ზოგადი ჯანმრთელობა

რისთვის არის საჭირო ცხიმოვანი მჟავები და რატომ ომეგა 3?

ომეგა 3 არის ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი,რომლის დეფიციტიც ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ბიოქიუმიურ და ბიოლოგიურ დარღვევებს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები გავლენას ახდენენ სისხლის ბიოლოგიურ თვისებებზე, სისხლი იწყებს სისხლძარღვებში უკეთესად მიმოქცევას.მისი სიბლანტის შემცირების შედეგად მცირდება არტერიული წნევა,მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,ტრომბების წარმოქმნის,ინსულტებისა და ინფარქტების რისკი.ტვინის ნივთიერებების 60% ცხიმებისაგან შედგება მისი ძირითადი ნაწილი ცხიმოვანი ომეგა 3 მჟავებია და მას აუცილებლად ესაჭიროება ეს ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისთვის.


ომეგა 3 6 9 უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა საჭირო ცხიმოვანი მჟავებით,
რომელიც შეიცავს EPA, DHA, GLA და Oleic Acid (ოლეინის მჟავა) ასევე დამატებული აქვს E ვიტამინი, რათა თავიდან ავიცილოთ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა.

თევზის ქონი იცავს ვენებს და არტერიებს ათეროსკლეროზისგან. კლინიკურ გამოკვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომეგა 3 ხელს უწყობს ორგანიზმს შეინარჩუნოს ფუნქციონირების უნარი ყველაზე დიდი დატვირთვის დროს. თევზის ქონის მიღების დროს თქვენ ამდიდრებთ ორგანიზმს საუკეთესო ხარისხის ცხიმით, რაც ბუნებაში მოიპოვება.
მიიღეთ 1-2 აბი დღის განმავლობაში ჭამის დროს.

ომეგა 3 – ის თვისებები

  • 100% სუფთა და ჯანმრთელი პროდუქტი
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • აუმჯობესებს და იცავს დაზიანებისგან ტვინის ფუნქციონირებას
  • აუმჯობესებს მხედველობას
  • აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • ფართოდ იყენებენ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
  • არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
  • ამაღლებს შრომისუნარიანობას

კომენტარის დატოვება