პროტეინის სარგებელი ძილის წინ

სიახლე ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კუნთოვანი მასის ზრდისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ცილის რეგულარული მიღება. დღის განმავლობაში მოხმარებული ცილის ხარისხი და რაოდენობა დიდ გავლენას ახდენს კუნთების ზრდის ხარისხზე.

ჰომეოსტაზის და MPS-ის მნიშვნელობა

ადამიანის სხეულის ერთ ერთი მთავარი ბლოკი არის ჰომეოსტაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხეულის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება ან რეგულირება. მართლაც, სხეულის უამრავი ფუნქციის ბიოლოგიური დაბალანსება (ტემპერატურიდან, pH ბალანსამდე და სისხლში გლუკოზის დონემდე) აუცილებელია ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებისთვის.

ჰომეოსტაზი ასევე მართავს კუნთების ზრდას, რომელიც ითვლება ყველაზე მეტაბოლურად აქტიურ და ადაპტირებული ქსოვილად. კუნთი მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია, ის ან იშლება ან აშენდება, ეს კი ცილის სტიმულაციის ოდენობაზე და მიღებული ნედლეულის ხარისხზეა დამოკიდებული.

ყოველდღიურად ორგანიზმი ქმნის ახალ ცილებს, რომელსაც ცილის სინთეზი ეწოდება. ეს არის ის, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სხეულის ტრანსფორმაციაში. კუნთოვანი ქსოვილი მუდვიმად იმყოფება ანაბოლურ, ან კატაბოლურ მდგომარეობაში, შუალედური პროცესი არ არსებობს.  თუ ადამიანის მიზანია კუნთოვანი მასის მატება, იგი ყოველთვის უნდა იყოს ანაბოლურ, მდგომარეობაში. შეიძლება დღის განმავლობაში, საკმარის პროტეინს იღებდეთ საკვებიდან, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი მიღება ძილის წინ. მოდი ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. 

 პროტეინის გავლენა ღამის საათებში

როდესაც გვძინავს, სხეული აგრძელებს ფუნქციონირებას მრავალი გზით, მისი ენერგეტიკული სისტემა მოიცავს ბიოლოგიური პროცესების ფართო სპექტრს. ამიტომაც  გვღვიძავს თუ გვძინავს, ორივე გარემოების დროს, ორგანიზმს ენერგიის რესურსი ესაჭიროება. კუნთების აღმშენებლობა ამინომჟავების მუდმივი მიწოდების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. ძილის წინ ცილის მოხმარება, კუნთებს ეხმარება შეინარჩუნოს ანაბოლური მდგომარეობა.

როგორც სტატისტიკურმა კვლევამ აჩვენა, დღის განმავლობაში ვერ ახერხებს ადამიანი საჭირო ცილის სრულ მიღებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცილის შემადგენლობაში ვხვდებით ყველა სახის ამინომჟავებს, რაც ორგანიზმს ეხმარება საჭირო ენერგეტიკული რესურსების შენარჩუნებაში. ამის გარდა, ძილის წინ ცილის მიღება საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გააქტიუროთ ცილის სინთეზი, რადგან კუნთოვანი ქსოვილის ზრდაზე პასუხისმგებელი ამინომჟავები კვლავაც აგრძელებს ცირკულაციას.

კვლევები ასევე ადასტურებს, რომ მაღალი ხარისხის პროტეინის მიღებას მწყობრში მოჰყავს მეტაბოლიზმის მუშაობა. ეს ფაქტი უდავოდ ხელმშემწყობია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურს ცხიმის წვა და კუნთოვანი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გარდა, პროტეინი გამოიყენება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის, როგორიცაა სისხლის უჯრედების ფორმირება და ათასობით სხვადასხვა ფერმენტების შენება.

ცილის ფორმები, რომელიც გამოიყენება ძილის ძინ.

ცილის საუკეთესო ფორმა ძილის წინ არის კაზეინი, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს ამინომჟავების ცირკულაციას სისხლში. ეს კი ხელს უწყობს კუნთების ცილის სინთეზის უკეთ სტიმულირებას.

კაზეინი გაცილებით ნელა შეიწოვება კუნთში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის ცილა, (6-8სთ) რაც გულისხმობს იმას, რომ მისი გამოყენების დროს, სხეული ამინომჟავებს იღებს შედარებით მცირე რაოდენობით, თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში საკვები ნივთიერებების მუდმივი სინთეზირება მიმდინარეობს 6-8 საათის განმავლობაში, რაც საკმაოდ კარგი საშუალებაა კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაზეინის ცილა ითვლება ანტიკატაბოლური ტიპის პროტეინად.

ფარმაკოლოგები რეკომენდაციას უწევენ კაზეინის მიღებას ძილის წინ. რადგანაც კაზეინი ნელა შეიწოვება, ეს უზრუნველყოფს ამინომჟავების სტაბილურ მიწოდებას ძილის პერიოდში. ძილის დროს, ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ზრდის ჰორმონს, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის ასაშენებლად. 

კვერცხის ცილა

კვერცხის ცილას ძალიან მაღალი ბიოლოგიური ღირებულებები აქვს. ორგანიზმში მისი სინთეზირება დაახლოებით 4 საათ მიმდინარეობს. ამის გარდა მელატონინის გამომუშავების უნარით, იგი სხეულს ეხმარება ძილისთვის მოემზადოს.

კვერცხში დიდი რაოდენობითაა ტრიპტოფანი, ეს არის ამინომჟავა რომელიც ტვინს მოდუნების შესაძლებლობას აძლევს, რათა ადამიანმა ღრმად იძინოს.

ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენას, მის ზრდას. ასევე ამცირებს გულის დაავადებების, მაღალი წნევის, დიაბეტის და მაღალი ქოლესტერინის რისკს. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ღამის ძილი აუმჯობესებს სწავლას, ყურადღების დიაპაზონს და პრობლემების გადაჭრას, რაც გვამზადებს სამყაროს დასაძლევად.

დასკვნა

თუ ძილის წინ ადეკვატურ პროტეინის მიღებას ვერ შევძლებთ, ამან შესაძლოა ღვიძლი აიძულოს სისხლში ამინოჟავები და გლუკოზა გაგზავნოს, რათა ძილის დროს, დაცული იქნას ბიოლოგიური მექანიზმი.

ასე რომ, ძილის წინ ცილის მიღებას მართებულად ეწოდება „გონივრული სტრატეგიული მოქმედება“ კუნთოვანი ქსოვილის სასარგებლოდ.