5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ პრობიოტიკები ვარჯიშის დროს

თუ თქვენ ხართ სპორტსმენი, ან უბრალოდ აქტიურად ვარჯიშობთ, აუცლებლად დაგაინტერესებთ თუ რა უპირატესობები აქვს პრობიოტიკების მიღებას . ფაქტია რომ ასეთი საკვები დანამატების მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმში შეივსოს ვიტამინების და მინერალების დეფიციტი. ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს ამას.

თუმცა, ადამიანის ცხოვრების წესი დიდ წილად დამოკიდებულია ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ამიტომაც აუცილებელია ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ. პრობიოტიკები არამხოლოდ ყოველდღიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, არამედ ის უზრუნველყობს ფუნქციურ კვებას  განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის . პრობიოტიკების მიღება გვეხმარება ენერგიის დონის შენარჩუნებაში, ის აგრეთვე აუმჯობესებს ჩვენს იმუნიტეტს.

არაერთი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა, რაშიც პრობიოტიკები  გვეხმარება. ის შეიცავს მიკრობიო ნივთიერებებს, რომელიც ნაწლავების სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს .

ვინც დაკავებულია ფიზიკურ აქტივობით, სერიოზული ყურადღება უნდა მაქციოს მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეს.

პრობიოტიკური საკვები დანამატების და ფერმენტირებული საკვების მიღება საუკეთესო საშუალებაა ნაწლავში ჯანსაღი ბაქტერიული სახეობების შესანარჩუნებლად. იმის გამო, რომ სპორტსმენები დიდად არიან დამოკიდებულნი თავიანთ ფიზიკურ და იმუნურ ჯანმრთელობაზე, მათ უნდა უზრუნველყონ სხეული პრობიოტიკებით.

მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ხუთი სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღონ სპორტსმენებმა პრობიოტიკები.

1. ნაწლავური ფლორის  გაუმჯობესება

ნაწლავურ ფლორას ეწოდება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცენტრი. თუ კუჭ-ნაწლავი რაიმე ფორმით დაზიანებულია, ეს პირდაპირ აისახება ადამიანის სპორტულ კონდიციებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ იმუნური ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავის გარშემო არსებული მემბრანის სიძლიერესთან. თუ ნაწლავის ლორწოვანი გარსი დაზიანებულია, ის შეიძლება გახდეს გაჟონვის მიზეზი რაც იწვევს მავნე ტოქსინების შეღწევას სისხლში. ასეთ დროს, იმუნურ სისტემას აქვს ანთებითი პასუხი ტოქსინებზე. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრობიოტიკების მიღება ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა  ნაწლავის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

პრობიოტიკები ასევე დადასტურებული საშუალებაა ბაქტერიების და საფუარის პათოგენური შტამების შესამცირებლად, როგორიცაა Candida albicans. ისეთი მიკროორგანიზმები, როგორებიცაა Candida, ბუნებრივად ცხოვრობ ყველა ადამიანის ნაწლავში, მაგრამ მას სჭირდება გარკვეული კონტროლი, რათა ადამიანს არ შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა.

2. ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სპორტსმენებზე. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიშის დროს, მაგალითად, გრძელ დისტანციებზე მორბენლები უფრო ხშირად განიცდიან ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ამ დროს პრობიოტიკების დამატება შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგია იმუნური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სპორტსმენის დაავადებისადმი მიდრეკილების შესამცირებლად. ელიტარულ სპორტსმენებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გაზრდილი რისკი არსებობს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იმუნოგლობულინ A-ს დაბალი დონე. ეს არის ანტისხეული, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ლორწოვანი გარსის იმუნურ ფუნქციაში.

მაგრამ როდესაც სპორტსმენები იღებენ პრობიოტიკებს, რომლებიც შეიცავს  სასარგებლო შტამებს, ისინი გაცილებით ნაკლებად განიცდიან ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პრობლემებს .

3. პრობიოტიკები ამცირებ ანთებას

როგორც წესი, ჯანმრთელი ადამიანები ნაკლებად განიცდიან ანთებითი პროცესების მაღალ დონეს, თუ მათ არ მიიღეს სერიოზული დაზიანება. თუმცა კვლევებით ვარაუდობენ, რომ ანთება შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში და გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება და მაღალი მიდრეკილება ქრონიკულ ანთებასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართ, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ფსიქიკური დარღვევები.

სისტემური ანთების ერთ-ერთი ბიომარკერია შრატში C-რეაქტიული ცილა (CRP), რომელიც გვხვდება მაღალ დონეზე ბევრ ქრონიკულ დაავადებაში , როგორებიცაა გულ სისხლ ძარღვთა დაავადებები,  სიმსუქნე, II ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა და გაზრდილი ქოლესტერინი. ბოლოდროინდელმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ პრობიოტიკური დანამატები ხელს უწყობს ცერეაქტიული ცილის  დონის შემცირებას. ეს გამოწვეულია იმით, რომ პრობიოტიკური ბაქტერიები ამცირებენ ანთებას ნაწლავის გამტარიანობის თავიდან აცილების ან აღდგენის გზით. რამაც შეიძლება თავიდან აიცილოს იმუნური სისტემის პრო-ანთებითი რეაქციები. როგორც დამატებითი ბონუსი, პრობიოტიკებს შეუძლიათ გაზარდონ მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავების დონე (საუბარია ტრიგლიცერიდებზე), რომლებსაც ასევე აქვთ მნიშვნელოვანი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

4. ენერგია და გამძლეობა

ნაწლავურ სისტემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სპორტსმენის ოქსიდაციური სტრესის დონის და ანთებითი რეაქციების კონტროლში, აგრეთვე მეტაბოლიზმისა და ენერგიის ხარჯვის გაუმჯობესებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ერთმა  კვლევამ  შეადარა მორაგბეების ნაწლავური მდგომარეობა, არასპორტსმენ მამაკაცებს, რამაც აჩვენა რომ მორაგბეებს ჰქონდათ არაჯანსაღი ბაქტერიების დაბალი, ხოლო ჯანსაღი ბაქტერიების უფრო მაღალი დონე, ვიდრე არასპორტსმენებს. შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გაიარა სასწავლო პროგრამა და აღმოჩნდა რომ ვარჯიში ხელს უწყობს დადებით ბაქტერიების მრავალფეროვნებას. მკვლევარებმა დაასკვნეს რომ უფრო ჯანსაღი ნაწლავის მიკრობიოტური გარემო არის რეგულარული ვარჯიშის შედეგი.

სხვა კვლევამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ნაწლავური სისტემა ბაქტერიული შტამების სწორი ბალანსით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგიისა და გამძლეობისთვის. "კარგი" ბაქტერიები აკავშირებენ ორგანიზმის მრავალ უჯრედს, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის რეგულირებას. ეს კი ხელს უშლის ენერგიის დონის ცვალებადობას. პრობიოტიკური ბაქტერიები ასევე გამოიმუშავებენ B ვიტამინებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის მეტაბოლიზირებაში.

 

5. საკვები ნივთიერებების უკეთესი შეწოვა

სპორტსმენებს რომლებსაც უწევთ ინტენსიურ ვარჯიშები, მუდმივად აჭიებათ საკვები ნივთიერებების მუდმივი მარაგი. ბევრ პროფესიონალ სპორტსმენს აქვს პერსონალიზებული კვების რაციონი მათი ჯანმრთელობის, სხეულის  და ვარჯიშის შესრულების ოპტიმიზაციის მიზნით.

ამ ყველაფრის მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ აითვისებს ორგანიზმი მიღებულ საკვებს. პრობიოტიკები არის საკვები ნივთიერებების სწორად შეწოვის გასაღები. როდესაც ნაწლავი გამართულად ფუნქციონირებს, ორგანიზმი უკეთესად ახერხებს საკვების სინთეზირებას.

 ჯანსაღი ნაწლავური სისტემა აწარმოებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობ საკვები ნივთიერებების შეწოვის ოპტიმიზაციას და აუმჯობესებს მის მუშაობას. ასევე არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ პრობიოტიკები ხელს უწყობ მიკროელემენტების შეწოვის გაუმჯობესებას. მათგან ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოიცავს კალციუმს და რკინას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, რათა დროულად მოხდეს ჯანსაღი უჯრედების აღდგენ.