წონის დასაკლებად

როგორ დავწვათ ცხიმი სწრაფად და ეფექტურად

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა ?

ზედმეტი წონის მოშორება ყველას სურს და ამას აკეთებს სხვადასხვა გზით. უმრავლესობა ადგენს თავისით კვების არასწორ რაციონს, იცავენ სხვისგან გაგონილ დიეტას ან უბრალოდ შიმშილობენ. ეს არის არასწორი გზა.

ყველა ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური, ამიტომ აუცილებელია კომპეტენტური პირის მიერ იყოს შედგენილი კვების რაციონი, გამოკვლევების საფუძველზე. წონის კლება აქტიური პრობლემაა, სწორ კვებასთან და ვარჯიშთან ერთად, შეგიძლიათ მიიღოთ ცხიმისმწველი საკვებ დანამატის სახით, რომელიც დაგეხმარებათ წონის კლების პრობლემის მოგვარებაში, სწრაფად და ეფექტურად.

რჩევები წონის კორექციისთვის და ცხიმის წვისთვის: 1. ვარჯიში და სიარული

წონის კლებისთვის ეფექტურია კარდიო ვარჯიშები, მაგალითად ველოტრენაჟორი, რომელზეც შეგიძლიათ მაქსიმალური დატვირთვით ივარჯიშოთ 10წთ-ის განმავლობაში, დაისვენეთ 2-3წთ ინტერვალებით. ველოტრენაჟორზე ვარჯიში, კვირაში 3-4 ჯერ, 30-40წთ-ის განმავლობაში შეგიძლიათ. ყოველთვის ეცადეთ დილით ადრე გაიღვიძოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან ირბინოთ.

2. სწორი კვება

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას სწორ კვებასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ დასახული მიზნების განხორციელებაში.

  • საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი: ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, წყლით, მინერალებით, ვიტამინებით და ა.შ.
  • სწორი კვება გულისხმობს დღეში 3-4 სთ-იანი ინტერვალებით კვებას.
  • საკვების მიღების რაციონი უნდა გადაანაწილოთ დღის განმავლობაში, იკვებეთ 4 ჯერ დღეში.
  • მოერიდეთ ტკბილეულს და ცომეულს.
  • უარი თქვით თეთრ პურზე.
  • მიირთვით მწვანე ჩაი.
  • უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი.
  • სვით დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრი წყალი.
  • მიიღეთ მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშლი თევზი, ხორცი, მოერიდეთ და ამოიღეთ შემწვარი საკვები.
  • მიირთვით შავი პური.
  • მოერიდეთ დიდი რაოდენობით მარილს და შაქარს.

3. კვების დრო უნდა გაგრძელდეს დაახოებით 20-25წთ.

4. სიის შედგენა – თუ ერთიანად ვერ ახერხებთ სწორი კვების დაწყებას და გიჭირთ დათმოთ საყვარელი საკვები, გაზიანი სასმელი თუ Fast Food, გირჩევთ შეადგინოთ დღის გეგმა და ნელ-ნელა ამოიღოთ არაჯანსაღი საკვები თქვენი სიიდან.

5. მიირთვით უშაქრო ყავა ან ჩაი.

6. მოერიდეთ ღამით კვებას.

საღამოს შეგიძლიათ მიიღოთ: ცილოვანი პროდუქტი, თევზი, კეფირი… ასევე მიირთვით ბოსტნეული და ხილი.

საღამოს არ უნდა მიიღოთ ნახშირწყლები.

7. როგორ იწვება ცხიმი ძილის დროს ?

ღამის საათებში დაახლოებით 11-4სთ-მდე გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, ღრმა ძილის დროს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცხიმის წვაში, სუნთქვა და გულის ცემა მიდის ცხიმის წვის ხარჯზე, ეს ჰორმონი აუმჯობესებს ჩვენს მეტაბოლიზმს, მისი საშუალებით ხდება ორგანიზმის გაახალგაზრდავება. დაახლოებით 200-300გრ ცხიმს იკლებს ორგანიზმი ღამის განმავლობაში.

8. მოწესრიგებული ძილი

ცხიმის წვას ხელს უწყობს ჰორმონი სომატოტროპინი(სომატოტროპინი წარმოადგენს ლიპოლიტურ ჰორმონს, სწორედ იმ ჰორმონს, რომელიც ცხიმის უჯრედს აძლევს სიგნალს დაშლისაკენ.), რომელიც ძილის დროს გამოიყოფა. მნიშვნელოვანია ადრე დაძინება და სრულყოფილი ძილი. უნდა დაიძინოთ დაახლოებით 10-11 სთ-ზე. იმისათვის რომ წონაში დაიკლოთ და შეასრულოთ თქვენი გეგმა, უნდა მოაწესრიგოთ ღამით ძილი.

9. გაზარდეთ წყლის რაოდენობა

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება არის აუცილებელი.

10. მიიღეთ მცირე ულუფებით საკვები დღის განმავლობაში.

ზედმეტი კილოგრამების მოასაშორებლად მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა საკვების მიღება სასარგებლოა. გარკვეული დროის შემდეგ ეს წესი ჩვევაში გადადის, რის შედეგადაც შეგიმცირდებათ შიმშილის გრძნობა, ეს პროცესი კი დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის გააქტიურებაში.

11. აქტიური ვარჯიში

ჯანსაღი კვების რეჟიმი დაგემხარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, მაგრამ ლამაზი სხეულისთვის აუცილებელია სპორტ-დარბაზში სიარული და ვარჯიში. ვარჯიშთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სახის საკვებ დანამატები, რომლებიც ეფექტურ გავლენას მოახდენს თქვენი სხეულის მასის გამკვრივებაზე.

კომენტარის დატოვება