის გაძლიერებას და კანკალს. ეს კი ასწრაფებს თქვენს მეტაბოლიზმს ხუთჯერ და ზრდის ორგანიზმის ტემპერატურას. მეორეს მხრივ, თუ ძალიან გახურდებით, აერობული / ანაერობული ვარჯიშის გამო, თქვენი ჰიპოთალამუსი დაიწყებს ოფლის გამოყოფას. ეს კი გამოიწვევს თქვენი სხეულის ტემპერატურის შემცირებას.

საკვები დანამატებიდან თერმოგენეზის პროცესს ორი სახის ცხიმის მწველები ააქტიურებენ: თერმოგენული და ლიპოტროპული ინგრედიენტები. თერმოგენული ინგრედიენტები, როგორებიცაა: კოფეინი, ეფედრა, სალიცინი და სხვა, აძლიერებს თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რის შედეგადაც თქვენი სხეული უფრო სწრაფად წვავს კალორიებს და თრგუნავს მადას. მეორე კლასი, ლიპოტროპული ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს ცხიმის მობილიზებაში და უზრუნველყოფს დასაწყობებული ცხიმის დაწვას. ასეთი ნივთიერებებია: ქრომი, ქოლინი, ინოზიტოლი, კარნიტინი და ჰიდროქსი ლიმონმჟავა (HCA).

განვიხილოთ თერმოგენული ნივთიერებები და გავარკვიოთ მათი მოქმედების პრინციპი.

კოფეინი. კოფეინი არის ნატურალური მასტიმულირებელი საშუალება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მცენარეებში, მათ შორის ყავაში, ჩაიში, კაკაოში და სხვა. იგი ახდენს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, გეხმარებათ სიფხიზლის შენარჩუნებაში და დაღლილობის შემცირებაში.

კოფეინს გააჩნია თერმოგენული ეფექტი, აჩქარებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კუნთების ქმედითუნარიანობას და ზრდის ენერგიის ხარჯვას.

ეფედრა. ეფედრა არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიიღება მცენარისგან Ephedra sinica. იგი გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეფედრას ალკალოიდები დიდი ხნის განავლობაში გამოიყენებოდა ცხიმისმწველ დანამატებში. თუმცა მას შემდეგ, რაც მას აღმოაჩნდა სახიფათო გვერდითი მოვლენები, 2004 წლიდან აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აკრძალა ეფედრინის ალკალოიდების შემცველი დანამატების გაყიდვა.

ეფედრას ექსტრაქტები, რომლებიც არ შეიცავს ეფედრინს, არ არის აკრძალული FDA- ს მიერ და კვლავ იყიდება კანონიერად.

ეფედრა ასტიმულირებს ტვინს, ზრდის გულისცემას, ავიწროვებს სისხლძარღვებს (არტერიული წნევის მომატება) და აფართოებს ბრონქულ მილებს (ამარტივებს სუნთქვას). მისი თერმოგენული თვისებები იწვევს მეტაბოლიზმის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას.

სანამ ეფედრას შემცველი ცხიმისმწველი დანამატის მოხმარებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ არ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა, ან ნერვული პათოლოგია. ეფედრას გვერდით ჩვენება მოიცავს: კანის ალერგიულ რეაქციებს, გაღიზიანებადობას, ნერვიულობას, თავბრუსხვევას, კანკალს, თავის ტკივილს, უძილობას, უაღრესად ოფლიანობას, გაუწყლოებას, თავის კანის ქავილს, ღებინებას და ჰიპერთერმიას.

სინეფრინი. ძირითადად სინეფრინი მიიღება ფორთოხლის ქერქისაგან. იგი, როგორც აქტიური ნივთიერება მსგავსია ეფედრასი და თითქმის იგივე მოქმედების პრინციპი გააჩნია. ეფედრას მსგავსად, სინეფრინმა შეიძლება დააჩქაროს თქვენი გულისცემა და გაზარდოს წნევა.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, სინეფრინისა და კოფეინის კომბინაციას შეუძლია ხელი შეუწყოს წონის კლებას, დაბალკალორიული დიეტისა და ვარჯიშის პირობებში. სინეფრინის მოქმედების პრინციპი ასევე არის ადრენორეცეპტორების გააქტიურება, რაც იწვევს მეტაბოლურ სიხშირეს, ლიპოლიზის გააქტიურებას და ზოგეირთ შემთხვევაში მადის შემცირებას.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისევე როგორც ეფედრას შემთხვევაში, სინეფრინსაც გააჩნია გვერდითი მოვლენების ფართო სპექტრი და მის მიღებამდე უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან.

ტირიფის თეთრი ქერქი (White willow bark). ტირიფის რამდენიმე ჯიშის ქერქი, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება როგორც ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. მედცინაში ტირიფის ქერქისგან დამზადებულ აქტიურ ინგრედიენტს სალიცინი ეწოდება.

ზოგი ადამიანი ტირიფის ქერქს ასპირინის ალტერნატივად იყენებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული თავის ტკივილი ან ზურგის ტკივილი აქვს. ტირიფის ქერქი ასევე აქტიურად გამოიყენება ცხიმის მწველ პროდუქტებში. მისი დღიური ნორმა 120-240 მილიგრამის ფარგლებშია. ასპირინისგან განსხვავებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, თეთრი ტირიფის ქერქი უსაფრთხოა.

ცხიმის მწველ დანამატებში იგი ძირითადად გამოიყენება ეფედრასა და კოლას კაკალთან კომბინაციაში. დანამატებში ტირიფის ქერქის ძირითადი მოვალეობა არის მთავარი თერმოგენული ინგრედიენტების მოქმედების გაძლიერება და დროში განგრძობადობა. თუმცა, ცალკეულად ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს ცხიმების დაჟანგვასაც და მეტაბოლიზმის ასწრაფებასაც.

იოჰიმბის (Yohimbe) ექსტარქტი. იოჰიმბი არის მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც მიიღება მარადმწვანე ხის ქერქისგან, რომელსაც Pausinystalia johimbe ჰქვია. იგი საუკუნეების განმავლობაში, აქტიურად გამოიყენება დასავლეთ აფრიკის ტრადიციულ მედიცინაში. არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს მისი აქტიურად გამოყენება საკვები დანამატების ინდუსტრიაში, როგორც ჭარბი წონისა და ერექციული დისფუნქციის პრობლემის გადასაჭრელი დანამატების ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი.

ამ ინგრედიენტმა შეიძლება დაბლოკოს ცხიმოვან უჯრედებში მდებარე ალფა -2 ადრენორეცეპტორები და ხელი შეუწყოს ცხიმის წვის პროცესს. სხვა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ იოჰიმბი ზრდის არასტერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც ცხიმის დაშლის შედეგია. მას ასევე გააჩნია მადის დათრგუნვის, დაღლილობის შემცირების და წყლის გამოდევნის თვისებები.

გუარანას ექსტრაქტი. გუარანა არის ბრაზილიაში გავრცელებული მცოცავი მცენარე. გუარანის ექსტრაქტს ამზადებენ თესლის ფხვნილად გადამუშავების გზით. იგი შეიცავს სტიმულატორების შთამბეჭდავ სპექტრს, როგორიცაა: კოფეინი, თეოფილინი და თეობრომი. გუარანა ასევე გამოირჩევა ანტიოქსიდანტების ძლიერი შემადგენლობით, როგორიცაა ტანინები, საპონინები და კატექინები.

გუარანას ექსტრაქტი არის ინგრედიენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება თერმოგენული ცხიმის მწველ დანამატებში. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გუარანა არის კოფეინის მდიდარი წყარო, რაც ასწრაფებს ჩვენს მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს მეტი კალორიის გახარჯვას.

გუარანას ექსტრაქტის მოხმარების დროს, ყურადღება გაამახვილეთ, რომ იგი არის ბუნებრივი კოფეინის წყარო და მისი მოხმარების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ გადააჭარბოთ კოფეინის დღიურ ნორმას.

მას შემდეგ რაც გაგაცანით, თუ რა არის თერმოგენეზის პროცესი, რომელი ძირითადი ინგრედიენტები შედის თერმოგენულ ცხიმისმწველებში და როგორია მათი მუშაობის პრინციპი, დროა გაგაცნოთ ის საუკეთსო თერმოგენული ცხიმისმწვლი პროდუქტები, რომლებიც ეფექტურად დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.

Universal Nutrition – Animal Cuts. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექსური თერმოგენული ცხიმისმწველი, რომელიც ოდესმე ყოფილა საკვები დანამატების ბაზარზე. Animal-ის ხაზის ეს პროდუქტი მოიცავს 8 ცხიმისმწველ კომპლექსს: თერმოგენული კომპლექსი, მეტაბოლური კომპლექსი, ფარისებრი ჯირკვლის კომპლექსი, შარდმდენი კომპლექსი, ნოოტროპული კომპლექსი, კორტიზოლის დამბლოკავი კომპლექსი, მადის შესამცირებელი კომპლექსი და სწრაფი ბიოშეღწევადობის კომპლექსი. ამგვარად იგი წონის კლების პროცესს უზრუნველყოფს როგორც მეტაბოლიზმის ასწრაფებითა და თერმოგენეზის გააქტიურებით, ასევე მადის შემცირებითა და ჰორმონალური დონის მოწესრიგებით.

Nutrex – Lipo 6 Black Nighttime Ultra Concentrate. რას იტყვით ღამით, ძილის დროს, ცხიმის წვაზე? არა, ეს ფანტასტიკა არ არის. უმაღლესი ხარისხის ამერიკული ბრენდი - Nutrex, ახლა უკვე გვთავაზობს მარავალჯერ აღიარებული, ერთ-ერთი საუკეთსო ცხიმისმწველის - Lipo 6-ის ახალ ფორმულას. ეს არის რევოლუციური ფორმულით შექმნილი ცხიმისმწველი კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია ღამით, უშუალოდ ძილის დროს ცხიმის დასაწვავად.

მისი მთავარი უპირატესობა არის ძილის მოწესრიგება და მეტაბოლიზმის აჩქარება, რათა ძილის დროსაც გააქტიურდეს კალორიების წვის პროცესი. გარდა ამისა, ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს კორტიზოლის დონის დაწევას. კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი, რომელიც ხელს უშლის წონის კლებას. პროდუქტი არ შეიცავს კოფეინს და მისი მიღება შეუძლია სტიმულანტებისადმი მგრძნობიარე ადამიანებსაც

Cloma Pharma – Methyldrene. ეს არის უძლიერესი თერმოგენული ცხიმისმწველი, რომელიც შეიცავს ისეთ ეფექტურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ეფედრა, სინეფრინი, კოფეინი, იოჰიმბის ექსტრაქტი, თეთრი ტირიფის ქერქი და სხვა.

ECA (ეფედრინი, კოფეინი, ასპირინი) არის ინგრედიენტების ლეგენდარული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხიმის მაქსიმალური წვისათვის. ეს არის ძლიერი თერმოგენული კომპლექსი, რომელიც შედგება ეფედრინის, კოფეინის და აცეტილსალიცილის მჟავისგან. ECA- ს ეფექტურობა წონის კლებისათვი უდავოა და დასტურდება დიდი რაოდენობით კლინიკური კვლევებით, აგრეთვე მომხმარებლებისა და სპორტსმენების მრავალწლიანი გამოცდილებით.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ისეთ ძლიერ ინგრედიენტებს, როგორიცაა ეფედრა და სინეფრინი, განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება მიდგომა. მათ გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არ გაწუხებთ რაიმე გულ-სისხლძარღვთა, ან ნერვული პათოლოგია და სხვა ქრონიკული დაავადება.

Muscletech – Hydroxycut. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ცხიმისმწველი დანამატი. იგი შეიცავს როგორც თერმოგენულ, ასევე ლიპოტროპულ ინგრედიენტებს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი არის  L-კარნიტინ L-ტარტრატი. იგი უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედის მიტოქონდრიებამდე, სადაც ხდება მათი ენერგიის წყაროდ გამოყენება. L-ტარტრატი არის კარნიტინის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც გააჩნია სწრაფი შეწოვის თვისება და აქტიურად გამოიყენება ცხიმისმწველ დანამატებში.

გარდა ამისა, იგი შეიცავს  რობუსტას ყავის ექსტრაქტს ( canephora robust), რომელიც მიღებულია პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლისაგან. იგი მიიღება მარცვლის მოხალვამდე და აღენიშნება ქლოროგენური მჟავის მაღალი დონე. სხვა ინგრედიენტებიდან აღსანიშნავია იოჰიმბის ექსტრაქტი, თეობრომინი, კოფეინი და კოლეუსის ექსტრაქტი.

საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ წონის კლებასა და ცხიმის წვის პროცესს მხოლოდ ცხიმისმწველი ვერ უზრუნველყოფს. შეუძლებელია მოწესრიგებული კვების რაციონისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე ზედმეტი წონის მოშორება და სხეულის ფორმების გამოკვეთა. თუმცა თუ თქვენ დააბალანსებთ კვებას, მოიწესრიგებთ ძილს და დაუთმობთ დროს ფიზიკურ აქტივობას, თერმოგენული ცხიმისმწველები კიდევ უფრო მიგაახლოვებთ სასურველი მიზნის მიღწევასთან.