რატომ გვჭირდება ამინომჟავა L-თეანინი?

L-თეანინი არის ამინომჟავა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინში ნერვულ იმპულსებზე და ნეიროტრანსმიტერების, გამოთავისუფლებაზე.

იგი ცნობილია, როგორც ბუნებრივი ანქსიოლიზური, რადგან მას შეუძლია დამამშვიდებელი ეფექტი მოახდინოს სხეულსა და გონებაზე.ამიტომაც L-თეანინს ხშირად იყენებენ შფოთვის, ჰიპერაქტიურობისა და ძილთან დაკავშირებული პრობლემების შესამცირებლად.

ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს საკმარისად მიიღოს L-თიანინი, რადგან საკვებიდან იგი არც თუ ხელმისაწვდომია. ეს არის იმ იშვიათთაგანი ამინომჟავა, რომელიც არ გამოიყენება ცილების შესაქმნელად, განსხვავებით ბევრი სხვა ამინომჟავისგან, როგორიცაა ლ-კარნიტინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი ან ტრიპტოფანი.

L-თეანინის ყველაზე უხვი წყარო არის მწვანე, შავი და თეთრი ჩაი, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა არ სვამს ჩაის, L-თეანინის მიღება საკვებდანამატის სახით ყველაზე პრაქტიკულია.

L-თეანინი და ამინომჟავა გლუტამინი სტრუქტურულად მსგავსია, მაგრამ მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეფექტი და სარგებელი აქვთ. მაგალითად, ორივე სასარგებლოა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თეანინი უფრო მეტად ითვლება როგორც ბუნებრივი სტრესის შემამსუბუქებელი საშუალება.

გლუტამინი საჭიროა ნეიროტრანსმიტერის წარმოებისთვის, რომელსაც გლუტამატი ეწოდება. იგი ითვლება ამგზნებ ნეიროტრანსმიტერად, ხოლო L-თეანინი ამ ნეიროტრანსმიტერებს აკავშირებს ერთმანეთთან.

სარგებელი

1. სტრესის შემცირება

L-theanine-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარგებელი, ხელი შეუწყოს რელაქსაციას და ებრძოლოს სტრესს. მას ასევე უწოდებენ „დამამშვიდებელ საშუალება სედაციის გარეშე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ლ-თეანინს შეუძლია ისე გაუმკლავდეს სტრეს, რომ არ იგრძნოთ ლეთარგიულობა ან დაღლილობა.

თეანინ ასევე ზრდს ტვინის ალფა ტალღებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან როგორიცაა, კონცენტრაციის ზრდა და გონებრივ სიფხიზლე.

2.ძილი

L-theanine აუმჯობესებს ძილის ხარისხს განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაღალი ჰიპერაქტიურობა, რაც ხელის შემშლელი შეიძლება იყოს ჩაძინების დროს. L-theanine-ის კიდევ ერთი დადებითი სარგებელი ძილის დროს არის ის, რომ მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სტიმულატორებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ხშირად სვამთ ყავას ან იყენებთ სხვა სტიმულატორებს სამედიცინო მიზეზების გამო, L-theanine-ის დამამშვიდებელი ეფექტი დაგეხმარებათ სიფხიზლისა და შფოთვის შემცირებაში.

ზოგიერთ ადამიანს ჩვევაში აქვს უხარისხო ძილი. მსგავს სიტუაციაში შეგიძლიათ ერთად მიიღოთ L-თეანინი და მელატონინი. დაახლოებით სამი მილიგრამი მელატონინი და 100-200 მილიგრამი L-თეანინი ერთად, ერთ მიღებაზე საკმარისია. ეს ორი ნივთიერება უკეთ ებრძვის ძილის პრობლემებს.

3.გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა

როგორც უკვე ავღნიშნეთ, L-თეანინის მთავარი წყარო არის მწვანე ჩაი. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს ანთების შემცირებას და გულის ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ L-თიანინი შეიცავს ისეთ აქტიურ ნაერთებს, როგორიცაა კატეხინები და თეაფლავინი.(პოლიფენოლები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედების გამრავლებაში)

თეანინი არეგულირებს არტერიული წნევასაც ,აზოტის ოქსიდის მეშვეობით. ეს არის არის მოლეკულა, რომელსაც სხეული აწარმოებს, რათა დაეხმაროს უჯრედებს კომუნიკაციაში, რის შედეგადაც ფართოვდება არტერია, რაც ასტაბილურებს წნევას.

არტერიების ენდოთელიუმის ფენა წარმოქმნის აზოტის ოქსიდს, რომელიც ხელს უწყობს შევიწროებული სისხლძარღვების მოდუნებას და ზრდის ჟანგბადისა და სისხლის მიმოქცევას. აზოტის ოქსიდის ადეკვატური წარმოება ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს, რომელიც ძირითადად გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას უკავშირდება.

4.მეხსიერების გაუმჯობესება

ერთ-ერთი გზა, რომლითაც L-თეანინი ეხმარება თავის ტვინს, ეს არის უჯრედების გადაჭარბებული გლუტამატის სტიმულაციის პრევენცია, რომელიც ზოგიერთის აზრით, დაკავშირებულია ნეიროდეგენერაციულ დარღვევებთან, ინსულტთან და შიზოფრენიასთან. გლუტამატის ზოგიერთი ეფექტის ბლოკირებით, L-theanine ახორციელებს ნეიროდაცვას, რაც იცავს ტვინს ნაადრევი დაბერებისგან.

L-თეანინის საკვებნამატები

იმის გამო, რომ L-თეანინი ძირითადი წყარო არის ჩაის ფოთლები, რთულია მისი საჭირო რაოდენობის მიღება. ამიტომაც, გამოიყენეთ L-თეანინი საკვებდანამატის სახით. თუმცა, მათი შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

არსებობს თიანინის რამდენიმე ფორმის საკვებდანამატები. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ ხარისხიან პროდუქტს, ყოველთვის შეამოწმეთ ინგრედიენტები, რომელიც წარმოდგენილია დანამატის ფორმულაში. შეიძინეთ ისეთი საკვებდანამატი, რომლის შემადგენლობაში იქნება სუფთა L-თეანინი, ქიმიკატების გარეშე.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი თეანინის საკვებდანამატი შეიძლება შეიცავდეს კოფეინს, რომელიც არ იქნება სასარგებლო შფოთვის შესამცირებლად, ან ძილის დასახმარებლად.