პროტეინ ბარი – გემრიელი წასახემსებელი და ცილის მდიდარი წყარო

ცილა, ეს ის საკვები ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის კუნთოვანი მასის მთავარ საშენ მასალას წარმოადგენს. განურჩევლად იმისა, თქვენი მიზანი წონის კლებაა, თუ მატება, ცილოვანი საკვები დღიური რაციონის მთავარი შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს.

ცილოვანი საკვები საჭირო და სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის, თუმცა იგი გემოვნური თვისებებით დიდად ვერ დაიკვეხნის. დიეტისა, თუ  კუნთოვანი მასის მატების პროცესში, ცილოვანი და ამავდროულად გემრიელი საკვების აღმოჩენა ადამიანების მთავარი საზრუნავია. სწორედ ასეთ „ოქროს შუალედს“ წარმოადგენს პროტეინ ბარი, რომელიც ერთდროულად მაღალი ცილის შემცველი და გემრიელი პროდუქტია.

პროტეინ ბარის შექმნის ისტორია, არც თუ ისე შორეული, 1960-იანი წლებიდან იწყება. იგი თავდაპირველად „ნასას“ მთვარის მისიისთვის შეიქმნა, რათა კოსმონავტებს საჭირო საკვები ნივთიერებები მოსახერხებელი ფორმით მიეღოთ. „Space Food Sticks”-ის ბრენდის ქვეშ შექმნილი პროტეინ ბარები, 1970-იანი წლების შუა ნაწილიდან უკვე მაღაზიების თაროებზეც გამოჩნდა, როგორც სრულიად ახალი ცილოვანი და ენერჯი ბარები. თანდათანობით გაიზარდა როგორც პროდუქტის ცნობადობა, ასევე ასორტიმენტი. 2016 წლისათვის ცილოვანი და საკვები ბარების გლობალურმა წლიურმა გაყიდვებმა 4 მილაირდ დოლარს გადააჭარბა.

დროთა განმავლობაში პროტეინ ბარები შეუცვლელი საკვები გახდა როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენებისათვის და უბრალოდ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ადამიანებისათვის. იგი ასევე მოსახერხებელია მცირეხნიანი ოფისის ლანჩისა და საკვებებს შორის წახემსებისათვის.  პროტეინ ბარი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც ენერგიის მომცემი საკვები წყარო ვარჯიშის წინ და ვარჯიშის შემდეგ. ასევე იგი შეიცავს საკვებ ბოჭკოს, რომელიც მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის და შიმშილის შეგრძნების დათრგუნვისათვის.

რიგითი სნეიკ ბარებისგან განსხვავებით, პროტეინ ბარები დიდი რაოდენობით ცილას და დაბალი რაოდენობით ნახშირწყალს, შაქარს და ცხიმებს შეიცავენ. ძირითადად მათში შემავალი ცილის მთავარი წყარო რძის შრატზე დამზადებული კონცენტრირებული და იზოლირებული ცილაა. ასევე შეიძლება შეიცავდეს სოიოს, ბარდის ან ყავისფერი ბრინჯის ცილას და კაზეინს. ამგვარად, ისინი შეიცავენ უფრო მეტ ამინომჟავას და კუნთის შენებაშიც უფრო ეფექტურად მონაწილეობენ. თუმცა გადამუშავებულ ცილას საკმაოდ არასასიამოვნო გემო აქვს, ამიტომაც პროტეინ ბარებში ხდება სხვადასხვა ჯანსაღი,  დაბალ კალორიული დამატკბობლის დამატება, მაგალითად: სტევია და ქსაილატოლი.

გარდა ცილის მაღალი შემცველობისა, პროტეინ ბარები შეიცავენ ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორებიცაა: საკვები ბოჭკო, კალციუმი, მაგნეზიუმი, რკინა, პოტასიუმი, E ვიტამინი, B ვიტამინები და ა.შ.

საშუალოდ ხარისხიანი პროტეინ ბარების შემადგენლობაში შედის 15-25გ ცილა, 5-10გ საკვები ბოჭკო და 150-400კკალ.

ცილოვანი ბარების გარდა, არსებობს სხვადასხვა სახის ბარები:

  • გამძლეობის ბარები - შექმნილია დიდ ხნიანი ფიზიკური დატვირთვისთვის. ისინი შეიცავენ შედარებით მეტ ნახშირწყალს, რათა სხეული მოამარაგონ ენერგიით ფიზიკური დატვირთვის დროს.
  • აქტივობის ბარები - ისინი მსგავსია გამძლეობის ბარების, თუმცა უფრო ფოკუსირებულია ენერგიის შენარჩუნებაზე. იდეალურია გარე ვარჯიშისთვის.
  • ორგანული ბარები - ეს არის სრულიად ნატურალური შემცველობის ენერჯი ბარები. ისინი შექმნილია ხელოვნური დამატკბობლებისა და დამატებული ცილის გარეშე.

 ბაზარზე გარდა პროტეინ ბარისა, არსებობს პროტეინ ორცხობილაც (Protein Cookies), რომელიც ბარისგან განსხვავებით წარმოადგენს გამომცხვარ სუბსტანციას. იგი ასევე შეიცავს დიდი ოდენობის ცილას და ნახშირწყლების დაბალ რაოდენობას.

დღეისათვის პროტეინ ბარებს უკვე ყველგან შეხვდებით, იქნება ეს სასურსათო მაღაზია, სპორტული საკვები დანამატების მაღაზია, აფთიაქი, თუ ბენზინგასამართი სადგური. თუმცა ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროტეინ ბარები უნდა შეიძინოთ vitamin.ge-ს საიტზე, ან ეწვიოთ მაღაზიებს. ჩვენს მაღაზიებში თქვენ დაგხვდებათ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების როგორც ცილოვანი, ასევე ნახშირწყლოვანი ბარები, გემოს მრავალფეროვანი არჩევანით:

  • Bulk powders – macro munch – 20 გრამი ცილა და 3 გრამზე ნაკლები შაქარი ქმნის უგემრიელეს პროტეინ ბარს, რომელსაც სულ რაღაც 240 გრამამდე კალორია აქვს. იგი ტრადიციული პროტეინ ბარებისგან განსხვავებით დამზადებულია მსუბუქი გამოცხობის ტექნოლოგიით, რაც მას ანიჭებს გამორჩეული საკონდიტრო სტილის გემოს და ტექსტურას. იგი ასევე გამოირჩევა გემოს მრავალფეროვნებით. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ორიგინალური გემოები, როგორიცაა: ორცხობილა ზეფირით, შოკოლადი პიტნით და სხვა.
  • Warrior – Crunch Bar – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დაბალნახშირწყლოვანი ბარი. თითოეული ბარი შეიცავს 20 გრამ რძისა და სოიოს ცილას, რაც უზრუნველყოფს კუნთის სწრაფ აღდგენას ფიზიკური აქტივობის შემდეგ. 3 გრამზე დაბალი შაქარი კი იმის გარანტიაა, რომ შეინარჩუნოთ სისხლში შაქრის საჭირო დონე, რაც დაგეხმარებათ ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებაში.
  • Bulk Powders – High Protein snack Bar – ეს ბარი გამოირჩევა ცილისა და საკვები ბოჭკოს ექსტრემალურად მაღალი შემცველობით. თითოეული ბარი შეგავსებთ 27 გრამი უმაღლესი ხარისხის რძის შრატზე დამზადებული კონცენტრირებული ცილით. გარდა ამისა 15 გრამი საკვები ბოჭკო გარანტიაა იმის, რომ სავსებით დანაყრდებით და შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ.
  • Optimum Nutrition – Protein Bar - უგემრიელესი და სუპერ რბილი შიგთავსი დაფარულია კრემის და კარამელის ნაზავით და მოქცეულია ბელგიური შავი შოკოლადის ფენაში. ამგვარად მიღებულია მაღალი ცილოვანი შემადგენლობისა და საოცარი გემოს იდეალური ბალანსი. თითოეული ბარი შეიცავს 20 გრამ რძის შრატზე დამზადებულ იზოლირებულ ცილასა და კაზეინს. მას არ აქვს დამატებული შაქარი და შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობლებს, ამიტომაც მისი მიღება შეუძლიათ ვეგეტარიანელებსაც.
  • Real Pharm – Starter  - იდეალურად დაბალანსებული ცილისა და ნახშირწყლის შემადგენლობა, ვარჯიშის დროს დაგეხმარებათ როგორც კუნთოვანი მასის მატებაში, ასევე ენერგიისა და გამძლეობის ზრდაში. ეს ყველაფერი სულ რაღაც 240 კკალ დაგიჯდებათ.

 და ეს ყველაფერი არ არის. თუ თქვენ ეძებთ თქვენთვის ნაცნობ და საყვარელ გემოს, ჩვენთან სრულიად ჯანსღი, ცილოვანი „სნიკერსის“ და „ბაუნტის“ შეძენაც შეგიძლიათ, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიირთვათ თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი საკვების ბევრად უფრო ჯანსაღი ვარიანტი.