წონის დასაკლებად

როგორ შევინარჩუნოთ წონა ?

შებრუნებული დიეტა

რა ხდება დიეტის დროს ? მოკლე პასუხი: მეტაბოლიზმი ნელდება, წონა მცირდება, შიმშილის გრძნობა იზრდება. გრძელი პასუხი: მრავალი ფსიქოლოგიური და ჰორმონალური ცვლილება ხდება წონასთან ბრძოლის პროცესში.

ამის მიზეზი არის ის, რომ შენი სხეული თავს კომფორტულად გრძნობს არსებული წონის პირობებში, როდესაც შენ ცდილობ გამოხვიდე ამ დიაპაზონიდან, სხეული იწყებს ბრძოლას, რომ დაუბრუნდეს ძველი კომფორტის ზონას. საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ არასასურველი წონა შებრუნებულ დიეტაშია.

რა არის შებრუნებული დიეტა ?

დიეტის შემდეგ ყველაზე რთული არის წონის შენარჩუნება. არ შეიძლება ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად იცავდეს დიეტას. საჭიროა მიღწეული პროგრესის შენარჩუნება. შებრუნებულ დიეტას ხშირად ეძახიან “დიეტას დიეტის შემდეგ”. შებრუნებული დიეტა გულისხმობს კვების რაციონის თანდათანობით გაზრდას რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, მატებს ენერგიას, ამცირებს მადას და გეხმარება წონის კლებაში. მთავარია შემდეგი ორი პირობა გაითვალისწინოთ.

პირობა 1 : გაზარდე კალორიები

მიუხედავას იმისა, რომელი დიეტით ცდილობ წონის დაკლებას, პირველ რიგში უნდა გაზარდო კალორიები, როგორც წარმოდგენილია ცხრილში.

                კვირა კალორიების ზრდა
კვირა 1 10-12 %
კვირა 2 5-10%
კვირა 3-8 5-10% ყოველ 1-3 კვირაში
კვირა 9-12 2-5% ყოველ 1-3 კვირაში

როდესაც შენ მიიღებ საბოლოო შედეგს და გაიმარჯვებ ამ შეჯიბრებაში, შეგიძლია გახვიდე გარეთ და მიირთვა შეუზღუდავად. არ იფიქრო პორციებზე და ჭამო შენთვის სასურველი საკვები. თუმცა შემდეგ დღეს, დაუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს. გაზარდე კალორიულობა დღეში 10-12%-ით. მაგალითად, თუ თქვენი დიეტის პირობაა 1500 კალორია დღეში, გაზარდე ის 1650-1800 კალორიამდე კვირის განმავლობაში. პირველი კვირის შემდეგ, როდესაც მიაღწევს განსაზღვრულ კალორიულობას, გააგრძელეთ კალორიების გაზრდა 5-10%-მდე 1-3კვირის მანძილზე მე-8 კვირამდე.

მე-9 კვირას უკვე დროა შეაფასოთ თქვენი პროგრესი და გადახვიდეთ ახალ ეტაპზე. ბოლოს როდესაც შენ იღებ საკმარისი რაოდენობის კალორიებს დიეტის ბოლომდე მისი გაზრდა უნდა მოხდეს მხოლოდ 2-5% მდე მე-12 კვირამდე.

პირობა 2 : როდის რა დავამატოთ ?

ახლა როდესაც იცი რა პერიოდულობით, რამდენი კალორია უნდა მიიღო, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე თუ როდის რა დავამატოთ ჩვენი კვების რაციონს.

უცხიმო დიეტა : თუ აირჩიე უცხიმო დიეტა, თავდაპირველად შესაძლებელია მიიღო ცხიმისგან თავისუფალი პროდუქტ. ამის შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტესტესტერონის შემცირებას, შესუსტდეს სექსუალური დრაივი, დაირღვეს მენტსტრუაციული ციკლი და სხვა. შემდგომ დიეტის განმავლობაში ცხიმის დამატებით მოხდება ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.

უნახშირწყლო დიეტა:

თუ იცავ უნახშირწყლო დიეტას, ამ შემთხვევაში კალორიების ზრდა უნდა მოხდეს 50-50-ზე ნახშირწყლებისა და ცხიმის ზრდის საშუალებით. ნახშირწყლები უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით.

ნებისმიერი მიდგომის შემთხვევაში, არ არის უჩვეულო თუ ნახშირწყლების დამატების შედეგად დაინახავ დიდ ცვლილებას სასწორზე დადგომისას. ამის მიზეზი არის ის, რომ ნახშირწყლები უჯრედს აწვდის წყალს, მეტი წყალი კი გულისხმობს მეტ წონას. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ხალხი უშვებს წონის კლებისას არის ის, რომ ყოველდღე უყურებენ სასწორს დაიკლეს თუ არა. სამწუხაროდ, როდესაც ვერ ხედავ დაუყონებლივ შედეგს, იზრდება იმედგაცრუება. წონის კლება არის ნელი პროცესი და ეს უნდა გახსოვდეს. აიწონე კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ და არა ყოველდღე. უმჯობესია აიწონო დილით, უზმოზე, ამ დროს შენ გაიგებ უფრო ზუსტ წონას.

წონის კლების განმავლობაში შენ გექნება სურვილი თავი დაანებო დიეტას, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს რატომ დაიწყე. შენ იცოდი, რომ ეს იქნებოდა რთული, თუმცა შენ გადაწყვიტე, რომ მიგეღწია დასახული მიზნისთვის. სცადე წარმოიდგინო ფინიშის ხაზი და ის თუ როგორი ბედნიერი იქნები, როდესაც მიაღწევ სასურველ შედეგს. რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი. ცხოვრებაში მარტივად არაფერი მიიღწევა, ყველაფერი მოითხოვს მძიმე შრომას და მსხვერპლის გაღებას, ასე რომ თუ გინდა მიაღწიო რამეს გააკეთე ამისთვის ყველაფერი.

კომენტარის დატოვება