ჯანსაღი, გამაგრილებელი სასმელები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

ზაფხული დასვენებას, გართობასა და ახალ თავგადასავალთან ერთად, სიცხესთან, მუდმივ დაღლილობასთან, ოფლიანობასა და უგუნებობასთანაც ასოცირდება. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჰიდრატაცია და ჯანსაღი სითხის ბალანსის შენარჩუნება. სიცხისა და ჭარბი ოფლიანობის გამო ჩვენი სხეული უფრო მეტ სითხეს კარგავს. ამ სითხეს კი მიყვება მნიშვნელოვანი მინერალები - ელექტროლიტები. ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ელექტროლიტების ბალანსის აღსადგენად, ძალისა და ენერგიის მოსამატებლად აუცილებელია ზაფხულის ცხელ დღეებში დიდი რაოდენობით სითხის მიღება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა. თუმცა, სამელი რაციონის გასამრავალფეროვნებლად ამ ბლოგში გთავაზობთ რამდენიმე უგემრიელეს, ჯანსაღი, გამაგრილებელი სასმელის რეცეპტს, რომლებიც შეიცავენ ელექტროლიტებს, ამინომჟავებსა და სხვა საჭირო ნივთიერებებს.

ქოქოსის წყალი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქოქოსის წყალი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. გარდა იმისა, რომ ქოქოსს დელიკატური სიტკბო და სასიამოვნო გემო აქვს, იგი მცირე რაოდენობით შეიცავს შაქარს და მდიდარია ისეთი ელექტროლიტებით, როგორებიცაა: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი.

სტანდარტულად, 1 ჭიქა ქოქოსის წყალი (240 მლ) შეიცავს 46 კალორიას, 9 გრამ ნახშირწყალს, 3 გრამ საკვებ ბოჭკოს და 2 გრამ ცილას.

გარდა იმისა, რომ ქოქოსის წყალი უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  • გულის ჯანმრთელობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქოქოსი მდიარია კალიუმითა და მაგნიუმით. ეს ორი მინერალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის გამართული ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის დროს, ქოქოსის წყლის მოხმარების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობა.
  • ანტიოქსიდანტი. ქოქოსის წყალს შესაძლოა ჰქონდეს ძლიერი გავლენა თავისუფალი რადიკალების შესამცირებლად. ერთ-ერთმა ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს უჯრედების ჟანგვითი სტრესი და ცხიმის რაოდენობა ღვიძლში.

ქოქოსის წყლის მიღება შეგიძლიათ პირდაპირ ცოცხალი ქოქოსიდან. საშუალოდ 1 მოზრდილი ქოქოსი 0,5-1 ჭიქა წყალს იძლევა. გარდა ამისა,  ბაზარზე გვხვდება ბოთლებში დაფასოებული ჩამოწურული ქოქოსის წყალიც. ასეთი პროდუქტის შეძენისას, გაითვალისწინეთ, რომ იგი უნდა შეინახოთ მაცივარში და მოიხმაროთ გახსნიდან 2-3 დღეში. ამასთან, დარწმუნდით, რომ 100% ქოქოსის წყალს შეიცავს და არ აქვს დამატებული შაქარი და არომატიზატორები.

ეს ტროპიკული სითხე შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზებში, ჩიას თესლის პუდინგში, ლიმონათებში ან ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი წყალი.

საზამთროს წვენი. საზამთრო, ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საზაფხულო ხილია, რომლის 92% წყლისგან შედგება. გარდა იმისა, რომ იგი ძალიან გემრიელია, ასევე სასარგებლოცაა. საზამთრო საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ელექტროლიტებს, როგორებიცაა: კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და ფოსფორი. გარდა ამისა, იგი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით და ამინომჟავა L-ციტრულინით.

ერთი ჭიქა საზამთრო შეიცავს 12 გრამ ნახშირწყალს, 10 გრამ შაქარს, 1 გრამ ცილას და სულ რაღაც 46 კალორიას.

ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნოა როგორც საზამთროს პირდაპირ მირთმევა, ასევე მისი სხვადასხვა სმუზებში და წვენებში დამატება. გთავაზობთ ერთ-ერთი წვენის რეცეპტს, სადაც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს გემოს BCAA-ც.

3 ჭიქა საზამთრო, ცოტა პიტნა, 1 ჭიქა წყალი (ან ქოქოსის წყალი), ჩაწურული ნახევარი ლაიმი და 1 კოვზი Applied Nutrition – Bcaa Amino Hydrate საზამთროს გემოთი დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ჭიქაში. ამგვარად თქვენ მიიღებთ არაჩვეულებრივი გემოს გამაგრილებელ სასმელს, რომელიც ექსტრემალურად მდიდარი იქნება ელექტროლიტებით 3 ძირითადი წყაროდან: სამზამთრო, ქოქოსის წყალი და Bcaa Amino Hydrate.

კიტრის წვენი. კიტრი არის ბოსტნეული, რომლსაც თავისი წყლის შემადგენლობით ბოსტნეულის საზამთრო შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი შემადგენლობის 96%-ს წყალი წარმოადგენს. 300 გრამ კიტრში გვხვდება 0 გრამი ცხიმი, 11 გრამი ნახშირწყალი, 2 გრამი საკვები ბოჭკო, 2 გრამი ცილა და სულ რაღაც 45 კალორია. გარდა ამისა, კიტრი მდიდარია ელექტროლიტებით (მაგნიუმი, კალიუმი, მანგანეცი) და ვიტამინებით- K და C.

კიტრი იდეალური პორდუქტია წონის კლების მსურველი ადამიანებისთვის. მისი დაბალკალორიული შემადგენლობა და წყლის რაოდენობა შესანიშნავ დიეტურ საკვებად ხდის მას. გარდა ამისა, კიტრი უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, სისხლში შაქრის დონის დაწევას და ჟანგვითი სტრესის შემცირებას.  

ზაფხულის სიცხეში ერთნაირი სიამოვნებით შეგიძლიათ მიირთვათ კიტრი და დალიოთ კიტრის წვენი. გთავაზობთ უგემრიელეს კიტრის წვენის რეცეპტს:

გაფრცქვენით კიტრი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ბლენდერში და დაამატეთ 1 საშუალო ზომის დაჭრილი ჯინჯერი. დაამატეთ 1 ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ. დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ 1 ცალი ლაიმის გაწურული წვენი. სითხე საწურით კარგად გაწურეთ და სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი. ვინაიდან ჯინჯერიც და ლაიმიც საკმაოდ მწარე გემოთი ხასიათდება, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც თაფლი, ასევე ჯანსაღი, დაბალკალორიული სიროფი. ამგვარად, თქვენ მიიღებთ სრულიად ჯანსაღ, ორიგინალური გემოს მქონე გამაგრილებელ სასმელს.

 გრეიპფრუტის ცხიმისმწველი ლიმონათი. გრეიპფრუტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შემადგენლობის და ძვირფასი ციტრუსია. იგი გამოირჩევა კალორიების დაბალი და მიკრო ნუტრიენტების მაღალი შემადგენლობით. ერთი საშუალო ზომის გრეიპფრუტი შეიცავს სულ რაღაც 52 კალორიას, 13 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ცილას და ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს: C და A ვიტამინები, კალიუმი, ფოლატი, მაგნიუმი და სხვა.

გრეიფრუტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ცხიმის მწველი პროდუქტი. იგი მდიდარია საკვები ბოჭკოს შემცველობით, რაც ხელს უწყობს სისავსის შეგრძნებას და განაპირობებს მადის კონტროლს. გარდა ამისა, იგი მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს და მისი დიდი ნაწილი წყლისგან შედგება (88%).

გრეიპფრუტის სხვა დადებითი თვისებიდან გამოსარჩევია ჟანგვითი სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, გავლენა თირკმლისა და გულის ჯანმრთელობაზე და ანტიდიაბეტური მოქმედება.

გთავაზობთ გრეიპფრუტის მარტივ და ძალიან სასარგებლო რეცეპტს:

შეურიეთ ერთმანეთს (არ დააშეიკოთ და არ დააბლენდეროთ) 1 ქილა გაზიანი სასმელი (გირჩევთ გამოიყენოთ Ironmaxx – Bcaa + energy Zero ტროპიკული ხილის გემოთი),  1 გრეიპფრუტის წვენი, ნახევარი ლაიმის წვენი და 1 ქილა “soda Water” ( გირჩევთ გამოიყენოთ „Schweppes”). კარგად მოურიეთ და დაამატეთ ყინულის კუბები. ამგვარად თქვენ მიიღებთ პიკანტური გემოს გამაგრილებელ სასმელს, რომელსაც ექნება ცხიმის მწველი მოქმედება და რომელსაც დამატებული ექნება ამინომჟავები აღდგენისთვის.

ვინაიდან ზაფხულს ვერ გავექცევით, ჯობს მას მომზადებული და ფორმაში მყოფი შევხვდეთ. მზე, ზღვა და გართობა ძალიან კარგია, თუმცა ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არანაკლებ საჭიროა. გემრიელი და ჯანსაღი სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთს და სრულიად შესაძლებელია ზაფხულის ცხელ დღეებში ერთდროულად გემრიელი და ჯანსაღი სასმელი მიირთვათ.

კომენტარის დატოვება

შესული ხართ, როგორც giorgib giorgib. გსურთ გამოსვლა?