"უკვდავების" სოკო, რეიში კაფსულებში

რეიში

რეიში არის საკვებად ვარგისი სოკოს სახეობა, რომელსაც აქვს არაერთი სამკურნალო დანიშნულება. ამ მიზეზით იგი სააუკუნეებია რაც გამოიყენება.

სამედიცინო ისტორიის მანძილზე, რეიშის სოკო ითვლებოდა ძლიერ ადაპტოგენად. ეს ნიშნავს, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია სტრესის ნეგატიურ ეფექტებთან გამკლავება. რეიშის სოკოს აქვს ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები, რაც მათ საშუალებას აძლევს გააძლიერონ სხეულის დაცვა.

ტრადიციული ჩინური მედიცინის ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, რეიში სოკოს შემდეგი მეთოდით ამუშავებდნენ: პირველ რიგში აშრობდნენ, შემდეგ  ჭრიდნენ და ადუღებდნენ ცხელ წყალში.

დღეს ეს პროცესი ბევრად გამარტივებულია და რეიშის პროდუქტების მწარმოებლები იყენებენ დამუშავების ტექნიკას, რომელიც საშუალებაც იძლევა ეს აუცილებელი ადაპტოგენი მიიღოთ ბევრად მარტივად, საკვებდანამატის სახით.(ბუნებრივად, რეიში არცთუ ისე სასიამოვნო საკვებია. აქვს მწარე გემო. ხოლო საკვებდანამატის ფორმით მსგავსი დისკომფორტი არ გექნებათ)

კვლევებმა აჩვენა, რომ რეიში სოკო მოქმედებს როგორც ნორმალიზებადი ნივთიერება, არეგულირებს სხვადასხვა უჯრედულ ფუნქციებსა და სისტემებს, მათ შორის ენდოკრინულ (ჰორმონალურ), იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალურ ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს.

რეიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი არის ის, რომ მას შეუძლია ამდენი რამის კეთება, ისე რომ თითქმის არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს. რეიშის სოკო ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ტრადიციული მედიკამენტები.

 

რეიში სოკო ბუნებრივად შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს რომელიც ცნობილია როგორც ბეტა-გლუკანები, მცენარეული სტეროლები,(ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ორგანიზმში ჰორმონების წინამორბედები. ისინი აფერხებენ სხეულის რეაქციას ალერგიაზე.)

იმის გამო, რომ ისინი მუშაობენ როგორც "იმუნური მოდულატორი", რეიშის სოკოს შეუძლია დაეხმაროს ჰორმონალური ბალანსის აღდგენას, ორგანიზმის დაბრუნებას ჰომეოსტაზში.

სარგებელი

სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები

რეიში შემავალი მნიშვნელოვანი ნუტრიენტები, განსაკუთრებით კი პოლისაქარიდები მნიშვნლოვნად იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.ეს არის წყალში ხსნადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება ნახშირწყლოვან საკვებში, რომლებიც ცნობილია სიმსივნის საწინააღმდეგო უნარებით. პოლისაქარიდები, არის იმუნომოდულატორული ნივთიერებები. ეს არის ნაერთები, რომლებიც იცავს დნმ-ს და ბლოკავს არაჯანსაღი უჯრედების მუტაციას.

პოლისაქარიდებს აქვთ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური სარგებელი, მათ შორის ანტიოქსიდანტური, ნეიროდამცავი, დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და დაღლილობის საწინააღმდეგო შესაძლებლობები.

კვლევებმა პერსპექტიული შედეგები აჩვენა რეიშის სოკოსა და კიბოს პრევენციას შორის კავშირზე. იგი წარმატებით იქნა გამოყენებული ძუძუს, საკვერცხეების, პროსტატის, ღვიძლისა და ფილტვების კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას

ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლო ორგანოა. ის პასუხისმგებელია დეტოქსიკაციაში და ხელს უწყობს ჯანსაღი სისხლისა და საკვები ნივთიერებების გაწმენდას, დამუშავებას, შენახვას და ცირკულაციას.

რეიში სოკო მუშაობს როგორც ადაპტოგენები, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. რეიშის მეშვეობით სხეული ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებსა და ბაქტერიებს, რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს იმ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში.

რეიშს აქვს ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაცია) ეფექტი ღვიძლის მწვავე დაზიანებაზე, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტურ თვისებებს. იგი ებრძვის მავნე იმუნურ ქმედებებს, რომლებიც ანელებს ღვიძლის ფუნქციას.

აბალანსებს ჰორმონების დონეს

რეიში ეხმარება სხეულს ჰორმონების დონის რეგულირებაში. კერძოდ, მისი ექსტრაქტი ახდენს რეცეპტორების ნორმალიზებას.

რეიში დადებითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, რომელიც მოიცავს მთელ სხეულში არსებულ ჯირკვლებს, ისინი პასუხისმგებელნი არიან ჰორმონების გამომუშავებაზე. ეს უაღრესად აუცილებელი პროცესია, რადგან ენდოკრინული სისტემა პირდაპირ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, ზრდაზე, განწყობასა და სექსუალურ ფუნქციაზე.

გულის ჯანმრთელობა

რეიშის სოკოში აღმოჩენილ ტრიტერპენებს (ქიმიური ნაერთების კლასი,) გააჩნია არტერიული წნევის დაქვეითების უნარი. სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ხელს უწყობენ სისხლძარღვების და არტერიების ანთების შემცირებას და ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.

მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური პრობლემებით, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებით ან სტრესით. რეიშის სოკო უზრუნველყოფს ჰორმონების ოპტიმალური დონის აღდგენას, რაც თავის მხრივ აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

გარდა არტერიული წნევის რეგულირებისა, რეიშის სოკოს ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რომელიც გულის დაავადების ერთ ერთი მთავარი მიზეზია.

არეგულირებს სისხლში შაქარს

სისხლში შაქრის მაღალი დონე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია: დაღლილობა, წონის უნებლიე კლება და ხშირი შარდვა.

რეიშის სოკოს აქვს ანტიდიაბეტური თვისებები, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი გვერდითი მოვლენები.

მაგალითად, ტაივანში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეიშის სოკო ამცირებს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს. ასევე ეხმარება შაქრის კონტროლში ჩართული ფერმენტების რეგულირებაში, რომლითაც სხეული ინსულინს, სისხლის ქსოვილებში, საწვავისმაგავარი ფუნქციით იყენებს.