ბაკოპას სასარგებლო თვისებები

ბაკოპა წყალმცენარეა, რომელიც იზრდება ჭაობიან რეგიონებში. არსებობს ბაკოპას სხვადასხვა სახეობები რომელსაც ვხვდებით მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, განსაკუთრებით ამერიკაში. მცენარის უმეტეს ნაწილს იყენებდნენ ტრადიციულად, მაგრამ თანამედროვე დროში ხელმისაწვდომია მისი ფოთლის ექსტრაქტი, საკვებ დანამატის სახით.

ბაკოპას ფოთოლი შეიცავს საპონინებს, მათ შორის ბაკოზიდებს, რომლებიც, პასუხისმგებელნი არიან ბალახის სამკურნალო თვისებებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ კარგად დამუშავებული ბაკოზიდები, დადებითად მოქმედებს ადამიანის მენტალურ ჯანმთელობაზე.

სულ ცოტა მეექვსე საუკუნიდან, ბაკოპა გამოიყენებოდა აიურვედის მედიცინაში, როგორც მატონიზირებელი საშუალება ნერვული სისტემისთვის, ასევე გულისთვის. აზიურ მედიცინაში ის ჩვეულებრივ ცნობილია როგორც "ბრაჰმი" (ინდუისტური ღმერთის ბრაჰმას სახელით.)

ჯანმრთელობის სარგებელი

 სტრესის შემცირების საშუალება

სტატისტიკურად დადგენილია, რომ ადამიანთა 90 პროცენტი პირველად ვიზიტზე, ჯანდაცვის ექიმთან, სტრესთან დაკავშირებული ჩივილებით მიდის.

სტრესი, განსაკუთრებით კი ქრონიკული, დიდ ზიანს აყენებს ადამიანს. ამიტომ სტრესის შემცირება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მათთვის, ვინც ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ბაკოპას ექსტრაქტი სტრესთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებად ითვლება. ინდოეთში ცენტრალური კვლევის ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაკოპას ექსტრაქტი წარმატებით ებრძვის მწვავე და ქრონიკული სტრესს.

ბაკოპას აქვს ძლიერი ადაპტოგენური შესაძლებლობა, უფრო კონკრეტულად, იგი ამცირებს თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობას.

შფოთვის საწინააღმდეგო და ანტიდეპრესანტი

ბაკოპა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია დეპრესიისა და შფოთვის შემცირებასთან. ბაკოპა ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე, კერძოდ ბიოქიმიურად აქტიურ ნეიროტრანსმიტერებზე. შედეგად სტიმულირდება სეროტონინი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის გუნება განწყობილებასა და მოტივიაციაზე.

ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციის მკურნალობა

ალცჰეიმერის დაავადება არის ტვინის დაავადება, რომელიც თანდათან იწვევს მეხსიერების დაკარგვას, დემენციას და ადრეულ სიკვდილს. ალცჰეიმერის ბუნებრივი მკურნალობისას ერთ ერთ საშუალებად ადამიანები იყენებენ ბაკოპას.

სამედიცინო კვლევითი ფონდის თანახმად, ბაკოპა კარგი საშუალებაა ალცჰეიმერთან ასოცირებული დემენციასთან საბრძოლველად (გონებრივი შესაძლებლობების ძლიერი დაქვეითება.)

საერთო ჯამში, ბაკოპა აუმჯობესებს შემეცნებით უნარებს, ამცირებს ჟანგვითი სტრესს, რა დროსაც ტვინი დაცულია ალცჰეიმერის და დემენციის სიმპტომებისგან.

ეპილეფსიის მკურნალობა

ეიპილეფსიის დროს ტვინის უჯრედები, რომლებიც ელექტრული სიგნალების კომუნიკაციას ახდენენ, აგზავნიან არასწორ შეტყობინებებს, რა დროსაც იწყება კრუნჩხვები მთელ სხეულში.

ბაკოპა ერთ ერთი ბუნებრივი საშუალებაა ეპილეფსიის მკურნალობისას. იგი არეგულირებს გენის ექსპრესიას, რაც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების სწორად მართვას.

მეცნიერები თვლიან რომ ეპილეფსიით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება და კრუნჩხვითი აქტივობა შესაძლებელია შემსუბუქდეს ბაკოპას საშუალებით.

ქრონიკული ტკივილის შემსუბუქება

ქრონიკული ტკივილი მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ამ დაავადების მქონე ადამიანების 85 პროცენტს აღენიშნება დეპრესია.

ბაკოპას ძლიერ ანტიდეპრესანტულ ეფექტთან ერთად, ტკივილგამაყუჩებელი უნარიც აქვს, რის გამოც იგი შედარებულია მორფინთან. მისი მცენარეული შესაძლებლობები უზრუნველყოფს იმ ორგანოების დაცვას, რომლებიც ყველაზე მეტად არის ტოქსიკურობის რისკის ქვეშ.(ტვინი, თირკმელები და გული.)

მკვლევარები თვლიან, ბაკოპა არის კარგად ტოლერანტული საკვებდანამატი ქრონიკული ტკივილის დროს.

ძლიერი ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები

ანტიოქსიდანტები ქიმიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჭარბობს მავნე მოლეკულები.

თავისუფალი რადიკალები იწვევს ბევრ ქრონიკულ პრობლემას. ბაკოპა შეიცავს ძლიერ ნაერთებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური ეფექტი.

მაგალითად, ბაკოპაში შემავალი აქტიური ნაერთები ბაკოზიდები, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის ცხიმის მოლეკულებისა და თავისუფალ რადიკალების სინთეზს.

როდესაც ცხიმის მოლეკულები რეაგირებენ თავისუფალ რადიკალებთან, ისინი განიცდიან პროცესს, რომელსაც ეწოდება ლიპიდური პეროქსიდაცია, რაც შემდგომში იწვევს სხვადასხვა ნეიროდეგენერაციულ დარღვევებს.