ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. აუცილებლად უნდა მიიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი გაჯერებული ვიტამინებით.
D ვიტამინი წარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს. როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება.

D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, ნაერთების ოჯახი რომელიც შეიცავს D1, D2, D3 ვიტამინებს მთავარი დანიშნულებაა კალციუმის და ფოსფორის შთანთქმის დარეგულირება. კვლევებზე დაყრნობით ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციებს.

ბუნებრივი გზით, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან: ზეთოვანი თევზი: კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი ან თევზის კონსერვი. სოკო, რძე ან რძის პროდუქტები, ფორთოხლის წვენი, კვერცხი, სოიო. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.
რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ ?
ამ ვიტამინის ნაკლბეობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, მეცნიერები საუბრობენ D ვიტამინის კავშირზე ძვლების და კუნთების დაავადებებთან,გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გაფანტულ სკლეროზთან და ა.შ.
დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს D ვიტამინის ნაკლებობა, ამერიკული კვლევების საფუძველზე, მოსახლეობის 10%-ს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, რომელსაც ეწოდება სეზონური აფექტური აშლილობა(SAD), თან ახლავს წონის მატება, უძილობა, დაღლილობა, ძირითადად ვლინდება ზამთრის თვეებში.
როგორ უნდა მიხვდეთ გაქვთ თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?
ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგალითად თუ გაქვთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, ჭარბი ოფლიანობა, შეიძლება ეს ყველაფერი კავშირში იყოს D ვიტამინის და სხვა ვიტამინების ნაკლებობასთან.
D ვიტამინის თვისებები:
- გამოიყენება რაქიტის სამკურნალოდ;
- დატვირთული ვარჯიშის დღეებში უნდა მიიღოთ დამატებით D ვიტამინი, რომ დაიცვათ კუნთი დაზიანებისგან.
- გაციების დროს შეგიძლიათ მიიღოთ A და C ვიტამინთან ერთად;
- კარგია ძვლების გამაგრებისთვის;
- ეს არის ვიტამინი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივებისგან;
- აუმჯობესებს იმუნიტეტს;
D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ დანამატის სახით, მაგალითად ვიტამინ D3 ან მულტივიტამინები, ასევე ექიმთან კონსულტაციით და გამოკვლევების შედეგად დაადგინეთ დღიური ნორმა. რეკომენდებულია დღეში 600 საერთაშორისო ერთეული (IU) D ვიტამინის მიღება, თუმცა მისაღები ნორმა ინდივიდუალურია და იცვლება იმის მიხედვით, რამდენია თქვენს სხეულში ვიტამინის ოდენობა.