როგორ შევარჩიოთ ბოჭკოვანი საკვებდანამატები?

როგორ შევარჩიოთ ბოჭკოვანი საკვებდანამატები

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბოჭკოვანი საკვების რეკომენდებული დღიური რაოდენობა არის დაახლოებით 14 გრამი ყოველ 1000 კალორიაზე. ანუ საშუალოდ 25 გრამი საჭიროა ქალებისთვისს და 38 გრამი მამაკაცებისთვის. 2022 წლის მონაცემებით, საკვები ბოჭკოების ადეკვატურ რაოდენობას მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი იღებს.

ბოჭკოვანი ნივთიერებების მიღების ყველაზე კარგი საშუალება მისი საკვებიდან მიღებაა. თუმცა, ბევრ ადამიანს უჭირს ყოველდღიურად მათი ჩასმა საკვებ რაციონში. ამიტომაც, არსებობს სპეციალურად შექმნილი ბოჭკოვანი საკვებდანამატები, რომელიც არის აბსოლიტურად ჯანსაღი და მარტივად მისაღები.

ბოჭკოვანი საკვებდანამატების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ისინი ძირითადად იყოფა ორ ტიპად: უხსნადი ბოჭკოვანი ან ხსნადი ბოჭკოვანი.

უხსნადი ბოჭკოვანი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას, რომელიც თავის მხრივ კავშირშია ნაწლავის pH-ის დონის ბალანსთან. უხსნადი ბოჭკოები აადვილებს ნაწლავში საკვების რეგულარულ მოძრაობას, რაც ამცირებს შეკრულობას.

მეორეს მხრივ, ხსნადი ბოჭკოვანი იხსნება წყალში, ქმნის გელის მსგავს სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონის შემცირებაზე.

ბოჭკოვანი საკვებდანამატები ძირითადში იწარმოება ფხვნილის სახით, რომელიც მიიღება წყალთან, ან მსგავსი ტიპის სითხესთან ერთად. ასევე იგი თავისუფლად შეგიძლიათ შეურიოთ შვრიას, იოგურტს, ან სახლში გამომცხვარ სხვადასხვა ორცხობილებს.

არსებობს ბოჭკოვანი საკვებდანამატები აბების ან ტაბლეტები სახით, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია, ხშირი გადაადგილებისას, ან მოგზაურობის დროს.

ბოჭკოვანი საკვებდანამატები ზოგადად შეიცავს "ფუნქციურ ბოჭკოს", რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი წყაროდან, ან შეიქმნას ლაბორატორიაში. ბუნებრივი ბოჭკოების წყაროებია ლიგნინი(მცენარის უჯრედებში ნაპოვნი ნაერთი), ცელულოზა (შაქარი, რომელიც გვხვდება მცენარეულ უჯრედებში), პექტინი (შაქარი, რომელიც გვხვდება ხილსა და კენკრაში) და ფსილიუმის ქერქი(ბოჭკო, რომელიც განსაკუთრებით ებრზვის LDL-ს. "ცუდი" ქოლესტერინი).

ჯანმრთელობის სარგებელი

ბოჭკოვანი საკვებ დანამატების გამოყენება ხელს უწყობს:

მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა, შეკრულობის ან დიარეის შემცირება.

მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირება.

ცუდი ქოლესტერინის შემცირება.

არტერიული წნევის და ანთებითი პროცესების ხელშეწყობა.

სისხლში შაქრის კონტროლი შაქრის შეწოვის შენელებით. უხსნად ბოჭკოებს ასევე შეუძლიათ შეამცირონ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი.

ცხიმის წვა. ბოჭკოვანი საკვებდანამატების მიღებისას ადამიანი თავს გრძნობს უფრო დაკმაყოფილებულად და სრულფასოვნად. მათი სტაბილური გამოყენების შედეგად რეგულირდება ჭამის მადა.

ბოჭკოვანი საკვებდანამატის მიღება დაიწყეთ ნელ ნელა. გაზარდეთ ყოველდღიურად მხოლოდ ორი-სამი გრამი, რათა სხეულმა შეძლოს ადაპტირება. მიიღეთ საკმარისი წყალი და დარწმუნდით, რომ ჰიდრატირებული ხართ მთელი დღის განმავლობაში.

უსაფრთხოება, რისკები და გვერდითი ეფექტები

აუცილებლობას არ წარმოადგენს ბოჭკოვანი საკვებდანამატები ძალიან დიდი რაოდენობით მიიღოთ. ზედმეტი ბოჭკოვანის მიღების დროს, თავს იჩენს გვერდითი ეფექტები. ეს შეიძლება იყოს შებერილობა, ყაბზობა, ან დიარეა.

ჭარბი ბოჭკოების მიღების სხვა უარყოფითი შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მოიხმართ 70 გრამზე მეტს დღეში, შეიძლება მოიცავდეს ძირითადი მიკროელემენტების შეწოვას, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, თუთია და რკინა. ასევე იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია ნაწლავის ბლოკირება. ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან ბევრი ბოჭკო მოიხმარება და თან არ იღებთ საკმარის სითხეებს.

თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბოჭკოვან საკვებდანამატებს შეუძლია შეამციროს სისხლში შაქრის დონე, რა დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან სხვა მედიკამენტების კორექტირება.

ბავშვებისთვის ბოჭკოვანი საკვებდანამატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს პედიატრს. ასევე, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ბოჭკოვან დანამატების გამოყენებამდე, თუ ხართ ორსული, მეძუძური, იმყოფებით სამედიცინო დაკვირვების ქვეშ,(განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ ქრონიკული ნაწლავური)ან ამჟამად იღებთ მედიკამენტებს.

რომელი ბოჭკოვანი საკვებდანამატი გამოიყენება წონის კლებისთვის?

წონის კლების და მეტაბოლიზმის რეგულაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლორელას საკვებ დანამატი. იგი არეგულირებს ჰორმონალურ პროცესებს და ახდენს შიდა ორგანოების დეტოქსიკაციას. მისი მთავარი ინგრედიენდია ქლოროფილი, რომელსაც ასევე შიდა სხეულის დეოდორანტსაც უწოდებენ.

ბოჭკოვან საკვებდანამატებს შეუძლია შეამციროს მედიკამენტების შეწოვა, ამიტომ, როგორც წესი, რეკომენდებულია ბოჭკოვანი დანამატების გამოყენება მედიკამენტების მიღებამდე სულ მცირე ორი საათით ადრე. თუ ბოჭკოებს იღებთ წონის კლების კუთხით, რეკომენდებულია მისი მიღება კვების წინ.

რომელი ბოჭკოვანი საკვებდანამატი გამოიყენება ყაბზობისთვის?

ნებისმიერ როგორც ხსნად, ასევე უხსნად ბოჭკოვან საკვებდანამატებს შეუძლია ამ პრობლემაში დახმარება. განსაკუთრებით კი ფსილიუმის ქერქის ფხვნილი, რომელიც არის ხსნადი ბოჭკოვანი და თან პრებიოტიკი, უფრო მეტად ეფექტურია.

ასევე მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თანახმად, ფსილიუმის მიღება საკვებდანამატის სახით ეფექტურია IBS-ის(გაღიზიანებული ნაწლავური სინდრომი) სამკურნალოდ.