სოიოს პროტეინის უპირატესობები და სახეობები

სიოს პროტეინი

სოიოს ცილა საკმაოდ პოპულარული საკვებ დანამატია, რომელსაც აქტიურად მოიხმარენ არა მხოლოდ ვეგანები. მიუხედავად იმისა რომ, პროტეინის სხვა სახეობთან შედარებით მასში ამინომჟავების ნაკლები შემცველობაა,  სოიოს პროტეინი შეგიძლიათ თავისუფლად მიიღოთ, მაშინაც თუ აქტიურად ვარჯიშობთ. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ სოიოს პროტეინის შესახებ.

რა არის სოიოს ცილა?

სოიო მიუკუთვნება პარკოსან მცენარეების ოჯახს, რომლის სამშობლოა აღმოსავლეთ აზია. უშუალოდ სოიოს ცილა კი მიიღება მისი ცხიმოვანი ფანტელებიდან, რომელსაც ასევე სოიოს ფქვილს უწოდებენ.  სოიო შეიცავს ცილის სხვადასხვა ფრაქციას, მაგრამ ძირითადად გლობულინებს.(ცილის ფრაქცია, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანის ქსოვილის დაცვას.)

სხვა მცენარეული ცილებისგან განსხვავებით, სოიოში არის ცილის სრული წყარო, რაც ნიშნავს, რომ ის შეიცავს ყველა 9 აუცილებელ ამინომჟავას (EAAs). მას აქვს საკმაოდ ნეიტრალური გემო და მარტივი ხსნადობა.

ცხიმოვანი ფანტელების გარდა, სოიოს ცილის დამზადება შესაძლებელია მისი მარცვლებიდან ფილტრაციის მეთოდით. სხვა ცილის სახეობების მსგავსად სიოს პროტეინის შემადგენლობაში შეხვდებით სოიოს ლეციტინს, რომელიც საჭიროა დამუშავებისას ფხვნილის სტრუქტურის მისაღებად.

სოიოს პროტეინის სახეობები

სოიოს პროტეინის კონცენტრატი (SPC)

სოიოს პროტეინის კონცენტრატში ცილის შემცველობა დაახლოებით 70-80%-ია, დანარჩენი შედგება ცხიმებისა და ნახშირწყლებისგან. სოიოს პროტეინის კონცენტრატი მიიღება მსხვილი ტიპის მარცვლების თერმული დამუშავების შედეგად.

სოიოს კონცენტრატი არის ერთ ერთი ყველაზე ეკონომიური და ბიუჯეტური პროტეინი, მათთვის ვინც აქტიურად ვარჯიშობს და სურს კუნთოვანის მასის მატება. ასევე არის კარგი შემცვლელი ვარიანტი სამზარეულოში სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად.

სოიოს პროტეინის იზოლატი (SPI)

სოიოს პროტეინის იზოლატი წარმოიქმნება ცხიმოვანი სოიოს ფანტელების ტუტე ექსტრაქციის გზით, რომლის შემადგენლობაში ცილა მინიმუმ 90%-ია. მას გაცილებით მაღალი ბიოშეღწევადობა აქვს, არის ადვილად მოსანელებელი, ხოლო ცხიმები და ნახშირწყლები მინიმუმამდეა დაყვანილი.

სოიოს პროტეინის იზოლატი ერთადერთი მინუსი არის ის, რომ იგი უფრო ძვირია, ვიდრე სიოს კონცენტრატი, რომელთან შედარებითაც ცოტა უფრო „მწარე“ დასალევია.

სოიოს პროტეინის ჰიდროიზოლატი (SPH)

სოიოს ცილის ჰიდროიზოლატი ფერმენტული თვალსაზრისით აღნიშულ კატეგორიაში ყველაზე მაღალი ხარისხის პროტეინად ითვლება, რადგან წარმოების ტექნიკა შედარებით ახალია. მისი ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობის გამო, ჰიდროიზოლატი ადვილად შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ SPH, სოიოს ცილის ყველაზე „სუფთა“ ფორმაა, მას გააჩნია უფრო მაღალი ფასი და არ არის ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი შესაძენად, როგორც SPC/SPI. სიოს ცილის ჰიდროიზოლატს ბევრი კომპანია იყენებს ჩვილი ბავშვების საკვებ ფორმულაში. ეს ფაქტიც ცალსახად ამტკიცებს მის მაღალ ხარისხს და სრულ ათვისებას.

სოიოს პროტეინის სარგებელი

ცილები არის აუცილებელი მაკრომოლეკულები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთების განვითარებასა და შენარჩუნებაში (ისევე, როგორც ბევრ სხვა ფიზიოლოგიურ პროცესში). პროტეინები შედგება ამინომჟავების პეპტიდებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან, ამიტომ ამინომჟავები ძირითადად ცილების სამშენებლო ბლოკებია.სოიოს ცილის მიღებას უამრავი სარგებელი მოაქვს, რაც გამომდინარეობს არსებითი ამინომჟავების და მასში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებების ბიოლოგიური როლიდან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოიოს ცილის შემადგენლობაში სრულად შედის შეუცვლელი ამინომჟავები (EAA-ს). ამის გარდა მასში შედის L-ლეიცინის მაღალი რაოდენობა, რომელიც შეუცვლელი ტიპის ამინომჟავებიდან კიდევ უფრო გამორჩეულია. ამრიგად, სოიოს ცილა თამაშობს დიდ როლს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ ვარჯიში, და ზოგადად მთლიანი სხეულის ფუნქცია.

გარდა ამისა, ნუტრიციოლები ვარაუდობენ, რომ სოიოს პროტეინის ნომინალურმა დოზამ (25 გ) დღეში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გულის დაავადებების, ქოლესტერინის, კიბოს განვითარების რისკის, არტერიული წნევის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია სოიოს მიერ მოწოდებული იზოფლავონების აქტივობით.(სასიცოცხლო მნიშვნელობის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს.)

სოიოს ცილა ვეგანური პროტეინის მთავარი ინგრედიენტია, რაც შესაძლებლობას აძლევს ვეგანებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ყოველდღიურად მიიღონ საჭირო რაოდენობის ცილა.

ასევე ვეგანური პროტეინის გამოყენება საკმაოდ პოპულარულია მარხვის პერიოდში.

 

5. სოიოს პროტეინის გვერდითი ეფექტები

სოიოს ცილა უსაფრთხო და კარგად ტოლერანტული საკვებ დანამატია.(თუ არ გაქვთ სოიოს ალერგია). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მას გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები:

შებერილობა/კრუნჩხვა

გულისრევა

ალერგიული რეაქციები

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდეს ადამიანს. თუ საბოლოოდ არ დასტაბილურდა ამ მხრივ მდგომარეობა, არ იქნება რეკომენდირებული მისი გამოყენება. ასეთ შემთვევაში უმჯობესია მიიღოთ ცილის სხვა სახეობა.