ინფორმაცია საკვებ დანამატების შესახებ

ყველაფერი პროტეინის შესახებ

პროტეინი იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომლებიც ამინომჟავების ჯაჭვისგან შეგდება, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის და გეხმარებათ კუნთოვანი ქსოვილის ზრდა განვითარებაში.

Bpi Sports Whey HD

ცილები შედგება უფრო მცირე მოლეკულებისგან, რომელსაც ამინომჟავები ეწოდება, შემდეგ ამ ამინომჟავებისგან სინთეზირდება კუნთოვანი ქსოვილები.ზოგიერთი ამინომჟავა წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში, ნაწილი კი უნდა მიიღოთ საკვებ დანამატის სახით.

კუნთი ძირითადად ცილისგან შენდება, სხვადსხვა დიეტის და ვარჯიშის დროს, ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს, ამიტომ აუცილებელია მიიღოთ პროტეინის ის რაოდენობა, რამდენიც ჭირდება თქვენს ორგანიზმს.

პროტეინი დაშლისგან იცავს კუნთებს ძლიერი დატვირთვის დროს და ხელს უწყობს მათ ზრდას.



შეგიძლიათ ცილა მიიღოთ საკვებიდან, მაგალითად: თევზი, კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები და სხვა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არ არის საკმარისი რაოდენობა ,ამიტომ იღებენ დამატებით პროტეინს საკვებ დანამატის სახით.

ცილის(პროტეინის) თვისებები:

  • აშენებს და ინარჩუნებს კუნთს;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის აღდგენის უნარს;
  • არეგულირებს მადას;
  • მატებს ძალას და გამძლეობას;
  • ორგანიზმის ზრდა განვითარებას უწყობს ხელს;

რომელი პროტეინი უნდა მივიღოთ ?

არსებობს სხვადასხვა სახის ცილები:

მცენარეული ცილა– რომელიც მზადდება სოიოსგან,ბრინჯისგან, ლობიოსგან და სხვა ცილით მდიდარი მცენარეებისგან. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სოიოს პროტეინი, რომელიც დიდი რაოდენობით ამინომჟავას აწვდის ორგანიზმს. სოიოს ცილა ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.

კვერცხის ცილა-აქვს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება, ათვისების ხანგრძლივობა 4-6 საათია, რაც საშუალო მაჩვენებელია.

ხორცის ცილა– რომელიც გამოირჩევა სპეციფიური გემოთი და სუნით. ხორცის ცილოვანი დანამატი იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც სურს დაბალცხიმიანი და დაბალშაქრიანი შემცველობის პროდუქტი, ხელს უწყობს კუნთების მასის ზრდას.

კომპლექსური პროტეინი– რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე სახის ცილა, უზრუნველყოფს ორგანიზმის ინტენსიურ  მომარაგებას ცილით.

შრატის ცილა-მზადდება ჩვეულებრივი რძის შრატისგან  აქვს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება  და ორგანიზმი ითვისებს ძალიან სწრაფად. განკუთვნილია კუნთის მასის ზრდითვის. შრატის ცილა შეიცავს შემდეგ ამინომჟავებს: ვალინი, ლეიცინი და იზოლეიცინი.

კაზეინი-მზადდება რძისგან, მთელი დღის განმავლობაში ამარაგებს ორგანიზმს ამინომჟავებით, ამის შედეგად კაზეინი თავისი მოქმედებით თრგუნავს კატაბოლიზმს და იცავს კუნთებს დაშლისგან. ის არის ნელა ათვისებადი და მისი მიღება შეიძლება ძილის წინ.

ათვისების სისწრაფის მიხედვით:

კონცენტრატი– 80%ცილაა, იზოლატი85%-90%, ჰიდროლიზატი-90%.

მიღების წესი და დოზირება:

ყველა პროტეინს აქვს განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნები გაქვთ და რა რაოდენობა გჭირდებათ ინდივიდუალურად.

პროტეინი შეიძლება გამოიყენოთ დღეში 1-3 მიღება სხვადასხვა მიზნებისთვის, სტანდარტულად მიიღეთ 20-25 გრამი ცილის შემცვლობით.

  • 18 წლამდე მიიღეთ 0.6-0.8 გრ 1კგ-ზე;
  • 19-40 წლამდე მიიღეთ 0.8-1.1გრ 1კგ-ზე;
  • 41-65 წლამდე მიიღეთ 1.1-1.3გრ 1კგ-ზე;
  • 65 წლიდან 1.3-1.5გრ 1კგ-ზე;

საუკეთესო მიღების პერიოდებია:

დილით უზმოზე, ვარჯიშის შემდეგ და საკვების მიღების შუალედში.

კომენტარის დატოვება