რატომ უნდა მივიღოთ წყალი რეგულარულად?

რატომ უნდა მიიღოთ წყალი ?

წყალი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებთ სხვა სასმელით. ის ეხმარება ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში. როდესაც არ იღებთ საკმარისი რაოდენობით წყალს თქვენი ათლეტური მონაცემები შემცირებულია და ეს მდგომარეობა ხელს შეგიშლით ვარჯიშის დროს სასურველი შედეგის მიღწევაში.

რამდენი წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში?

მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადგენილია წყლის მიღების რაოდენობა დღის განმავლობაში ქალებისთვის დაახლოებით 11ჭიქა, კაცებისთვის 16. ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების სტილის, სხეულის ზომის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ნორმალურ პირობებში, წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი სითხის მიღება.

წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. წყლის მიღება შეგიძლიათ ხილიდან, ბოსტნეულიდან და წვნიანი კერძებიდან.

უნდა დავლიოთ თუ არა წყალი ვარჯიშის დროს ?

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი წყლის ბალანსის შენარჩუნება მათთვის, ვინც სპორტითაა დაკავებული.

  • ვარჯიშის დაწყებამდე 2-4საათით ადრე, აუცილებელია 470-600მლ წყლის მიღება. ვარჯიშამდე 15 წთ-20ით ადრე 230-350მლ წყალი მიიღეთ.
  • ვარჯიშის დროს მიიღეთ 15-20-წთ-ში 100-200მლ წყალი.
  • ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ 480-700მლ წყალი.

წყლის მიღების რაოდენობა დამოკიდებულია ფიზიკურ დატვირთვაზე. ვარჯიშის შემდეგ სითხე უნდა მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია. როდესაც ხართ ჰიდრირებული ეს გეხმარებათ ივარჯიშოთ დიდხანს და ეფექტურად, ასევე ახერხებთ მაქსიმალურად ცხიმის წვას. მაგრამ წყალი უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში, არამხოლოდ სპორტ დარბაზში.

დაგეხმარებათ თუ არა წყალი წონის დასაკლებად?

ზედმეტი რაოდენობით წყლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს კალორიების წვის პროცესი და დაგეხმაროთ წონის კლების პროცესში. მაგალითად დღის განმავლობაში თუ მიიღებთ 8ჭიქა ცივ წყალს ან მეტს, დაწვავთ დაახლოებით 100კლ კალორიას. ერთ-ერთი ბენეფიტი წყლის საშუალებით წონის დასაკლებად არის იყოთ მუდმივად ჰიდრირებული, რაც ასევე დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ სრულყოფილად. ხშირად შეიძლება შეგაწუხოთ შიმშილმა, თუმცა შეიძლება განიცდიდეთ დეჰიდრატაციას. ჭამამდე დალიეთ ცოტა წყალი და შემდეგ ნახავთ რომ 1 ჭიქა წყლის მიღება ჭამის წინ დაგეხმარებათ საკვების რაოდენობის მიღების შემცირებაში.

რატომ არის წყალი სასარგებლო ორგანიზმისთვის?

  • წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსი;
  • ქმნის თქვენი სისხლის, ტვინის, კუნთების და ძვლების მნიშვნელოვან კომპონენტს;
  • გადააქვს გლუკოზა და ჟანგბადი მთელს სხეულში;
  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
  • საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება დაგეხმარებათ საჭმლის მონელების პროცესში;
  • თირკმელებს ეხმარება სწორ ფუნქციონირებაში;
  • წვავს კალორიებს;
  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს;
  • იცავს ორგანიზმს გამოფიტვისგან;