ვიტამინები, ზოგადი ჯანმრთელობა, ინფორმაცია საკვებ დანამატების შესახებ

არგინინი (არჯინინი) – ის თვისებები

რატომ და რისთვის გვჭირდება არჯინინი ?

არგინინი(არჯინინი) არის ამინომჟავა, რომლის ძირითადი ამოცანაა გაზარდოს აზოტის ოქსიდის წარმოქმნა, გააფართოვოს სისხლძარღვები და გააუმჯობესოს სისხლის ნაკადის ტრანსპორტირება ორგანიზმში, ასევე აწვდის მას საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებს და ჟანგბადს, რაც უზრუნველყოფს კუნთის აღდგენის პროცესს.
ეს ამინომჟავა არ არის განკუთვნილი მხოლოდ სპორტსმენებისთვის, შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დაკავებულია აქტიური ცხოვრებით.

არგინინი α-ketoglutaran L-arginine – ის მაღალი კონცენტრაციის შემცველობით, რომლის ოპტიმალური დოზის წყალობით თქვენ იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მატებას, მისი უნიკალური ფორმულა ორგანიზმში აზოტის დადებითი ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დახარჯულ ენერგიას და დაზიანებულ ქსოვილებს სწრაფად აღადგენს. მისი მიღება იდეალურია კარდიო ვარჯიშების დროს.

არგინინი (არჯინინი) – არის ამინომჟავის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც აქვს დადებითი თვისებები:

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • აფართოებს სისხლძარღვებს;
  • მატებს ძალას და ენერგიას;
  • სწრაფად წარმოქმნის კუნთის ფამფინგს;
  • ამცირებს დაღლილობას ვარჯიშის დროს;
  • ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას;
  • ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას;
  • არეგულირებს სისხლის წნევას;
  • მატებს კუნთოვან მასას;

მიღების წესი და დოზირება:

მიიღეთ 1 პორცია (3გრამი) ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე, გახსენით 200-300მლ წყალში, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ძილის წინ.

კომენტარის დატოვება