გლუტამინი, ბენეფიტები და მისი გამოყენების წესი

ლუტამინი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც უმნივნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში. მისი შესაძლებლობების გამო, გლუტამინი ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საკვებდანამატია. სხვა დანამატების მსგავსად, გლუტამინის ეფექტს მიღებისთანავე ვერ იგრძნობთ.(მაგალითად კრეატინი, ცხიმისმწველი და ენერგკეტიკი მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30წთში) თუმცა რასაც ის აკეთებს, შეგვიძლია შევადაროთ ზეთს, რომელიც ავტომობილს მუდმივად ესაჭიროება.

რა არის L-გლუტამინი?

L-გლუტამინი ცნობილია, როგორც პირობითად აუცილებელი ამინომჟავა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში, აუცილებელი ხდება მისი მიღება საკვებიდან, ან საკვები დანამატის სახით. სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს გლუტამინს, მაგრამ მძიმე ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ვარჯიშის დროს, გლუტამინის მარაგი შეიძლება ამოიწუროს. რის გამოც საჭიროება ჩნდება, შევავსოთ გლუტამინის მარაგი.

ადამიანის სხეულში ამინომჟავებიდან გლუტამინი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება. სხვა არსებითი ამინომჟავებისგან განსხვავებით, l-გლუტამინს შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი, რაც აძლევს მას თავისუფლად შეღწევის უნარს ტვინში. ასეთ დროს, გლუტამინი ახდენს აზოტის ტრანსპორტირებას, რაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისთვის. 

მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ გლუტამინის სხვადასხვა სარგებელზე. 

აჩქარებს აღდგენით პროცესს და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

ვარჯიშის დროს ტკივილი ბუნებრივი თუმცა, კუნთების ზედმეტად ტკივილმა შეიძლება ვარჯიშის ხარისხზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანის ვარჯიშის შემდგომ ვიზრუნოთ კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციაზე. 

L-გლუტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების აღდგენაში, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია ტკივილის შემცირებასთანაც. კუნთების L-გლუტამინი აფერხებს კორტიზოლის ზრდას და აუმჯობესებს ცილების მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს ვარჯიშის შედეგად გამოწვეულ ტკივილ შემცირებას. კვლევებმა აჩვენა, რომ გლუტამინის ანტი-კატაბოლიზმის ეფექტი პირდაპირ გავლენას ახდენს მტკივნეულობის შემცირებაზე. 

დალჰაუზის უნივერსიტეტში ჩატარდა რანდომიზებულ, ორმაგკვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღო 16-მა ადამიანმა. 72 საათის განმავლობაში, ისინი სხეულის თითო კგზე იღებდნენ 0.3გრამ გლუტამინს. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გლუტამინმა მნიშვნელოვნად შეამცირა ვარჯიშის შედეგად გამოწვეული ტკივილი.

იმუნური სისტემის ჯანმრთელობა

ცნობილია რომ, ის ადამიანები, ვინც ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებული უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციებისა და დაავადებების მიმართ, რაც გავლენას ახდენს საერთო იმუნურ ჯანმრთელობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ გლუტამინს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. გლუტამინი წარმოქნის ციტოკინებს(სისხლში არსებული თეთრი უჯრედების შედეგად გამოთავისუფლებული მცირე ზომის ცილები). ციტოკინების მეშვეობით მუდმივად იზრდება სხეულის მგრძნობელობა ავადმყოფობისა თუ ინფექციების მიმართ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა

გლუტამინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარგებელია ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბალანსის შენარჩუნება. გლუტამინი ასე ვთქვათ „წყვეტს“ როდის და სად გაფანტოს აზოტის ატომები, რომელთაც მთავარი წვლილი შეაქვთ მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაში. ამიტომ, გლუტამინის მიღება საკვები დანამატის სახით არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო ვინც აქტიურად ვარჯიშობს, არამედ მათთვისაც, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ნაწლავის გაჟონვა და ანთებითი ნაწლავური დაავადებები.

ნაწლავური კვლევის GI საზოგადოების თანახმად, როგორც ჯანმრთელ, ასევე სტრესის მქონე პირებში, გლუტამინი არის საწვავის წყარო წვრილი და მსხვილი ნაწლავის უჯრედებისთვის. ამ ტიპის საწვავის აუცილებელია ნაწლავის ვილის შესანარჩუნებლად, რადგან ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას წვრილ ნაწლავში ან ნაწლავის კედელში.

ჰიდრატაციის გაუმჯობესება

გლუტამინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰიდრატაციის პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია აღდგენის პროცესის ოპტიმიზაციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ გაუწყლოების დროს იზრდება დაღილობის და ტკვილის შეგრძნება.

ვარჯიშის დროს, ორგანიზმის დატენიანება გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს გამძლეობისა და ვარჯიშის გასახანგრძლივებლად.

როდესაც ვარჯიშობთ, ოფლის სახით დიდი რაოდენობით ელექტროლიტები იკარგება. ელექტროლიტები გახლავთ მინერალები, რომლებიც ატარებენ ელექტრულ აქტივობას ორგანიზმში.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლუტამინი ხელს უწყობს რეჰიდრატაციას, იგი აძლიერებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას.

ძალის ზრდა

მიუხედავად იმისა, რომ გლუტამინი პირდაპირ არ არის დაკავშირებული სიძლიერის პარამეტრებთან, იგი ხელს უწყობს აზოტის დადებით ბალანსს, რაც აუცილებელი პროცესია კუნთების ცილის სინთეზის გასაადვილებლად. L-გლუტამინი ამცირებს კუნთოვანი ქსოვილის დაშლის პროცესს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კუნთების კატაბოლიზმი.

კვლევებმა აჩვენა, გლუტამინი იდეალურია კომბინაციაში BCAA-ასთან. ეს ორი ერთად, შესამჩნევად აუმჯობესებს ცილის სინთეზირებას. ამის მიზეზი ის არის, რომ BCAA არის აზოტის ძირითადი წყარო და ვინაიდან გლუტამინი აკონტროლებს აზოტის ბალანსს, იგი მოქმედებს როგორც კატალიზატორი კუნთოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.