ბერბერინის სასარგებლო თვისებები

ბერბერინი (ასევე ცნობილია როგორც ბერბერინის ჰიდროქლორიდი HCL) არის ბუნებრივი იზოქინოლინის ალკალოიდი, რომელიც ძირითადად გვხვდება მწვანილეულ საკვებში. ბერბერინს საუკუნეებია გამოიყენებენ ჩინურ მედიცინაში, რადგან მას აქვს მრავალი ფარმაკოლოგიური სარგებელი, მათ შორის ანტიმიკრობული, სიმსივნის და ანთების საწინააღმდეგო.

როგორც ავღნიშნეთ, ბერბერინის საკვებდანამატებიდან, ყველაზე პოპულარულია ბერბერინი HCL. იგი არის სრულიად უსაფრთხო და ცნობილია  ფართო ანტიბაქტერიული მოქმედებით. ბერბერინს ასევე იყენებენ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ბერბერინს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ დიაბეტის ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად. ამ ნაერთს ასევე აქვს ხანგრძლივი გამოყენების ისტორია ბაქტერიული გასტროენტერიტის, დიარეისა და საჭმლის მომნელებელი სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ბერბერინი მიეკუთვნება ალკალოიდებს, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ჯგუფი, რომლებიც მზადდება მცენარეების მიერ. ბერბერინს ასევე უწოდებენ, ჰარმონიულ მებრძოლს, რადგან მას შეუძლია რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ერთდროულად ებრძოლოს.ალკალოიდები განისაზღვრება, როგორც მცენარეული წარმოშობის ორგანული ნაერთების კლასი, რომელიც შეიცავს ძირითადად აზოტის ატომებს, რომლის გამოყენების დროსაც აშკარად თვალშისაცემია ისეთი ფიზიოლოგიური მოქმედებები, რომლები გავლენას ახდენენ ადამიანის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობის სარგებელი

1. დიაბეტის მკურნალობა

ბერბერინი ამცირებს სისხლში გლუკოზას, რაც ხელს უწყობს II ტიპის დიაბეტის  თავიდან აცილებას და ამავდროულად ხელს მის მკურნალობას, რაშიც იგულისხმება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტური ნეიროპათია.

ასევე ნაჩვენებია, რომ მას აქვს დადებითი გავლენა გლუკოზა-ლიპიდურ მეტაბოლიზმზე, ანთებით ფაქტორებზე და ინსულინის წინააღმდეგობაზე.

როდესაც ინსულინის ჰორმონის მუშაობა მწყობრშია, თირკმელების დაზიანების ალბათობაც იკლებს.(დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირია თირკმლის პრობლემები)

2. მაღალი ქოლესტერინის და არტერიული წნევის შემცირება.

ბერბერინი გავლენას ახდენს შრატში ქოლესტერინზე, კერძოდ ებრძვის ტრიგლიცერიდების დონეს, რომლის გართულების შემთხვევაში ჩნდება 2 ტიპის დიაბეტი. ბერბერინი მუშაობს PCSK9-ის ინჰიბირებით. ეს არის ღვიძლის მიერ წარმოქმნილი პროტეინის სახეობა, რომელიც  არეგულირებს LDL ქოლესტერინის რეცეპტორებს. თუ ორგანიზმში PCSK9 რაოდენობა მაღალია, იმატებს ცუდი ქოლესტერინის დონეც.

თუ ქოლესტერტინი ადამიანს ნორმაზე მეტი აქვს, იმატებს წნევაც. ქოლესტერინის რეგულირებით, ბერბერინი ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებულ მუშაობას.

3. წონის კლება

ბერბერინი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ნაერთს შორის, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს ადენოზინმონოფოსფატით გააქტიურებული პროტეინ კინაზა (იგივე AMPK). AMPK არის ფერმენტი ადამიანის სხეულის უჯრედებში, რომელსაც ხშირად უწოდებენ "მთავარ მეტაბოლურ გადამრთველს", რადგან ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტაბოლიზმის რეგულირებაში.

AMPK აქტივაცია აძლიერებს ცხიმების წვას მიტოქონდრიაში, შედეგად აღარ ხდება ცხიმის დაგროვება სხეულში.

ერთ ერთ გამოქვეყნებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ჭარბწონიანმა ახალგაზრდებმა. ისინი დაახლოებით 500 მილიგრამ ბერბერინს იღებდნენ დღეში სამჯერ, 12 კვირის განმავლობაში. კვლევის ეფექტიანობა განისაზღვრა წონის შემცირებით, სისხლში ლიპიდების და ჰორმონების რეგულირებით.

4.ფილტვების ჯანმრთელობა

ბერბერინი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო. კერძოდ, მასში შემავალი ალკალოიდი ამცირებს სიგარეტის კვამლით გამოწვეულ ფილტვების მწვავე ანთების ეფექტს.

ფილტვის ქსოვილების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ სიგარეტის კვამლი სერიოზულად აზიანებს ფილტვებს, კერძოდ, იწვევს უჯრედულ და სითხის პათოლოგიურ შეკავებას.

ბერბერინის წინასწარმა მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფილტვების ანთება, ხოლო მისი ანთების საწინააღმდეგო უნარების გამო, გააუმჯობესა სიგარეტის კვამლით შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე დაზიანებები.

5.გულის ჯანმრთელობა

ბერბერინი დადებით გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე. ეს გამომდინარეობს მისი ნაერთის უნარიდან, რომელიც ხელს უწყობს, როგორც სისხლში შაქრის დონეს, ასევე კუნთების და ცხიმის თანაფარდობას. ზუსტად ეს ორი რამ ზრდის გულის კორონარული დაავადების რისკებს.

ამის გარდა, ბერბერინი ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამოყოფას. ეს არის სასიგნალო მოლეკულა, რომელიც ამშვიდებს არტერიებს, ზრდის სისხლის ნაკადს და ამცირებს არტერიულ წნევას. ყველა პროცესი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი გულის მუშაობასთან.

გამოყენების წესი და დოზირება

ბერბერინს აქვს ხანმოკლე გამოყოფის პერიოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დანამატი უნდა მიიღოთ გაყოფილი დოზებით (უმჯობესია 500 მლ დღეში სამჯერ), ასე უფრო მეტად შეინარჩუნებთ სისხლში მის დონეს.

ბერბერინი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, რადგან კვების პერიოდში მკვეთრად იმატებს სისხლში გლუკოზა და ლიპიდები.

გვერდითი მოვლენები

პირველ რიგში, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა ან იღებთ ანტიბიოტიკებს, რეკომენდებულია ბერბერინის მიღებამდე მიმართოთ ექიმს.

ნუ მიიღებთ ერთდროულად ბერბერინს და პიპერინს(შავი წიწაკის ექსტრაქტი),

არ მიიღოთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა, კრუნჩხვები და დიარეა.

ვინაიდან ბერბერინს შეუძლია სისხლში შაქრის შემცირება, დიაბეტით დაავადებულებმა, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ სისხლში შაქარს ინსულინით ან სხვა მედიკამენტებით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბერბერინის გამოყენებისას, რათა თავიდან აიცილონ სისხლში შაქრის სახიფათოდ დაბალი დონე.

ასევე დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებიც ფრთხილად უნდა იყვნენ მისი გამოყენებისას, რადგან მას შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა.