რა არის ქლოროფილი?

ქლოროფილი არის მცენარეული პიგმენტის სახეობა, რომელიც პასუხისმგებელია ფოტოსინთეზის პროცესში სინათლის შთანთქმაზე, რის შედეგადაც იქმნება ენერგია. ის გვხვდება ყველა მწვანე მცენარეში, მათ შორის ფოთლოვან მწვანილებსა და ბოსტნეულში, რომელსაც ჩვეულებრივ საკვებად მივირთმევთ.

მცენარეებისა და წყალმცენარეებისთვის ქლოროფილი აუცილებელია მზის სინათლის აღსაქმელად, რომელიც საჭიროა ფოტოსინთეზისთვის. ამიტომ, ქლოროფილი ითვლება ბუნებაში ნაპოვნ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩელატორად, რადგან ის ჯერ მცენარეებს აძლევს ენერგიას,  შემდგომ ჩვენ, ადამიანებს.(საკვები თვალსაზრისით)

არსებობს ქლოროფილის ორი ძირითადი ფორმა: ქლოროფილ-ა და ქლოროფილ-ბ. ამ ორ ტიპს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ თითოეული შთანთქავს მზის სინათლეს ოდნავ განსხვავებული ფორმით.

მიუხედავად იმისა, რომ ქლოროფილი სრულიად ბუნებრივია, მსგავსი ნახევრად სინთეზური ნარევი, სახელწოდებით ქლოროფილინი, მზადდება ლაბორატორიებში და გამოიყენება საკვებდანამატებში, თხევადი ქლოროფილის ან ფხვნილის სახით. ეს დანამატები არსებობს უკვე 50 წელზე მეტია და მისი გამოყენება საკმაოდ პრაქტიკულია, რადგან ქლოროფილის შემცველ საკვებ პროდუქტებს ყოველთვის ვერ მივირთმევთ.

ქლოროფილინის საკვებდანამატები ხელს უწყობს ოქსიდანტების განეიტრალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეფექტურად ამცირებენ ჟანგვით  დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, არაჯანსაღი საკვები, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება და რადიაცია.

სარგებელი

ეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა.

ქლოროფილს შეუძლია დაუკავშირდეს კანცეროგენებს და ხელი შეუშალოს მათ შეწოვას ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ასეთი სახით, მცირდება კანცეროგენების რაოდენობა სისხლსა მთელ სხეულში, განსაკუთრებით კი ისეთ მგრძნობიარე ქსოვილებში, როგორიცაა სახსრები და გული.

ქლოროფილი დაკავშირებულია კიბოს ბუნებრივ პროფილაქტიკასთან, მას შეუძლია დაბლოკოს კანცეროგენული ეფექტები ორგანიზმში, რაც იცავს დნმ-ს ისეთი ტოქსიკური ობისგან გამოწვეულ დაზიანებას, როგორიცაა აფლატოქსინი.

ქლოროფილინი და ქლოროფილი თანაბრად ეფექტურია ადამიანებში აფლატოქსინი-B1-ის შეწოვის დაბლოკვისას და აფლატოქსინით გამოწვეული დნმ-ის დაზიანების ბიომარკერების შემცირებაში. მაშტაბური გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ ქლოროფილი განსაკუთრებით ამცირებს ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.

მექანიზმი, რომლითაც ქლოროფილი ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და ასუფთავებს ღვიძლს, არის ქიმიური ნივთიერებების პროკარცინოგენის მეტაბოლიზმში ჩარევა, რომელიც ჯერ უნდა მეტაბოლიზდეს დნმ-ში. ადამიანის ორგანიზმში არსებობს ფერმენტები, რომელსაც ციტოქრომ P450 ეწოდება, იგი ააქტიურებს პროკარცინოგენებს და აქცევს მათ აქტიურ კანცეროგენებად, რომლებიც აგრძელებენ შეტევას ჯანმრთელ უჯრედებზე.

ეს ნიშნავს, რომ ქლოროფილის შედეგად მათი ეფექტის დათრგუნვა ხელს შეუწყობს ქიმიურად გამოწვეული კიბოს პროცესის შეჩერებას.

საკვები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით წითელ ხორცს(მაგ საქონლის ხორცს) და ნაკლებ მწვანე ბოსტნეულს, ასოცირდება მსხვილი ნაწლავის კიბოს გაზრდილ რისკთან. წითელი ხორცის ხარშვისას გამოთავისუფლებული ტოქსინები, მათ შორის ჰემი, რომელიც ზრდის მსხვილი ნაწლავის ციტოტოქსიურობას.

2.ღვიძლის დეტოქსიკაცია

სხვა გზა, რომლითაც ქლოროფილმა შეიძლება დაიცვას ჯანსაღი უჯრედები და სხეულის ქსოვილი, არის II ფაზის ბიოტრანსფორმაციის ფერმენტების გაზრდა. ეს ხელს უწყობს ღვიძლის ოპტიმალურ ჯანმრთელობას და შესაბამისად, ორგანიზმიდან პოტენციურად მავნე ტოქსინების ბუნებრივ აღმოფხვრას.

ქლოროფილს სხეულიდან ტოქსინების მოცილებით, შეუძლია შეამციროს აფლატოქსინით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება. ასევე ფერმენტების აქტივობის ზრდა დადებითად მოქმედებს ღვიძლის ჯანმრთელობაზე.

ჩინეთში, ჩატარდა ინტერვენციული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 180 ზრდასრული ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის მქონე ადამიანები. მონაწილეები დაახლოებით 100 მილიგრამ ქლოროფილს იღებდნენ ჭამის წინ დღეში სამჯერ. დაახლოებით 16 კვირის შემდეგ, საშუალოდ 55 პროცენტით დაეცა მათში აფლატოქსინის დონე, (აფლატოქსინი ზრდის ღვიძლის კიბოს რისკს, რადგან ის მეტაბოლიზდება კანცეროგენად, რომელიც იწვევს უჯრედულ მუტაციებს.)რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქლოროფილი ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობას.

3. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას

ქლოროფილინი, ანელებს მავნე ბაქტერიების გამრავლების ტემპს, რაც მას სასარგებლოს ხდის ჭრილობების შეხორცებისთვის და ინფექციების თავიდან ასაცილებლად. 1940-იანი წლებიდან ქლოროფილი დაემატა ზოგიერთ მალამოებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანებში მდგრადი ღია ჭრილობების სამკურნალოდ, როგორიცაა სისხლძარღვთა წყლული.

ქლოროფილი ასევე ხელს უწყობს დაზიანებებით ან ჭრილობებით გამოწვეული ანთების შემცირებას და ბაქტერიების დაგროვებით გამოწვეული სუნის კონტროლსაც კი.

4.საჭმლის მონელება და წონის კონტროლი

ქლოროფილი ნარჩენების გამოდევნის დაჩქარების ხარჯზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და დეტოქსიკაციას. ასევე აბალანსებს სითხის დონეს. გარდა ამისა, წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ ქლოროფილი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მუშაობას, რაც აუმჯობესებს წონის დაკლების ხარისხს.

ქლოროფილის საკვებდანამატები, ხელს უწყობს იმ ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც ზრდის ადამიანში სრულყოფილების შეგრძნებას. ასეთებია: ქოლეცისტოკინინი, გრელინი და ინსულინი.

5. იცავს კანს

ქლოროფილი აძლიერებს კანის ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია მისი ანტივირუსული თვისებების გამო, რაც საშუალებას აძლევს მას შეაჩეროს ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული წყლულების განვითარება პირის ღრუში ან სასქესო ორგანოში. როდესაც ქლოროფილის შემცველი მალამო ან კრემი გამოიყენება კანზე, ეს ხელს უწყობს გაჩენილი წყლულების რაოდენობის შემცირებას და აჩქარებს შეხორცების დროს, რაც მას ბუნებრივ ჰერპესის სამკურნალოდ აქცევს.

ქლოროფილს ასევე შეუძლია შეამციროს კანის კიბოს რისკი. აღმოჩნდა, რომ ქლოროფილის პირდაპირ კანში შეყვანა ან მისი გამოყენება ლოსიონის საშუალებით ხელს უწყობს კიბოს უჯრედების რეციდივის შემცირებას ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მქონე ადამიანებში.(კანის კიბოს ძალიან გავრცელებული ტიპი.)