ზოგადი ჯანმრთელობა, ინფორმაცია საკვებ დანამატების შესახებ

საუკეთესო გზები წონაში მოსამატებლად

თუ დიდი ხნის გნამავლობაში ვარჯიშობთ და ვერ ახერხებთ მასის მომატებას ეს შეიძლება იყოს არასწორი კვების შედეგი, რადგან წონის მომატების დროს აუცილებელია მიიღოთ მეტი კალორია სწორი კვების რაციონიდან.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალი კალორიების მიღება არ გულისხმობს არაჯანსაღი საკვებით კვებას. ასეთ შემთხვევაში მოიმატებთ არასასურველ ცხიმებს.

როგორ უნდა მიიღოთ მეტი კალორია მასის მოსამატებლად?

  1. მეტი კალორიის მისაღებად დააბალანსეთ კვების რაციონი, აუცილებელია დაახლოებით 2-3 სთ-ის შუალედებით იკვებოთ.
  2. მიიღეთ კალორიები სითხის სახით, მაგალითად საკვებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ რძე.
  3. შეგიძლიათ მიიღოთ მაღალ კალორიული ხილი, მაგალითად ბანანი გეინერის კოქტეილთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ წონის მომატებაში.
  4. გაზარდეთ საკვების ან კოქტეილის კალორიულობა მიწისთხილის კარაქის დახმარებით.

სასურველია მიიღოთ ისეთი პროდუქტები,რომლებიც დაგეხმარებათ წონის მომატებაში.

მასის მომატების პროცესში საკვებთან ერთად დაგეხმარებათ საკვებ დანამატი გეინერი – რომელიც წარმოადგენს გადამუშავებული უმაღლესი ხარისხის ცილების, ნახშირწყლების, ამინომჟავების და კალორიების კოქტეილს. გეინერი შეუძლია გამოიყენოს როგორც დამწყებმა ისე პროფესიონალმა სპორტსმენმა. უნდა მიიღოთ მეტი კალორია, რაც თქვენთვის დაშვებული კალორიების დღის ნორმას აღემატება, ამაში დაგეხმარებათ გეინერის კოქტეილი, რომელიც უზრუნველყოფს სასურველი შედეგის სწრაფად და ეფექტურ მიღწევას.

გემრიელი და მაღალკალორიული მიწისთხილის კარაქის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გადავაჭარბოთ კალორიულობის დღიურ ნორმას რა დროსაც ხდება წონის მატება. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ცალკე ასევე გეინერის კოქტეილებში. წონის მომატების დროს აუცილებელია სასარგებლო საკვებთან ერთად გემრიელი და თქვენთვის საყვარელი პროდუქტების მიღება. მაგალითად არაქისის კარაქი, მიირთვით ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.

წონის მოსამატებლად კვებასთანერთად აუცილებელია ვარჯიში
  • ივარჯიშეთ მძიმე წონებით; ავარჯიშეთ საჯდომი; ამუშავეთ ფეხები;
  • გქონდეთ წინასწარ დაგეგმილი კვირაში 3-4 დღე სავარჯიშოდ;
  • აუცილებელია სპორტ დარბაზში თავს გრძნობდეთ კომფორტულად;
  • სასურველია ივარჯიშოთ პარტნიორთან ერთად;
  • თუ აიყვანთ პერსონალურ ტრენერს ის დაგეხმარებათ სწორად ვარჯიშში და შეგირჩევთ სასურველი მიზნის მისაღწევად კვების რაციონს;

კომენტარის დატოვება