თუთია-მაგნიუმის კომბინირებული საკვებ დანამატი აქტიურ სპორტსმენებში

 

მაკროელემენტები ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს  მიკროელემენტები, რადგან მათ გარეშე ვარჯიშის ხარისხი ძალიან დაბალი იქნებოდა.

ხშირად მიკროელემენტები დაკავშირებულია ზოგად ჯანმრთელობასთან, ან გარკვეული დაავადების თავიდან აცილებასთან. სინამდვილეში ეს სიმართლეა, მათი მეშვეობით სხეულის დაცვა უჯრედის დონეზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში მაკროელემენტები არის იგივე როგორც საწვავი, ხოლო მიკროელემენტები ხელს უწყობს ამ საწვავის რეალურ გამოყენებას.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ მაკროელემენტები ისეთივეა, როგორც ბენზინი მანქანაში, ხოლო მიკროელემენტები არის ნაპერწკალი, იმისათვის რომ მიიღოთ ენერგია საჭიროა ამ საწვავის გამოყენება. 

 მიკროელემენტებს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვთ ვიდრე უბრალოდ მონაწილეობა მიიღონ ნახშირწყლების დაშლის პროცესში. ისინი არეგულირებენ კუნთების ზრდასთან დაკავაშირებულ უამრავ პროცესებს, ინსულინის სიგნალიზაციას და სხვა მნიშვნელოვან ქმედებებს.

ლოგიკურია, როდესაც ადამიანი ვარჯიშობს მიკროელემენტების გაზრდილი რაოდენობა საჭიროება. მათი მთავარი წყარო არის საკვები. თუმცა დროის სვლასთან ერთად არაჯანსაღი საკვები იმატებს და შესაბამისად, მცირდება მათში მიკროელემენტების რაოდენობა.

დღეს ვისაუბრებთ ორ გამორჩეულ მიკროელემენტზე, რომლის გამოყენებაც ერთდროულად შესაძლებელია. პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია და რაც მთავარია შედეგიანი. ესენია თუთია და მაგნიუმი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ თუთია-მაგნიუმის კომბინირებული საკვები დანამატი აქტიურ სპორტსმენებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადია. ფორმალურად იგი ცნობილია, როგორც თუთია-მაგნიუმ-ასპარტატი, თუმცა მისი ყველაზე ცნობადი სახელია ZMA. მოდი ცალკეულად განვიხილოთ თითოეული.

თუთია

თუთია ითვლება მინერალად და ადვილად გამოიყოფა ოფლის სახით. ამის გამო, აქტიური ვარჯიშის დროს იქმნება მისი დეფიციტი. ამიტომაც, თუთია, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვარჯიშის დროს მისი პერიოდული მიღება განსაკუთრებით მამაკაცებისთვის აუცილებელია.

თუთია და ტესტოსტერონი

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის, რადგან ტესტოსტერონი მათი ორგანიზმის მთავარი ანაბოლური ჰორმონია. როდესაც თუთის მიღება საკვებიდან საჭირო რაოდენობით არ ხდება (ხოლო ამას ვარჯიშიც ემატება) ამან შესაძლოა მამაკაცებში გამოიწვიოს ჰიპოგონადიზმი. ეს არის მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობის ტესოსტერონს. (ასეთ დროს, ტესტოსტერონის შემცირება სტანდარტულთან შედარებით, შესაძლოა 75%-ითაც კი მოხდეს.)

არსებობს არაერთი ოფიციალური კვლევა, რომელიც ადასტურებს რომ თუთიის მიღება საკვები დანამატის სახით ხელს უწყობს ტესტოსტერონის ბუნებრივ სტიმულაციას, რაც დადებითადაც აისახება როგორც ვარჯიშის ხარისხზე, ასევე მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზეც.

ტესტოსტერონის ფუნქციის შენარჩუნების გარდა, თუთია ასევე ეხმარება უჯრედებ გლუკოზის ათვისებისაში, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს სტრესის ჰორმონის განეიტრალებაში.

მაგნიუმი

მოდით გადავიდეთ მაგნიუმის განხილვაზე, რომელიც ითვლება როგორც ZMA-ის მეორე მთავარი კომპონენტი. მაგნიუმი (Mg2+) არის ატომური მინერალი, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ არსებით მეტაბოლურ რეაქციაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფუნდამენტური ბიოლოგიური პროცესების ფართო სპექტრში. მაგნიუმის დანამატების ალბათ ყველაზე თვალსაჩინო ასპექტები არის მისი გავლენა ძილისა და ინსულინის სიგნალზე.

მაგნიუმი და ძილი

ძილი არის აუცილებელი ფიზიოლოგიური პროცესი, რა დროსაც ორგანიზმის განვითარება მთელი რიგი სტრუქტურული დაცვით მიმდინარეობს. თუ ძილის რეჟიმი არ იქნება სათანადო დონეზე დაცული , მხოლოდ ვარჯიში ან თუნდაც კარგი კვება არ იქნება საკმარისი კუნთების ასაშენებლად. ძილი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სხეულის სარგებელი მაქსიმალურად გაიზარდოს.

არსებობს კარგად კონტროლირებადი კვლევა, რომელიც ადასტურებს მაგნიუმის ეფექტიანობას ძილის ხარისხზე. კვლევის შედეგად დადგინდა რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ძილის წინ იღებდნენ მაგნიუმს, შესამჩნევად გააუმჯობესდა ძილის ხარისხი და მინიმუმამდე შემცირდა კორტიზოლის დონე, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასურველზე ნაკლები ძილი ჰქონდათ.

მაგნიუმი და ინსულინი

თუთიის მსგავსად, მაგნიუმიც ძალიან მნიშვნელოვანია ინსულინის მგრძნობელობის შესანარჩუნებლად, რომელიც სხეულში მოქმედებს ინსულინის რეცეპტორთან შეკავშირების გზით, რის შემდგომაც უჯრედის მეშვეობით სიგნალს გადასცემს გლუკოზის გადამტან GLUT4-ს. ცნობილია, რომ მაგნიუმის დეფიციტი არღვევს ამ სიგნალს და ამცირებს გლუკოზის გამოყენებას.

კონტროლირებად კვლევაში, მონაწილეობა მიიღო 63-მა ადამიანმა. მათ აღენიშნებოდათ მაგნიუმინის დეფიციტი, რის გამოც არსებობდა საფუძველი მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების. მაგნიუმის მიღების შედეგად გაუმჯობესდა ინსულინის სიგნალიზაცია და გლუკოზის უტილიზაცია (სინქრონული მართვა). 

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მაგნიუმის აუცილებლობას ორგანიმზში.

ჩვენი განხილვა რომ შევაჯამოთ: ის ადამიანები ვინც აქტიურად ვარჯიშობს, სტანდარტულზე უფრო მეტად განიცდიან თუთიის და მაგნიუმის ნაკლებობას.

ZMA–ის კომბინაცია ხელს უშლის ტესტოსტერონის, ფარისებრი ჯირკვლის და ინსულინის სიგნალის დაქვეითებას, რაც შეიძლება მოჰყვეს თუთიის და მაგნიუმის დეფიციტს.