uncategorized

რა არის კრეატინი და რატომ უნდა მიიღოთ ის

მიიღეთ კრეატინი და გახადეთ ვარჯიში უფრო ეფექტური ამ დანამატის გამოყენებით

როცა ამ დანამატზე ან რძის შრატის პროტეინზე ვსაუბრობთ,  უამრავ მითსა და ჭორს შევხვდებით. კრეატინის მონოჰიდრატი ერთ-ერთი საუკეთესო დანამატია, თუ ფიტნესით დაკავებას აპირებთ. კრეატინი აუმჯობესებს თქვენს შესაძლებლობებს რამდენიმე მხრივ.

ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ტიპის დანამატი იყიდება. შესაბამისად, რთულია ისეთი დანამატის შერჩევა, რომელიც რეალურად გამოიღებს შედეგს

კრეატინის მონოჰიდრატი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ შესწავლილი დანამატია. არსებობს უამრავი კვლევა მისი ეფექტების შესახებ.

კრეატინის მონოჰიდრატი

კრეატინის მონოჰიდრატი ძალიან ეფექტურია თქვენი ფიტნეს მიზნების მისაღწევად.  იგი ათლეტებს ძალის მომატებაში, აქტივობების ეფექტურობასა და კუნთოვანი მასის ზრდაში ეხმარება. კრეატინს აწარმოებს ჩვენი ორგანიზმიც ( დაახლოებით 1 გრამს დღეში).

მას ასევე შეიცას სხვადასხვა საკვები, მათ შორის თევზი და წითელი ხორცი.

რა არის კრეატინის მონოჰიდრატი?

ეს არის სამი სხვადასხვა ამინომჟავის კომბინაცია: გლიცინის, არგინინისა და მეთიონინის. კრეატინი წარმოადგენს ბუნებრივ შემადგენლობას, რომლის პოვნაც ჩვენს ორგანიზმშიცაა შესაძლებნელი, კრეატინის ფოსფატის სახით.

მისი მთავარი ფუნქციაა ადენოსინის ტრიფოსფატის ATP (ენერგორესურსების) რეგენერაცია კუნთების ქსოვილებში, რაც გეხმარებათ იმ აქტივობების უფრო მარტივად განხორციელებაში, რომლებიც დიდ ძალასა და ენერგიას საჭიროებს.

როგორ მუშაობს კრეატინის მონოჰიდრატი?

ორგანიზმში შეღწევის  (ორგანიზმის მიერ მისი წარმოების  შემდეგ ) კრეატინის მონოჰიდრატი გარდაიქმნება კრეატინის ფოსფატად. ეს უკანასკნელი ზრდის თქვენს ATP-ის მარაგს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ უფრო დიდი ხნით ვარჯიშს და მეტი სიმძიმის აწევას.

რა არის კრეატინის მონოჰიდრატის უპირატესობები?

კვლევები უჩვენებს, რომ თქვენ სხვადასხვა სარგებლის მიღება შეგიძლიათ ამ დანამატის გამოყენების შემთხვევაში.

კრეატინის მონოჰიდრატის მთავარი უპირატესობები:

  • ზრდის კუნთების ძალას
  • ზრდის კუნთების მასას
  • აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესს

 რამდენი გრამი კრეატინის მონოჰიდრატი უნდა მიიღოთ?

იმისათვის, რომ კრეატინისაგან სრული სარგებელი მიიღოთ,  მისი მიღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კუნთოვანი უჯრედებიც.

აღნიშნულის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო ( 30 დღეზე მეტი). შესაბამისად, მოგიწევთ ლოდინი, ვიდრე რეალურად დაინახავთ კრეატინის ეფექტებს. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები ( ძალიან ცოტა), რომელთა კუნთებიც არ რეაგირებს კრეატინის გამოყენებაზე და, შესაბამისად, ვერ იღებენ სარგებელს მისგან.

კრეატინის რეკომედირებული დოზა – დღიურად 3-5 გრამი.

როდის უნდა მიიღოთ კრეატინის მონოჰიდრატი?

კრეატინის მიღება შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში როგორც აბის, ისე ფხვნილის სახით. რეკომენდირებულია მისი მიღება წყალთან/სასმელთან ერთად ჭამისას, კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

კრეატინის მონოჰიდრატის გვერდითი ეფექტები

არ შეიძლება მიიღოთ ზედმეტი რაოდენობის კრეატინი ერთბაშად (მიჰყევით შეკვრაზე მიკრულ რეკომენდაციებს ან ჰკითხეთ ექიმს).

ამან შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები.

დიაბეტის საწინააღმდეგო გარკვეულ მედიკამენტებთან, დიოროზოლებსა და კოფეინთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა საშიში რეაქციები.

იმის გათვალისწინებით, რომ კრეატინი აშრობს წყალს თქვენს კუნთოვან უჯრედებში, კრეატინის გამოყენებისას მნიშვნელოვანია დალიოთ მეტი წყალი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენთვის კრეატინის გამოყენება დაშვებულია, მიმართეთ ექიმს.

 რომ შევაჯამოთ:

  • კრეატინი არ არის სტეროიდი.
  • კრეატინის მონოჰიდრატი კრეატინის ყველაზე ეფექტური სახეობაა.
  • ეს პროდუქტი საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ უფრო დიდხანს და ასწიოთ მეტი სიმძიმეები.
  • მას აქვს ბევრი უპირატესობა, მათ შორის კუნთების ძალისა და მასის გაზრდა, ვარჯიშის შემდეგ აღდგენითი პროცესების დაჩქარება.
  • ეფექტის მისაღებად უნდა მიიღოთ კრეატინი სულ მცირე ოცდაათი დღის განმავლობაში.
  • კრეატინს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები სხვადასხვა მედიკამენტებთან ერთად ან გადაჭარბებით მიღების შემთხვევაში. ასე რომ, სათანადოდ გაეცანით ინსტრუქციებს, ვიდრე მის მიღებას გადაწყვეტთ!
  • ყოველთვის დალიეთ წყალი!

წყარო: Fit.Ge