ინფორმაცია საკვებ დანამატების შესახებ

რატომ არის გლუტამინი მნიშვნელოვანი ამინომჟავა?

რა არის გლუტამინი ?


გლუტამინი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამინომჟავას და კუნთოვანი ქსოვილის ყველა ამინომჟავის 60%-ს შეადგენს. რეგულარული ინტენსიური ვარჯიში, დიეტა და სტრესი ამცირებს კუნთში ბუნებრივი გლუტამინის მარაგს, რაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილების რღვევას. ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა დაჩქარებული ტემპით მნიშვნელოვანია კუნთის სწორად ჩამოყალიბებისთვის.

ამინომჟავები, რომლებიც მონაწილეობენ ცილის მშენებლობის ყველა პროცესში: ალანინი, პროლინი, არგინინი, ფენილალანინი, გლიცინი,  ჰისტიდინი, გლუტამინი, კარნიტინი, იზოლეიცინი და სხვა მნიშვნელოვანი ამინომჟავები.

გლუტამინს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. ვარჯიშის და ორგანიზმის დატვირთვის დროს გლუტამინის რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს კუნთის კატაბოლურ რეაქციებს, ანუ მის დაშლას. აღსადგენად ეს ამინომჟავა უნდა მიიღოთ საკვებ დანამატის სახით.

რატომ არის მნიშვნელოვანი გლუტამინი?

იცავს კუნთს დაზიანებისგან, ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს და ეხმარება კუნთს სწრაფად აღდგენის პროცესში.

  • ვარჯიშის შემდეგ უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას
  • იცავს კუნთს დაზიანებისგან
  • ინტენსიური დატვირთვების დროს იცავს ორგანიზმს ტრამვისგან
  • ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდა განვითარებას
  • აუმჯობესებს ცილის სინთეზს
  • მონაწილეობს ცხიმის წვის პროცესში
  • გლუტამინი ეხმარება ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში
  • იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის

მიღების წესი :  რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ.

პირველი მიღება ვარჯიშის შემდეგ, მეორე კი ძილის წინ. ერთჯერადი მიღების დოზა 3-5გრ-ია.

კომენტარის დატოვება