შავი კვლიავის ზეთის სარგებელი

შავი კვლიავის ზეთი

შავი კვლიავის ზეთი მიიღება მცენარისგან, რომელსაც Nigella sativa ჰქვია.(ასევე უწოდებენ შავ კვიმინს) მისი წარმოება ძირითადად ხდება სამხრეთ ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებში.

შავი კვლიავის ზეთს არაერთი სასარგებლო თვისებები გააჩნია და გამოიყენება დაავადებების ფართო სპექტრის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტისა და კიბოს სამკურნალოდ. მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თიმოკინონი რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს ერბძვის.

შავი კვლიავის ზეთი ხშირად გამოიყენება საკვებში,(როგორც სანელებელი.) მისი მიღება ასევე შესაძლებელია პერორალურად ფხვნილის ან ზეთის სახით.(კანზე ლოსიონის ან გელის სახით.)

სარგებელი

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა

მისი ძლიერი ფიტოქიმიკატების და ანტიოქსიდანტური შესაძლებლობების წყალობით, შავი კვლიავის ზეთი ბუნებრივად ეხმარება კიბოს მკურნალობას. ხორვატმა მეცნიერებმა შეაფასეს თიმოკინონისა და თიმოჰიდროქინონის ანტისიმსივნური აქტივობა გარკვეული კვლევების საფუძველზე და აღმოაჩინეს, რომ შავი კვლიავის ზეთში აღმოჩენილი ეს ორი ნივთიერება იწვევს სიმსივნის უჯრედების 52 პროცენტით შემცირებას.

თიმოკინონი, შავი კვლიავის ზეთის ყველაზე უხვი ბიოაქტიური კომპონენტია, რომელიც აფერხებს აპოპტოზის პროცესს. (უჯრედის სიკვდილიანობა)

ღვიძლის ჯანმრთელობა

ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. თითქმის ყველა ტოქსინი მუშავდება ღვიძლში, რის შემდეგაც მას ინელებს ნაღველი. ეს პროცესი აუცილებლად გამართული უნდა იყოს, რათა სხეულმა შეძლოს სიჯანსაღის შენარჩუნება.

სტატისტიკურად ადამიანთა უმრავლესობას, პერიოდულად მაინც აქვს ღვიძლის პრობლემები, რის შემდგომაც ენიშნებათ სხვადასხვა მედიკამენტები, რომელთაგან ზოგიერთს აქვს გვერდითი ეფექტები. შედეგაც ღვიძლი გროვდება ტოქსინები.

შავი კვლიავის ზეთს შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს მკურნალობის პროცესი და ხელი შეუწყოს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას.

 თმის ჯანმრთელობა

გარდა იმისა, შავი კვლიავის ზეთი ითვლება თმის მოვლის ბუნებრივ საშუალებად. ამიტომაც არის, რომ თავის მოვლის საშუალებებში შავი კვლიავის ზეთი ხშირად გვხვდება, თმისა და სკალპის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

შავი კვლიავის ზეთ შეიცავს ნიგელონს, რომელიც აჩერებს თმის ცვენას. უფრო მეტიც, მას აქვს ანდროგენული ფუნქცია და ებრძვის თმის ცვენის ისეთ ქრონიკულ პრობლემას, როგორიცაა  ალოპეცია.

შავი კვლიავის ზეთი, თავისი ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, სასარგებლოა სკალპის ჯანმრთელობისთვისაც. იგი აფერხებს ქერტლს და ებრძვის სიმშრალეს, რაც საერთო ჯამში აუმჯობესებს თმის ჯანმრთელობას.

ინფექციების მკურნალობა და ნაყოფიერების გაუმჯობესება

ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებშია გავრცელებული. უპირველესად ეს გამოწვეულია, სუსტ იმუნიტეტის გამო. შავი კვლიავის ზეთს გააჩნია ძლიერი იმუნური მოქმედება, რომელიც დამტკიცებულია პაკისტანელი მეცნიერების მიერ.

გარდა იმისა, რომ პრაქტიკულია ინფექციებთან საბრძოლველად, შავი კვლიავის ზეთი ხელს უწყობს ნაყოფიერების გაუმჯობესებას. კერძოდ, ზრდის სპერმის რაოდენობას, მოცულობასა და მის მოძრაობას.

ასევე შავი კვლიავის ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს სპერმას დაზიანებისგან.

დიდარი ანტიოქსიდანტებით

შავი კვლიავის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ეს არის მცენარეული ნაერთები. იგი იცავს უჯრედებს არასტაბილური მოლეკულებისგან, რომლებსაც თავისუფალი რადიკალები ეწოდება.ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და ითვლება მთავარ საშუალებად ანთებით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის დროს.

კერძოდ, შავი კვლიავის ზეთი მდიდარია თიმოქინონით, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. თიმოქინონის ნაერთ ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას და იცავს მას უჯრედულ დონეზე.

წონის კლებ

შავი კვლიავის ზეთს წონის კლების კუთხითაც გააჩნია პრაქტიკული სარგებელი. ის შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, ამცირებენ ჭამისადმი ლტოლვას და ხელს უწყობ სისავსის შეგრძნების განცდის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, შავი კვლიავის ზეთს აქვს თერმოგენური თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაზარდოს ნივთიერებათა ცვლა და გააუმჯობესოს ცხიმების წვა.

თუმცა, წონის კლებისას მნიშვნელოვანია ადამიანმა დაიცვა ვარჯიშისა და კვების სათანადო რეჟიმი, რათა მიღებულ ზეთს ჰქონდეს პრაქტიკული ეფექტი.