რა უნდა ვიცოდეთ არაქისის კარაქის შესახებ?

არაქისის კარაქი ალბათ ყველას გაგვისინჯავს, უფრო მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ერთ ერთი საყვარელი წასახემსებელი საკვები პროდუქტია.მის გარშემო ბევრი ინფორმაცია ტრიალებს ინტერნეტ სამყაროში. ამიტომ, ჩნდება კითხვა: რამდენადაც გემრიელია არაქისის კარაქი იმდენად სასარგებლოა?

ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს. იმისათვის, რომ არაქისის კარაქი სარგებლის მომტანი იყოს, ეს დამოკიდებულია მის ხარისხზე, რაოდენობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, გაურკვევლობაში რომ არ ვიყოთ, მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი.

არაქისის კარაქი არის ცილების და მიკროელემენტების კარგი წყარო, მათ შორის შეხვდებით: მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას და B ვიტამინებს. მეორეს მხრივ, ის შედარებით მაღალკალორიულია, აქვს გარკვეული ტიპის გაჯერებული ცხიმები და მარილის შემცველი ინგრედიეტები, მაგალითად ნატრიუმი.

ორი სუფრის კოვზი (დაახლოებით 32 გრამი)არაქისის კარაქი შეიცავს დაახლოებით შემდეგს:

188 კალორია

6.4 გრამი ნახშირწყლები

8 გრამი ცილა

16 გრამი ცხიმი

1.9 გრამი ბოჭკოვანი

0,5 მილიგრამი მანგანუმი

4.3 მილიგრამი ნიაცინი

2.9 მილიგრამი ვიტამინი E

49 მილიგრამი მაგნიუმი

115 მილიგრამი ფოსფორი

0.2 მილიგრამი ვიტამინი B6

0,2 მილიგრამი სპილენძი

208 მილიგრამი კალიუმი

0,9 მილიგრამი თუთია

23 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა

147 მილიგრამი ნატრიუმი

0.3 მილიგრამი პანტოტენის მჟავა

1.8 მიკროგრამი სელენი

0,6 მილიგრამი რკინა

არაქისის კარაქის სარგებელი

არაქისის კარაქს საკმაოდ დიდი პოტენციური სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. თუმცა, კარაქი უნდა იყოს მაღალი ხარისხის კონსერვანტების გარეშე დამზადებული. ანუ, პირველ რიგში არაქისის შეძენისას შეარჩიეთ სწორი ლოკაცია. კუსტარულად დამზადებული არაქისის კარაქი შეიცავს ბევრ არასასურველ ნივთიერებებს, მათი შორის პალმის ზეთს, რომელიც აზიანებს ორგანიზმს და ააქტიურებს სიმსივნურ უჯრედებს. ნატურალური არაქისის კარაქი უნდა შეიცავდეს მხოლოდ მარილს, ზომიერი რაოდენობით.

აუმჯობესებს გაჯერებას

იმის გამო, რომ არაქისის კარაქი შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ბოჭკოებს, იგი ხელს უწყობს საკვების გაჯერების გაუმჯობესებას. შედეგად, საკმაო ხანი ხართ დანაყრებული.

Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ როდესაც არაქისი შედიოდა ზრდასრულ ადამიანთა საკვებ რაციონში, ეს აუმჯობესებდა ორგანიზმში ცხიმის და კუნთის თანაფარდობას. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ზომიერად მოხმარებისას არაქისის კარაქი აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ხარისხს წონის მატების საფრთხის გარეშე.

მდიდარია მიკროელემენტებით

არაქისის კარაქი უზრუნველყოფს მიკროელემენტების მთელ რიგს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.მასში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნიაცინი, თუთია და ვიტამინ E.

ეს ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ძვლების ჯანმრთელობას, ამცირებს ანთებას, და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას.

მაგალითისთვის, მაგნიუმი არეგულირებს არტერიული წნევას, ამსუბუქებს შაკიკს და ებრძვის მის სიმპტომებს. მაგნიუმის გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებაზე.

გარდა ამისა, ნიაცინი, იგივე ვიტამინი B3, რომელსაც შეხვდებით არაქისის შემადგენლობაში, დადებით გავლენას ახდენს კარგ ქოლესტერინზე, ასევე ამცირებს ართრიტის და დიაბეტის რისკს.

ცილის კარგი წყარო

სიახლე ნამვილად არ არის ის ფაქტი, რომ რეგულარული ვარჯიშის დროს, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ცილოვანი საკვებ ნივთიერებები. არაქისის კარაქი არის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო მცენარეული ცილის, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკური აქტივობისას. ხოლო ცილის რესურსს, ორგანიზმი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ვარჯიშის გარდა, მცენარეული ცილები იცავს გულს სხვადასხვა დაავადებებისგან, ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

სისხლში შაქრის კონტროლი

თხილეული, მათ შორის არაქისიც, საკვები პროდუქტის უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკმაოდ მაღალი კალორია.

ასევე არაქისის კარაქს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი დაფუძნებული, რაც გავლენას არ ახდენს სისხლში შაქრის მატებაზე. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა ან დიაბეტი.

მიიღეთ ზომიერი რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ არაქისის კარაქის მირთმევას საკმაო სარგებელი აქვს, არსებობს გარკვეული უარყოფითი მხარეები, რომელიც ძირითადად მის დიდი რაოდენობით გამოყენებისას ვლინდება.

ომეგა-6 ცხიმი. არაქისის კარაქში საკმაოდ მაღალია ომეგა 6-ი, რომელიც მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებს. მისი ნორმალური რაოდენობა სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ხოლო გადაჭარბების შემთხვევაში იწვევს სხვადასხვა ანთებით პროცესს. ასევე ომეგა 6-ის ზედმეტი რაოდენობა ამცირებს ომეგა 3-ს, რომელსაც განსხვავებით ომეგა 6-ისგან ფაქტიურად უარყოფითი არაფერი აქვს.

დამატებითი ინფორმაცია არაქისის სწორად გამოყენებაზე

პირველ რიგში, არაქისის ყიდვისას, დარწმუნდით, რომ იგი წარმოებულია სერთიფიცირებული ბრენდის მიერ. უმჯობესია თუ არაქისს მშრალად არ მიირთმევთ. იმისათვის რომ, არაქისის კარაქი უფრო მეტად ჯანსაღი გახადოთ, მასთან ერთად მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია ომეგა3-ი ცხიმებით. ერთ ერთი ასეთი პროდუქტია სელის ზეთი, რომელიც შეგიძლიათ შეურიოთ არაქისის კარაქში. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ომეგა6-ის და ომეგა -3 თანაფარდობა.

გახსოვდეთ, არაქისის კარაქის ზომიერი მიღება არ წარმოადგენს პრობლემას, პირიქით, ჯანმრთელობის სარგებლის გარდა, მისი მეშვეობით ბევრი გემრიელი კერძის თუ შეიკის მომზადება შეგიძლიათ.

არაქისის კარაქის მიღება ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ განისაზღვრება სხეულის თითო კილოზე 0.4გრამი.