როგორ მუშაობს MSM დანამატები?

MSM, რომლის სრული სახელია მეთილსულფონილმეთანი. იგი წარმოადგენს ორგანული გოგირდის ნაერთ, რომელიც მიიღება ლიგნანისაგან.(მოლეკულური ნაერთი)

ეს ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთი ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ მწვანე ბოსტნეულსა და სხვა საკვებ პროდუქტში. ამისა გარდა MSM, ნაწილობრივ ადამიანის სხეულიც გამოიმუშავებს.

MSM საკვებდანამატების სარგებელი მიეკუთვნება მის ბიოლოგიურად აქტიურ გოგირდს, რომელიც მეოთხე ყველაზე უხვი მინერალია ადამიანის ორგანიზმში. გოგირდი საჭიროა სხეულის მრავალი განსხვავებული ფუნქციისთვის ყოველდღიურად, ხოლო MSM ითვლება გოგირდის დონორად.

საკვებდანამატის სახით, ის ხშირად გამოიყენება სხვა ინგრედიენტებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრების ჯანმრთელობას და შემაერთებელი ქსოვილის შეხორცებას. (მაგალითად გლუკოზამინთან, ქონდროიტინთან ერთად.)

როგორ მუშაობს MSM დანამატები

MSM საკვებდანამატები ამარაგებს ორგანიზმს დამატებით გოგირდს მეთიონინის შესაქმნელად, რომელიც ეხმარება ორგანიზმ მნიშვნელოვან პროცესებში, მაგალითად: აუცილებელი ნივთიერებების დამზადება, შემაერთებელი ქსოვილის ფორმირება, საკვების სინთეზირება/მეტაბოლიზაცია და საკვები ნივთიერებების შთანთქმა ენერგიისთვის.

როგორც ავღნიშნეთ, ყველა ადამიანს აქვს გოგირდის რაოდენობა სხეულში, მაგრამ მისი დონე მცირდება ასაკის მატებასთან, სტრესული სიტუაციების დროს და არაჯანსაღი კვებისას. გოგირდის ძირითადი საკვები წყაროა ამინომჟავები, რომლებსაც მეთიონინი და ცისტეინი ეწოდება.

 

MSM ბუნებრივად გვხვდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, რომელიც ჩვენი ჰორმონალური სისტემის ნაწილია. იგი ასევე ინახება ჩვენს ცერებრალური ზურგის სითხეში და გამოიყენება ნორმალური შემაერთებელი ქსოვილების სტრუქტურის შესანარჩუნებლად.

MSM საკვებდანამატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი არის სხეულის შეხორცების პროცესის დაჩქარება და ორგანიზმის „დეტოქსიკაცია“ ქიმიკატებისგან რომელიც გროვდება ადამიანის უჯრედებში. MSM არსებითად ხდის უჯრედებს უფრო გამტარს, ათავისუფლებს  დაგროვილ მინერალებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები (მაგალითად, ზედმეტი კალციუმი ხელს უშლის სისხლის გამტარიანობას)

ეს პროცესი გვეხმარება ჰიდრატაციის შენარჩუნებაში და ამცირებს ანთებას, რომელიც არის მრავალი დაავადების საფუძველი. კვლევებმა აჩვენა, რომ MSM ასევე, ასტაბილურებს უჯრედულ მემბრანებს, აუმჯობესებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს, ანელებს ან აჩერებს გაჟონვას დაზიანებული უჯრედებიდან.

MSM-ის გოგირდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუტათიონის გამომუშავებაში, რომელიც ითვლება "მასტერ ანტიოქსიდანტად" და დეტოქსიკაციის მნიშვნელოვან აგენტად.

ახლა კი ვისაუბროთ, MSM გამორჩეულ სარგებელზე, რომელზეც შეიძლება ნაკლები გსმენიათ.

კურნალობს ოსტეოართრიტს და სახსრების ტკივილს

MSM-ის კარგად გამოკვლეული სარგებელი არის ის, რომ იგი ხელს უწყობს სახსრების ანთების შემცირებას, აუმჯობესებს მოქნილობას და აღადგენს კოლაგენის წარმოებას. მას შეუძლია დაეხმაროს შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას, სახსრების, მყესების და ლიგატების აღდგენას.

როგორ მკურნალობს MSM უშუალოდ ართრიტს? იგი ეხმარებ სხეულს ახალი სახსრისა და კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში, შედეგად მცირდება ანთებით რეაქციები და მატულობს ძვლის სიმტკიცე. გოგირდი ასევე მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ხელს უწყობს ნორმალურ უჯრედულ აქტივობას.

გოგირდი საჭიროა იმისათვის, რომ უჯრედებიდან გამოდევნოს მრავალი ქვეპროდუქტი და ჭარბი სითხე, რომელიც შეიძლება დაგროვდეს და გამოიწვიოს შეშუპება.

MSM - განსაკუთრებით გლუკოზამინთან და ქონდროიტინთან ერთად შერწყმისას - შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა ართრიტის სამკურნალოდ.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პრობლემებს

MSM ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას და სასარგებლოა გარკვეული საკვების მიმართ ალერგიული საპასუხო რეაქციებში.

MSM სასარგებლოა გაჟონვის ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რადგან მას შეუძლია შეაჩეროს ნაწილაკების გამორეცხვა ნაწლავიდან მცირე შეერთების ღიობებით, სადაც ისინი შედიან სისხლძარღვში და იწვევენ ანთებით პასუხს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია MSM დანამატში შემავალი გოგირდით, რომელიც მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის.

გარდა ამისა, MSM დანამატები, ხელს უწყობს ბუასილის მკურნალობას. არსებობს MSM-ის შემცველი გელი, რომელიც კომბინაციაში გამოყენებ ჩაის ხის ზეთთან. ეს ორი ერთად, ამცირებს ბუასილით გამოწვეულ ტკივილ და შეშუპებას.

ამცირებს კუნთების ტკივილს/სპაზმს და აუმჯობესებს ვარჯიშის აღდგენას

რეგულარული ფიზიკური აქტივობისას კუნთების ტკივილი გარდაუვალია. კვლევებმა აჩვენა, MSMოქმედებს როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იგი ამსუბუქებს კუნთების ტკივილსა და თრთოლვა. განსაკუთრებით მძიმე ვარჯიშების შემდეგ კი, MSM აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს და მობილურობას.

2017 წლის კვლევის მიხედვით, დადასტურდა რომ MSM ეხმარება კუნთოვან ქსოვილს აღდგენაში ვარჯიშის და მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგაც კი. როგორც ჩანს, ეს განპირობებულია მისი ძლიერი უნარების საფუძველზე, რომელსაც იყენებს ანთებითი პროცესების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

MSM საკვებდანამატების გამოყენება  ანეიტრალებს ისეთ არასასურველ ქვეპროდუქტს როგორიცაა რძემჟავა, რომელიც გამოიყოფა ვარჯიშისას და იწვევს ტკივილს კუნთებში.

კუნთოვან ქსოვილში არსებობს ხისტი ბოჭკოვანი ქსოვილები, რომელიც ზიანდება ვარჯიშის დროს. MSM უზრუნველყოფს ამ უჯრედების აღდგენას და ინარჩუნებს მათ ბალანსს.

MSM აღადგენს კუნთის უჯრედის კედლების მოქნილობასა და გამტარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები ნივთიერებები უფრო ადვილად გაივლიან ქსოვილებში, რაც ხელს უწყობს ვარჯიშის შემდგომ უკეთეს აღდგენას „წვის შეგრძნების შემცირებას.

თმის ზრდის ხელშეწყობა

შეთხელებულ თმა ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. MSM ხელს უწყობს როგორც კოლაგენის, ასევე კერატინის დონის ამაღლებას. ეს არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც გვჭირდება თმის ახალი ღეროების ჩამოსაყალიბებლად (ასევე ძლიერი ფრჩხილების და კანის უჯრედების აღსადგენად).

კოლაგენი და კერატინი ხშირად გვხვდება თმის პროდუქტებსა და სხვადასხვა პროცედურებში, რადგან მათი მეშვეობით მიიღწევა თმს სიმტკიცე და სიჯანსაღე.