Kevin Levrone - Gold Creatineარის უმაღლესი ხარისხის კრეატინ მონოჰიდრატი.
კრეატინი აუცილებელია ადამიანის სხეულის სათანადო ფუნქციონირებისათვის. კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. მისი მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას.
Kevin Levrone - Gold Creatine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის უმაღლესი ხარისხის კრეატინ მონოჰიდრატი
- მატებს ძალას და გამძლეობას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთის მატებას
- მატებს წონას
- უზრუნველყოფს უჯრედის ჰიდრატაციას
- გაზრდილია კრეატინის კონცენტრაცია კუნთებში
- წარმოდგენილია ადვილად ხსნადი ფხვნილის სახით
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (5 გრ) 200 მლ წყალში ან წვენში. მიიღეთ 1 პორცია დღეში. პროდუქტის მოხმარების პერიოდში მიიღეთ დღეში მინიმუმ 3 ლიტრი წყალი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.