ზოგადი ჯანმრთელობა

რა გავლენას ახდენს უძილობა ორგანიზმზე?

რატომ არის ძილი მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ?

ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სასურველია ყურადღება მიაქციოთ ძილის ხარისხს, თუ 8სთ-ის განმავლობაში გიწევთ საწოლში წოლა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სრულად 8სთ-ის განმავლობაში გძინავთ.

უძილობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც ქალებს უფრო მეტად ახასიათებთ ვიდრე მამაკაცებს.აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება რა იწვევს უძილობას და აღმოაჩინოთ რა არის უძილობის მიზეზი ?

თუ ინსომნია დაემთხვა დეპრესიას, ასეთ დროს მკურნალობა ძირითადი პრობლემით იწყება. ძირითადი პრობლემის მოგვარების შემდეგ თუ კვლავ გაგრძელდება უძილობა, მაშინ უნდა დააკვირდეთ და შეისწავლოთ საკუთარი აზრები და ქცევები, რაც შესაძლებელია ხელს უწყობდეს ძილის დარღვევას.

როგორ მოქმედებს უძილობა ჩვენს ჯანმრთელობაზე?

  • უძილობა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს;
  • ზრდის ინფარქტის რისკის ალბათობას;
  • იზრდება ინსულტის რისკი;
  • ძილის ნაკლებობა უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე;
  • ზრდის დაღლილობას;
  • მამაკაცებში უძილობის ფონზე მცირდება ტესტოსტერონის დონე;
  • აქვეითებს იმუნურ სისტემას;

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დღე-ღამეში 7-9, ხოლო ასაკოვანი ადამიანებისათვის 7-8 საათიანი ძილი. თინეიჯერებისთვის 10-11 სთ.

როგორ მოქმედებს ძილი ვარჯიშზე?

იცოდით რომ ინტენსიური დატვირთვების დროს კუნთის მასის ზრდა ძირითადად ძილის დროს ხდება? აუცილებელია მაქსიმალური სარგებლის მიღება ძილისგან. ძილის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, სომატოტროპინი, რომელიც ხელს უწყობს მშრალი კუნთის მასის ზრდას.

როდესაც გძინავთ, თქვენი სხეული აღადგენს დახარჯულ ენერგიას და ძალებს, ასევე ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას. ძილის დროს სხეული ატარებს აღდგენით სამუშაოებს ვარჯიშის შემდეგ.

ძილის წინ შეგიძლიათ მიიღოთ საკვები დანამატი კაზეინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზმს კვებავს უმაღლესი ხარისხის გადამუშავებული ცილით და ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს. მოწესრგებული ძილი აუცილებელია, რომ თქვენი სხეული მიაჩვიოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.

ძილის წინ შეგიძლიათ მიიღოთ Melatonin – მელატონინი, რომელიც ახანგრძლივებს და აუმჯობესებს ძილს.მელატონინი არის თქვენი სხეულის მიერ წარმოებული ჰორმონი და გამოიყოფა ღამე. 3მგ მელატონინის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

უძილობის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა;
  • ხმაური, სინათლე, სიცხე, სიცივე;
  • გადაღლა;
  • ძილის წინ მობილური ტელეფონის გამოყენება;
  • ძილის წინ ტელევიზორთან დიდი დროის გატარება;

როდესაც ბევრს არ ფიქრობთ ძილზე, სწორედ მაშინ შეძლებთ მალე დაძინებას!

კომენტარის დატოვება