ინფორმაცია საკვებ დანამატების შესახებ, წონის დასაკლებად

ცხიმისმწველი-დანამატი რომელიც დაგეხმარებათ წონის კორექციაში

ცხიმისმწველი საკვები დანამატების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია, რომელსაც იყენებენ ცხიმის სწრაფად და ეფექტურად დასაწვავად. ის შლის და ამცირებს ცხიმის მარაგების რაოდენობას ორგანიზმში. ცხიმისმწველის ეფექტურად მუშაობას აქვს ორი მთავარი პრინციპი: უნდა დაიცვათ სწორი კვება და ივარჯიშოთ აქტიურად.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ცხიმისმწველის დახმარებით?

ცხიმისმწველი შეიქმნა წონის სწრაფად და ეფექტურად კლებისთვის, რომელსაც აქვს შემდეგი დადებითი თვისებები:

  • წვავს კანქვეშა ცხიმებს და გარდაქმნის ენერგიად;
  • აჩქარებს მეტაბოლიზმის ეფექტს;
  • ვარჯიშის დროს ენერგიის შენარჩუნება;
  • ზრდის ადამიანის ზრდის ჰორმონის (HGH) დონეს;
  • აუმჯობესებს ცილის სინთეზს ორგანიზმში;
  • ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება;
  • ზრდის ენერგიას;

ყველაზე პოპულარული ცხიმისმწველები:

ცხიმისმწველები მოქმედებების მიხედვით იყოფა 3 ტიპად

1.ლიპოტროპული პრეპარატები

ლიპოტროპიკები – ნივთიერებათა ცვლის აჩქარებით ეხმარება ორგანიზმს ცხიმის სწრაფად დაშლაში, გადატვირთვის და სტრესის გარეშე. ფიზიკური დატვირთვისას მათ შეუძლიათ ცხიმოვანი მჟავების გათავისუფლება ცხიმის უჯრედებიდან და მათი გამოყენება ენერგიის მისაღებად.

ცხიმისმწველები ახდენენ ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ათვისების ბლოკირებას. ლიპოტროპიკების შემადგენლობაში შედის:ლიპოს მჟავა,ვიტამინი B6,სელენი, სხვადასხვა ბალახის ექსტრაქტები,ლ კარნიტინი, კოფეინი;

ლ-კარნიტინი აძლიერებს ცხიმის ქსოვილის დაწვას, ის ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას.

ლ-კარნიტინის დღიური ნორმაა 1500-3000მგ-ია. სასურველია გამოიყენოთ ვარჯიშამდე 30წთ-ით ადრე, ხოლო არასავარჯიშო დღეს საკვების მიღების შუალედში.

2. თერმოგენული ცხიმისმწველები

თერმოგენიკების მუშაობის პრინციპი: სხეულის ტემპერატურის აწევა, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება და მიღებული ენერგიის დახარჯვა. თერმოგენიკები ააქტიურებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აქვეითებენ მადას. მათ შემადგენლობაში შედის: კოფეინი; გუარანა, მწვანე ჩაის ქსტრატი, ჰიდროქსილიმონის მჟავა (აქვეითებს მადას, ანელებს ჭარბი ნახშირწყლების  ცხიმებად გარდაქმნას).

კომპანია გირჩევთ, რომ შეიკავოთ თავი ცხიმისმწველის მიღებისაგან ან მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით თუ გაწუხებთ შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემები: არითმია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ან თავი შეიკავონ მიღებისგან.

3. ადრენომიმეტიკები – აძლიერებენ ადრენალინის და ნორადრენალინის გამოყოფას, ან ასტიმულირებენ რეცეპტორებს, რომლებიც რეაგირებენ ადრენალინზე და ნორადრენალინზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონებია ცხიმისმწველის ჰორმონებიდან.

ცხიმისმწველის მიღების წესი:

ცხიმისმწველები უნდა მიიღოთ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 1-2 კვირა. არ გადააჭარბოთ მისაღებ დოზას.

ცხიმისმწველები არ მიიღოთ საღამოს, რათა აირიდოთ თავიდან უძილობა. მათი მიღების ყველაზე კარგი დროა დილით და ვარჯიშის დაწყებამდე.

არ შეიძლება ცხიმისმწველების მიღება დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და მისი ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

განსაზღვრავთ თუ არა რამდენი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი ცხიმისმწველის გამოყენებით?

ზოგადად ცხიმისმწველის მიღების კურსი მიმდეინარეობს 1-2 თვე, რის შემდეგაც ორგანიზმმა უნდა დაისვენოს 1 ან 2 კვირა. როგორც იცით კურსის დასრულების შედეგად შესაძლებელია დაკარგოთ 2-4კგ. ცხიმი და შეინარჩუნოთ მშრალი კუნთოვანი მასა. დანამატის მიღება შეგიძლიათ ყოველდღე, როგორც სავარჯიშო ისე არასავარჯიშო დღეებში, მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად. ზუსტი წონის განსაზღვრა კი შეუძლებელია, რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია იმაზე როგორი კვების რაციონი გაქვთ და ასევე რა დატვირთვით ვარჯიშობთ.

ცხიმისმწველები სპორტულ კვებაში ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური დანამატია, რომელიც დაგემხარებათ სხეულის კორექციაში და სასურველი მიზნის მიღწევაში, დროის მოკლე პერიოდში.

კომენტარის დატოვება