წონის დასაკლებად

მწვანე ჩაი

ჩაი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასმელი, ჩაის მოყვარულები ხშირად მიირთმევენ მწვანე ჩაის, რომელიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას და წონის მართვის პროცესს.

მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით, როგორც შავ ისე მწვანე ჩაის ვიღებთ “Camellia sinensis” მცენარისგან, მაგრამ მათ დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია. მწვანე ჩაი ექვემდებარება ნაკლებ გადამუშავებას,რის გამოც ის ინარჩუნებს მეტ სასარგებლო ნივთიერებებს.

რას შეიცავს მწვანე ჩაი ? მწვანე ჩაი შეიცავს EGCG ინგრედიენტს, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის წვას და მეტაბოლიზმის აჩქარებას, ასევე პოლიფენოლებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები.

ვაქციოთ მწვანე ჩაი, ჩვენი ჯანსაღი კვების განუყოფელ ნაწილად. მას აქვს სასარგებლო ეფექტი ყველა ორგანოსა და სისტემაზე, ადამიანები, რომლებიც მას მუდმივად სვამენ, ნაკლებად ხშირად განიცდიან გულის და ღვიძლის დაავადებებს. ასევე მწვანე ჩაის ხშირად იყენებენ წონის კლებისთვის, ის აქტიურად ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის წვაში და სხეულის კორექტირებაში.

მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები:

  • მწვანე ჩაი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს ჯანმრთელობას;
  • ამერიკული კვლევების თანახმად, მწვანე ჩაი ზრდის მეტაბოლიზმის დონეს და ანადგურებს ცხიმს ორგანიზმში;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს სტრესს და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;
  • ჩაი მდიდარია პოლიფენოლებით, რომელსაც აქვს ისეთი ეფექტები, როგორიცაა ანთების შემცირება და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა;
  • EGCG (Epigallocatechin Gallate) -ყველაზე ძლიერი ნაერთია მწვანე ჩაის შემადგენლობაში. იგი შეისწავლეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს იმისა, რომ მწვანე ჩაის აქვს ასეთი ძლიერი სამკურნალო თვისებები;
  • მცირე რაოდენობით მინერალები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის;
  • კოფეინის შემცველობა;
  • ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;

მწვანე ჩაი არ უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში 3 ფინჯანზე მეტი, რადგან ის შეიცავს კოფეინს და EGCG -ს , დაახლოებით შეგიძლიათ მიიღოთ 270 მგ EGCG-ის შემცვლელი მწვანე ჩაი.

ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, უძილობა, დიარეა და ა.შ. ორსულობის ან ლაქტაციის დროს ეცადეთ მიიღოთ მცირე რაოდენობით ექიმის რეკომენდაციით.

კომენტარის დატოვება