რა არის ესტროგენი?

ესტროგენი მნიშვნელოვანი ჰორმონია ადამიანის სხეულში. თუმცა ამავდროულად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ მის კონცერტაციას. თუ ის მეტი რაოდენობითაა, იწვევს არასასურველი წონის მომატებას, ხოლო მისი ნაკლებობა კი იწვევს ბევრ პრობლემებს, როგორებიცაა: ძვლების მინერალიზაციის დაქვეითება და მისი სისუსტე. მაშ როგორ შეიძლება მისი ოპტიმალური დონის შენარჩუნება?

როდესაც საქმე ეხება სხეულის ტრანსფორმაციას, ბევრი ყურადღებას არ აქცევს სხეულში ესტროგენის ნორმას. სინამდვილეში კი ესტროგენებს შეუძლია შექმნას არ დაარღვიოს ბევრი პროცესი.

რა არის ესტროგენი?

ესტროგენი არის სხეულის ერთ-ერთი მთავარი სასქესო ჰორმონი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქალებში.(თუმცა დღევანდელი სტატია მეტწილად მამაკაცებს ეხება) მამაკაცებში ესტროგენი ძირითადად წარმოიქმნება მათი მთავარი სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონისგან, რომელიც სასიცოხლო მნიშვნელობისაა. ამ ჰორმონის მცირე რაოდენობით შემცირებამაც კი შეიძლება ბევრი პრობლემა სწრაფად წარმოშვას, რადგან ასეთ დროს ოპტიმალური ტესტოსტერონის და ესტროგენის თანაფარდობა იცვლება.

რა შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული რაოდენობის ესტროგენზე? ამ დროს მამაკაცის უნარ-ჩვევები მისდა უნებურად შესაძლოა შეიცვალოს. მაგალითად:  ყველანაირ საკითხში იყოს დომინანტი, არ გაითვალისწინოს სხვისი აზრი თუ საჭიროებები, იყოს აგრესიული და ასე შემდეგ.

ზემოთ ნახსენებ მდგომარეობას ეწოდება ქსენო-ესტროგენების და ფიტო-ესტროგენების ზემოქმედება. ეს არის ხელოვნური და მცენარეული ესტროგენები, რომლებიც ასახავს მათ მოქმედებას ჩვენს ორგანიზმში და არღვევს ფუნქციებს. მოდი უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ერთ ერთი ასეთი დარღვევა.

ზედმეტი ცხიმი 

სხეულში არსებული ზედმეტი ცხიმი, ხელს უწყობს ესტროგენის საჭიროზე მეტ წარმოებას. ყოველ ჯერზე კი ეს ციკლი უფრო სწრაფად მეორდება, რადგან დიდი რაოდენობით ესტროგენი უკვე თავად წარმოქმნის არასასურველ ცხიმს.

მამაკაცებში,  ესტროგენის დაახლოებით 80% წარმოიქმნება ტესტოსტერონისგან. ეს სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, თუ ცხიმის დონე მუდმივად იზრდება. საქმე იმაშია, რომ, რაც უფრო მეტი ცხიმი გაქვთ, მით მეტი ესტროგენი შეიძლება გამომუშავდეს, ხოლო ეს კი შემდგომში იწვევს ლიპოლიზის სიხშირის შემცირებას და ხელს უწყობს კალორიების შენახვას.

ესტროგენის ხელოვნურად გაზრდილი წარმოება,თრგუნავს ბუნებრივ ტესტოსტერონს და მის სინთეზს. ამის შედეგი არის მუდმივად მზარდი უარყოფითი ციკლი, რომელიც საბოლოოდ სპორტსმენს სასურველ ფიზიკურ ფორმას აშორებს. თუ ამჩნევთ, რომ კუნთოვანი მასის მატება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ტესტოსტერონი და ნორმალურზე მაღალი ესტროგენის დონე.

 დადებითი მხარე

ესტროგენს ბევრი დადებითი მხარე აქვს, ერთ-ერთი მათგანია ძვლების სიმტკიცე. კონკრეტულად, ესტროგენი ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას.

ადამიანები ხშირად განიცდიან ძვლების პრობლემებს,( განსაკუთრებით ქალები მენოპაუზის წინა წლებში) ესტროგენი ითვალება ერთ ერთ "მკვებავ" და უხვ ჰორმონად, რომელიც ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციას, ინარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობას. ამიტომაც მამაკაცების შემთხვევაში არ იქნება მართებული ესტროგენის სრულად დათრგუნვა. ამით სერიოზული ზიანი ადგება ძვლის მასის სიმკვრივეს და შეიძლება ორგანიზმს მიდრეკილება გაუჩნდეს მოტეხილობებისა და დაზიანებებისკენ. უმჯობესია მიიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ბუნებრივად დაბლოკავს ესტროგენს.

საკვები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომელიც წარმოქმნის ესტროგენს

ლუდი დიდი რაოდენობი შეიცავს ფიტო-ესტროგენებს. ეს არის არის ნაერთები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება მცენარეებში. "ფიტო" არის ბერძნული ძირეული სიტყვა, რაც ნიშნავს "მცენარეს". ესტროგენი არის ქალის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ფუნქციებს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ლუდის მრავალი სახეობა უმეტესად სვიასგან მზადდება, რომლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის ფიტო-ესტროგენები. ასეთ დროს, მამაკაცის შემთხვევაში, ორგანიზმში იცვლება ტესტოსტერონის და ესტროგენის თანაფარდობა.

პლასმასის ბოთლები. საკმაოდ ბევრი პლასმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ცნობილია როგორც BPA (ბისფენოლი A) რომელსაც აქვს ძლიერ ფსევდო-ესტროგენულ ეფექტი. ბისფენოლი A არის მოლეკულა, რომელიც გამოიყენება რამდენიმე პლასტმასის ფისების წარმოებაში.  ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო აპირებს უფრო დეტალურად შეისწავლოს ამ ქიმიური ნაერთის ტოქსიკური ეფექტები. ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროლაქტინის სარგებელი მამაკაცებში მინიმალურია. მისი ნორმალური დონე ასოცირდება ჯანსაღ სექსუალურ ფუნქციასთან. თუმცა ქალებში პროლაქტინი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ლაქტაციის საწყის ეტაპზე, დედის რძის სტიმულირებისთვის.

მამაკაცებში პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი იწვევს, პროლაქტინომას. ეს არის დარღვევა, რა დროსაც ორგანიზმში ესტროგენის განსაკუთრებით მაღალ დონეები ფიქსირდება. საერთო ჯამში პროლაქტინი არის ქალის ჰორმონი, რომლის კონტროლი მამაკაცებში ძალზედ მნიშვნელოვანია. 

როგორ არის შესაძლებელი ესტროგენის დონის რეგულირება?

ესტროგენის დონის ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნება მამაკაცისთვის არ არის რთული, მაგრამ მოითხოვს თანმიმდევრულ მოქმედებასა და ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში დიდ როლს თამაშბს ესტროგენის ნორმის განსაზღვრაში, საკვები რაციონი კიდევ, უფრო მნიშვნელოვანია.

რესვერატროლ, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ყურძნის ქერქში, აუმოჯობესებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და ამავდროულად არეგულირებს ესტროგენს რეცეპტორებს. 

ბოსტნეული, როგორიცაა: ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავს უნიკალურ ფიტო-ნუტრიენტს, რომელიც  ხელს უშლის ტესტოსტერონის ესტროგენად გარდაქმნას და ამავდროულად არეგულირებს ესტროგენის დაშლას ნაკლებად ძლიერ ფორმებად.

არაერთმა კვლევამ დაადასტურა რომ  ბროწეულის  წვენს აქვს უნარი, შეამციროს ესტროგენი ფერმენტები და ხელი შეუწყოს ტესტოსტერონის ბუნებრივ სტიმულაციას.